ტანსაცმლის ნიდერლანდული ბრენდი Mexx-ი, რომელიც პეკინის 25 –ში მდებარეობდა საქართველოს ბაზრიდან საბოლოოდ გავიდა. mexx-ის ქართული წარმომადგენლობის სოცილური ქსელები ამჟამად გაუქმებულია. სამი თვის წინ, ბრენდის წარმომადგენლობამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სათავო ოფისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.
„ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს ბრენდის სათაო ოფისთან მოლაპარაკებები და ვნახოთ რა შედეგზე გავალთ,“ - განმარტავდნენ Mexx Georgia-ში, თუმცა ბოლო ინფორმაციით მოლაპარაკებების შედეგად ბრენდმა ქართული ბაზრის დატოვება გადაწყვიტა.
Mexx-ი ნიდერლანდული ბრენდია, რომელიც 1986 წელს შეიქმნა, ამ წელს დიზაინერმა რატან ჩადჰამ მამაკაცის ბრენდი Moustache-ი და ქალის ტანსაცმლის ბრენდი Emanuelle-ი გააერთიანა და Mexx-ი უწოდა. ბრენდი ყოველდღიური თანამედროვე სტილის სამოსს აწარმოებს.