ნიდერლანდებში შეზღუდვების წინააღმდეგ ძალადობრივი აჯანყებების სერია გრძელდება

ნიდერლანდებში შეზღუდვების წინააღმდეგ ძალადობრივი აჯანყებების სერია გრძელდება

access_time2021-01-29 20:10:16

კარანტინის და დახურული ეკონომიკის გამო, რამდენიმეთვიანი ვირტუალური აღშფოთების შემდეგ, ბოლო დღეებში ვითარება ნიდერლანდებში დაიძაბა. მოხდა ის, რისიც დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს ყველაზე მეტად ეშინიათ - აჯანყება მკაცრი შეზღუდვების წინააღმდეგ.

 

ეს პროცესი თვეების მანძილზე მწიფდებოდა  - ნიდერლანდებში კოვიდ-სკეპტიკოსების აქტიურობა ყოველდღიურად იზრდებოდა და მთავრობის მიერ მკაცრი შეზღუდვების შემოღება სულ უფრო და უფრო აგრესიულ რეაქციას იწვევდა.

 

თუმცა, პროტესტების ასეთი მკვეთრ ძალადობრივ ფორმას არავინ ელოდა.

 

აფეთქების პროვოცირება საწარმოების და სკოლების დახურვამ და კომენდანტის საათის შემოღებამ მოახდინა. პირველი აფეთქება ქალაქ ურკაში მოხდა, რომელიც ნიდერლანდების ე.წ. „ბიბლიურ სარტყელში“ შედის. აქ მორწმუნე-პროტესტანტები ცხოვრობენ, ისინი ყველა რელიგიურ რიტუალებს იცავენ და ოქტომბერში ერთხელ, ტაძრებში დასწრების შეზღუდვების შემოღების შემდეგ, უკვე აჯანყდნენ.

 

რამდენიმე დღის წინ ურკაში მოსახლეობამ ტესტირების ცენტრი ჯერ დაარბია, შემდეგ კი დაწვა.

 

ძალადობრივი გამოსვლები ქალაქ ეშენდში გაგრძელდა, სადაც მოსახლეობა ადგილობრივ საავადმყოფოს თავს დაესხა. შემდეგ ტალღამ დიდი ქალაქები მოიცვა - ეინდჰოვნი და როტერდამი.

 


ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მაღაზიების დარბევას და დაწვას არა სადმე სხვა ქვეყნებში, არამედ საკუთარ ქალაქში დავინახავდი - განაცხადა ეინდჰოვენის მერმა ჯონ იორისტმა.

 

როტერდამში მეამბოხეებს და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხვდა, რომლებიც პოლიციის პროფკავშირმა ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე სასტიკად შეაფასა.

 

ეს დაუშვებელია. ეს დანაშაულებრივი ძალადობაა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ“ - განაცხადა ნიდელლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.

 

 ეს ყველაფერი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება, რომლებიც 17 მარტს ჩატარდება. ძალდობის ესკალაციამ დაადასტურა, რომ კარანტინთან დაკავშირებით ჰოლანდიურ საზოგადოებაში ერთიანი აზრი არ არსებობს - იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 80% საკარანტინო შეზღუდვებს მხარს უჭერს.

 

ამ დროისთვის ექსპერტების აზრით, არეულობა მმართველი პარტიის შანსებზე სავარაუდოდ ნეგატიურად არ აისახება, თუმცა, ანტიკოვიდური აჯანყება - ნათელი გაფრთხილებაა არა მხოლოდ ნიდერლანდებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. პანდემიამ ბევრი ქვეყანა შეაწუხა, ათობით მილიონი ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა, და ეს სულ უფრო დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

 

კორონავირუსის წინაამღდეგ მიმართული ზომები სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც ელიტების მხრიდან ღარიბი მოსახლეობის ჩაგრვის კიდევ ერთი საშუალება. დღეს ეს ნიდერლანდებში ხდება, ხვალ შესაძლოა სხვაგანაც იფეთქოს - სულ უფრო მეტი ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში არაა მზად დაუსრულებლად იჯდეს სახლში ინფექციის გამო, რომლის სიძლიერისაც არ სჯერა.

 

ვირუსი სახელმწიფოებს არ ცნობს, და ყოველგვარი საზღვრების გარეშე ფართოვდება. ამიტომაც აჯანყებები კიდევ იქნება.

 

Lefigaro.fr

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up