ნიდერლანდებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 1 335 ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციური დაავადებით ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 115 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ნიდერლანდების ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადეს, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სულ 2 511 ადამიანია გარდაცვლილი. ნიდერლანდებში დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსის 23 097 შემთხვევა.
1tv.ge