NGO-ები ბახტაძეს მოუწოდებენ OGP-ს პროცესში იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად პრემიერის ადმინისტრაცია ჩაერთოს

NGO-ები ბახტაძეს მოუწოდებენ OGP-ს პროცესში იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად პრემიერის ადმინისტრაცია ჩაერთოს

access_time2018-07-13 13:58:40


 OGP-ის მოახლოებული სამიტის წინ   „ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

 

NGO-ების  სურვილია ქვეყანამ კარგი შედეგი აჩვენოს სამიტზე და შეინარჩუნოს რეგიონული ლიდერის სტატუსი,

  • დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში, რათა ფორმალურ დამტკიცებამდე, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული პრობლემები გამოსწორდეს

 

  • მთავრობამ გეგმაში არ გაითვალისწინა ამბიციური ვალდებულებები, მათ შორის  სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი შეთავაზება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე

 

 

  • მნიშვნელოვანი იქნება, თუ სამომავლოდ პროცესს კოორდინაციას, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გაუწევს, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ ვერ წარმართა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი

 

მიმართვის სრულ ტექსტის „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ

 

ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისო და  ადგილობრივ დონეზე თავიდანვე ჩართულნი ვართ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პროცესებში, მოგმართავთ ღია წერილით, რათა გაგიზიაროთ ჩვენი ღრმა შეშფოთება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე პროცესთან და საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის წელს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.


ვაცნობიერებთ, რომ თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს, რომელიც სულ ახლახან შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, პროცესის შეფერხებასა და კონკრეტული მნიშვნელოვანი შედეგის მიუღწევლობაში წვლილი არ მიგიძღვით, მაგრამ როგორც  მთავრობის ხელმძღვანელმა და ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალური სამიტის მასპინძელმა, მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც, საქართველო, როგორც ამ პარტნიორობის წევრი და თავმჯდომარე ქვეყანა დგას. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყნის, პასუხისმგებლობაა სხვა პარტნიორ ქვეყნებს აჩვენოს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სფეროში რეფორმების საუკეთესო მაგალითი  და სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღოს ვალდებულება ისეთი რეფორმების გატარებაზე, რაც უპასუხებს ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს და დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.



თუმცა, საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინები. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მეოთხე სამოქმედო გეგმას აკლია ამბიციური ვალდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, გლობალური სამიტის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტული მიმართულებაა,  მთავრობამ სამოქმედო გეგმაში არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად შეთავაზებული მნიშვნელოვანი რეკომენდაცია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე.


სამოქმედო გეგმის შინაარსის გარდა, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი წუხილები უკავშირდება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსაც. სამოქალაქო საზოგადოებას გეგმის პროექტზე შენიშვნებისა და რეკომენდაციების მისაწოდებლად უკიდურესად მოკლე დრო მიეცა იმ მოცემულობაში, როცა მთავრობის შიგნით განხილვები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ სამთავრობო უწყებებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილ კომპრომისულ ალტერნატიულ წინადადებებზე, რის გამოც მოლაპარაკებისთვის დრო, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. მიგვაჩნია, რომ პროცესის ამგვარი ხარვეზები აზიანებს “ღია მმართველობის პარტნიორობის” ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს: ღია და გახსნილ თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს შორის.


მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ასევე საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით გლობალური სამიტის დროს გააქტიურებული საერთაშორისო ყურადღების ფონზე. “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმებისა და პროცესის კრიტიკული მდგომარეობის გამო,  სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა.


ვინაიდან სამოქმედო გეგმა ფორმალურად ჯერ არ არის დამტკიცებული, პრემიერ-მინისტრს კიდევ აქვს შესაძლებლობა დადებითად შემოაბრუნოს პროცესი, სწორად დაინახოს პრობლემები,  დაარწმუნოს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ გადახედონ სამოქმედო გეგმის პროექტს და სამიტზე წარმოადგინონ ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ამბიციური დაპირებები იქნება წარმოდგენილი.


სამომავლოდ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იქნება, თუ პროცესს კოორდინაციას, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გაუწევს, ვინაიდან უკანასკნელი პროცესები აჩვენებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ ვერ წარმართა ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესი.


ვინაიდან, გვსურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ღია მმართველობის კუთხით რეგიონული ლიდერის სტატუსი, და “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმის მეშვეობით განახორციელოს  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი რეფორმები, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კარგი შედეგი აჩვენოს როგორც გლობალური სამიტის სათანადო ორგანიზების, ისე ძლიერი და ტრანსფორმაციული სამოქმედო გეგმის შემუშავების კუთხით, რადგან სწორედ ამგვარი ნაბიჯებით გახდება შესაძლებელი, ქვეყნის შიგნით კარგი მმართველობის ჩამოყალიბება და ქვეყნის გარეთ, პარტნიორობის სხვა ქვეყნებისათვის სანიმუშო მაგალითის მიცემა.


ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია





წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივად სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-07-01 17:25:50
დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი,...


მსგავსი სიახლეები

up