NFT-ტოკენებით ვაჭრობის მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო მოედნის ღირებულებამ 13 მლრდ დოლარი შეადგინა

NFT-ტოკენებით ვაჭრობის მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო მოედნის ღირებულებამ 13 მლრდ დოლარი შეადგინა

access_time2022-01-18 14:50:00

კომპანია OpenSea-ის საბაზრო ღირებულებამ, რომელიც შეუცვლელი ტოკენებით (non-fungible token, NFT) ვაჭრობის უმსხვილესი სივრცეა მსოფლიოში, 13,3 მლრდ დოლარს მიაღწია. ინვესტორებისგან თანხის მოზიდვის ბოლო რაუნდში კომპანიამ შეძლო 300 მლნ დოლარის მოზიდვა - ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დევიდ ფინზერმა „ტვიტერში“ დაწერა.


„2021 წელს მსოფლიომ მიიღო იდეა იმაზე, რომ NFT ახალი P2P ეკონომიკებისთვის საბაზისო სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს. ეს ჩვენ მსოფლიოს ვანახეთ. ისინი აძლევენ მომხმარებლებს მეტ თავისუფლებას და ჩართულობას ციფრულ პროდუქტებში, ასევე შემქმნელები ამუშავებენ ძლიერ ქმედით აპლიკაციებს, რომლებიც მომხმარებლებს აძლევენ რეალურ ეკონომიკურ ღირებულებას და სარგებელს“, - განაცხადა მან.


ფინზერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მოედანზე ტრანზაქციების მოცულობა გასულ წელს 600-ჯერ გაიზარდა, ამიტომ კომპანია აპირებს მიღებული შემოსავლები მოახმაროს თანამშრომლების შტატების გაფართოვებას და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე ახალი პროდუქტების შექმნას.



Dune Analytics-ის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში ამ მოედანზე ვაჭრობის ჯამურმა მოცულობამ 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რითაც აჯობა კომპანიის 2021 წლის აგვისტოს რეკორდს, როცა 3,42 მლრდ დოლარი ივაჭრა.


შეუცვლელი ტოკენი NFT - ეს არის ციფრული სერტიფიკატი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც ამტკიცებს ვირტუალური აქტივების ფლობას. NFT არის უნიკალური, მას ვერ გააყალბებ ან გაცვლი სხვაზე. ტექნოლოგია NFT შეიქმნა 2017 წელს. მისი არსებობის განმავლობაში სულ გაყიდულია 5 მლნ ტოკენი.


BPN.GE


თეგები:
OpenSea



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up