11 წლის განმავლობაში განუხორციელებელი საინვესტიციო პროექტი - „ნიბა დელისის“  მშენებლობა შეჩერებულია

11 წლის განმავლობაში განუხორციელებელი საინვესტიციო პროექტი - „ნიბა დელისის“ მშენებლობა შეჩერებულია

access_time2019-07-29 12:00:11

„ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა შეჩერებულია. პოტენციური ინვესტორების მიმართ გარკვეული მოთხოვნები გვაქვს და ველოდებით მათი მხრიდან შესაბამის წინადადებებს, ამ კონკრეტულ პროექტზე მუშაობა კარგა ხნის წინ შეჩერდა“-აღნიშნული განცხადება „კომერსანტს“ „საპარტნიორო ფონდში“ „ნიბა დელისის პროექტში საპარტნიორო ფონდის შესვლასთან დაკავშირებით განუცხადეს.


რომელ ფინანსურ ინსტიტუტთან მიდის მოლაპარაკებები და საერთოდ, შეძლებს თუ არა „ნიბა ინვესტი“ საპარტნიორო ფონდის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ზოგადად, განხორციელედება თუ არა პროექტი, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ თავად კომპანიაში სცადა, თუმცა, უშედეგოდ.


„ნიბა ინვესტის“ ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე „კომერსანტთან“ განმარტავს,რომ მან წილი შპს „დელისზე“ გაასხვისა და მინორიტარმა აქციონერმა პროექტის გეგმების შესახებ არაფერი იცის. თავად შპს „დელისთან“ დაკავშირება კი ვერ ხერხდება.


თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში კი განმარტავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. მათი განმარტებით, 2012 წლიდან დღემდე პროექტთან დაკავშირებით არანაირი განაცხადი არა არის  რეგისტრირებული.


წლების წინ შეჩერებული A-კლასის სავაჭრო ცენტრის პროექტის - „ნიბა დელისის“ მშენებლობა ფინანსური სახსრების არარსებობის გამო არაერთხელ გადაიდო. პროექტში თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკება „თანაინვესტირების ფონდთან“ და „საქართველოს ბანკთან“ მიდიოდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა. რამდენიმე წლის წინ, „ნიბა ინვესტის“ ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ პროექტის განსახორციელებლად 24 მილიონი აშშ დოლარი იყო საჭირო. 



შეგახსენებთ, „ნიბა დელისის პროექტი 35 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გათვლილი, ის ითვალისწინებს 4 მიწისქვეშა საპარკინგე და 5-სართულიანი სავაჭრო ზონის მოწყობას. პროექტის ავტორი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მაქსიმილიანო ფუქსასია, რომელიც მსოფლიო ცნობილი არქიტექტორების ათეულში შედის.


„ნიბა ინვესტმა“ „ნიბა დელისის“ პროექტის განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენი პატიმრობიდან მაშინდელი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.


სოფო ქსოვრელი 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up