ოქროს მოპოვება უნდა განვითარდეს, მაგრამ არა საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე

ოქროს მოპოვება უნდა განვითარდეს, მაგრამ არა საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე

access_time2018-08-29 10:00:00

„ოქროს ყველაზე  მეტი  მარაგები არის ბოლნისის რაიონში და გომარეთში.  ოქროს მოპოვებაზე ყველაზე მეტი კომპანია სწორედ ამ რეგიონში მუშაობს.  მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, აფეთქებების შედეგად, რომელიც  აუცილებელია  ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად, არ უნდა დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა და გარემო. ყველა პირობა უნდა  შეიქმნას იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ არა საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე“ - განუცხადა „კომერსანტს“ ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ალექანდრე ღაღანიძემ.

 

ოქროს საბადოების კვლევა და ძვირფასი ლითონის მოპოვება  საქართველოს  8 რეგიონში ხდება.  მაგრამ  ინვესტორების სამიზნე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია.  კერძოდ ბოლნისში ოქროს მოპოებას და ძებნა-ძიბის სამუშაოებს სხვადასხვა ლოტზე  6 კომპანია ახორციელებს. 


ბოლნისი


ბოლნისის ჯგუფის საბადოებზე  შპს „არ ემ ჯი გოლდი“   ოქროს მარაგის შესწავლასა და შემდგომ წიაღიესეულის მოპოვებაზე  ლიცენზიას  2020 წლის 1 იანვრამდე  ფლობს. სამუშაოები  9 ჰექტარზე მიმდინარეობს.


შპს „არემჯი გოლდი“   ბოლნისი დმანისის მუნიციპალიტეტებში  კეთილშობილ ლითონებზე  შესწავლა მოპოვებაზე მეორე ლიცენზიასაც ფლობს, რომლის ვადაც   2042 წლამდე.  ძვირფასი ლითონების მოპოვება და საძიებო სამუშაოები 193.76 ჰექტარზე მიმდინარეობს.  


ბოლნისში ოქროს მოპოვებაზე, მეორე  მსხვილი ლიცენზიანტია „სს „ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი“  რომელიც   მარნეული,  დმანისი , წალკა  და  თეთრიწყაროს  ტერიტორიაზე  კეთილშობილი  ლითონების შესწავლა მოპოვების ლიცენზიას    86 107 669  ჰექტარზე  2041 წლამდე ფლობს.


„ბექთაქარის “ ოქრო პოლიმეტალური საბადოდან  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას  ბოლნისის მუნიციპალიეტში - შპს „არემჯი აურამაინ“  ახორციელებს, რომელსაც  ლიცენზიის ვადა  2041 წელს ეწურება.  ფართობი:  სამთო -345 7939  ჰექტარი. მიწა 309. 849 ჰექტარი


„ბნელხევის ოქრო“  პოლიმეტარული საბადოდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადა  (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)  შპს „ჯორჯიან გოლდ  კომპანის“ 2041 წლამდე აქვს. ფართობი:  სამთო 239,4021  ჰა; მიწის 504,6677  ჰა ;


ბოლნისი, მარნეული, წალკა თერი წყაროს ტერიტორიაზე  ოქროს მოპოვებაზე ლიცენზიას  შპს „კავკასიის სამთო  ჯგუფი“   2041 წლამდე ფლობს.  ფართობი:  100 865. 4594 ჰა



ბოლნისში, ასევე ოქროს ეძებს  სს „RMG copper“-ი . ლიცენზიის ვადა  2041 წელს იწურება. ფართობი:  1035 ჰა

 

ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი  ალექანდრე ღაღანიძე  ბოლნისის რაიონში  ოქროს მოპოვების შედეგად  დაზიანებულ ნიადაგს 2010 წლოდან იკვლევს.    

 

მეცნიერი „ კომერსანტთან“  საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში ოქროს მოპოვება ყოველთვის იყო დაკავშირებული გარკევეულ ეკოლოგიურ პრობლემებთან:

 

„მთელი დმანისის ტერიტორიის ნაწილი  და  ბოლნისის რაიონი მთლიანად იყო დაბინძურებული კადნიუმით და ტყვიით.  ტყვია ახალი მოთამაშეა. 2010-2014 წლებში ნიადგის კვლევებში ტყვია არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი,  რადგან  სადაც აფეთქებდნენ ქანებს ოქროს მოსაპოვებლად იქ ტყვია არ იყო“.  

 

ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევითი  ცენტრის თანამშრომლებმა  2014 წელს 9 სოფელში აიღეს ნიადაგის მონაცემები, რომელშიც  მეტალების შემადგენლობა   აშშ-ს ჯორჯიის უნივერსიტეტში  გაიზომა. მეატლების შემადგენლობა  ტყვია არ იყო. თუმცა 2017 წლის მონაცემებით ტყვის შემცველობა ნიადაგში დადგინდა.

 

„კომპანიებმა არ უნდა შეამცირონ ოქროს მოპოვება.  უბრალოდ, მუხტი რომლითაც აფეთქებენ უნდა შემცირდეს. ეს არის ყველაზე  მარტივი გამოსავალი. რამდენიმე მცირე აფეთქება უნდა მოხდეს ერთი დიდი აფეთქების სანაცვლოდ. სწორედ დიდი აფეთქების შედეგად მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება წამოსული მიკრონაწილაკები. მოეფინება მთელ ბოლნისის რაიონს და ილექება ნიადაგში. აფეთქების ბევრი ტექნოლოგია არსებობს მეთელ მსოფლიოში და უნდა შეირჩეს ისეთი, რაც არც ნიადაგს და აბინზირებს და რა არც მოსახლეობის ჯანმრთელობას დააზიანეს“ -  ამბობს ალექსანდრე ღაღანიძე.

 

მეცნიერი პროგნოზირებს, რომ თუ კომპანიები შეცვლიან აფეთქების ტექნოლოგიას ნიადაგის დაბინძურება დროთა განმავლობაში შემცირდება:

 

„აფეთქებიდან წამოსული მიკრონაწილაკების ნიადაგში შესვლის პარალელურად  მიმდინარეობს ამ მიკრონაწილაკების ნიადაგის სიღრმეში მიგრაციის პროცესი. იგივე ვითარებაა დმანიში და გარკვეულ წერტილებში უფრო მეტია ტყვიის კონცენტრაცია. ვიდრე ბოლნისში,“ - ამბობს  ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

 

ქვემო ქართლის რეგიონის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი  „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმისმიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციამწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმაფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო მხარდაჭერით განახორციელა.  

 

2017 წელს საწარმოო წყლებითა და ატმოსფერული ჰაერით ნიადაგის დაბინძურებამ  ბოლნისის რაიონში, ზღვარს გადაჭარბა: 


ომარეთინიადაგის ზედაპირზე კადმიუმი ზდკ- ზედა ზღვარს 47,7 %-ით, ხოლო სიღრმეში 45,545 %-ით აღემატება.

ბალიჭი ზედაუბანინიადაგის ზედაპირზე ზდკ- მანგანუმი 32,754 %-ით, ტყვია 333,37 %-ით აღემატება, ხოლო კადმიუმი ზდკ- ქვედა ზღვარს 161,4 %-ით. ნიადაგის სიღრმეში ზდკ- მანგანუმი 10,958 %-ით, ტყვია 79,26 %-ით, ხოლო კადმიუმი ზდკ- ქვედა ზღვარს 142,2 %-ით.

რატევანინიადაგის ზედაპირზე ზდკ- მანგანუმი 6.364 %-ით, თუთია 237,66 %-ით, ხოლო კადმიუმი ზდკ- ზედა ზღვარს 256,83 %-ით. ნიადაგის სიღრმეში კი ზდკ- სპილენძი 121,656 % -ით აღემატება, ხოლო კადმიუმი ზდკ- ზედა ზღვარს 19 %-ით;

P.S

სსიპ  წიაღის ეროვნულ სააგენტს ინფორმაციით, საქართველოში ოქროს დაცული მარაგები  (2017 წლის 1 იანვრის დგომარეობით)  60 923 კილოგრამს შეადგენს. სპილენძის დაცული მარაგების მოცულობა, კი (2018 წლის 1 იანვრის)  მდგომარეობით   143 385 ტონაა.


 

ნინო ნატროშვილი





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up