Nexia TA-ს წარმატების 6 წლის ისტორია

Nexia TA-ს წარმატების 6 წლის ისტორია

access_time2020-04-27 17:35:39

ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ აუდიტორული კომპანიის დაფუძნება მეგობრებს შორის, ფაქტობრივად, კაფეში საუბრისას გადაწყდა. საკუთარი საქმეებისა და იდეების გაზიარებისთვის ერთად შეკრებილმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ერთნაირი ხედვები, ოცნებები და მომავლის მიზნები ჰქონდათ.


პირველ ეტაპზე, ერთობლივი საცდელი პროექტი განახორციელეს, ერთად ყოფნის კომფორტულობის შეფასების შემდეგ კი, გლობალური პარტნიორის ძებნა დაიწყეს. მათ იცოდნენ, რომ საზღვრები მხოლოდ გონებაში არსებობს და არა რეალობაში, ამიტომ არჩევანი მხოლოდ წამყვან ბრენდებზე გააკეთეს.


მოვლენების განვითარებამაც არ დააყოვნა, მოლაპარაკებებს მხოლოდ რამდენიმე თვე მოანდომეს და 2014 წელს Nexia International-ის პარტნიორებით Nexia TA საქართველოს ოფისი დააფუძნეს.


დღეს უკვე Nexia TA წარმატებული აუდიტორული კომპანიაა, რომელიც თავისი ყოველდღიური დინამიურობითა და პროფესიონალი კადრებით ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ინოვაციურ და ღირებულ პროექტებს ახორციელებს.


მრავალი ჯილდოს მფლობელი, ახალგაზრდა, მაგრამ ძლიერი ბრენდი თავისი წარმატების საფუძვლად მუდმივი წინსვლის სურვილს, სურათის გლობალურ ხედვას, პროფესიონალიზმსა და გუნდში არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთდამოიკიდებულებას მიიჩნევს. ბიუროკრატიის ნაკლებობა, გახსნილობა, კლიენტების მხრიდან გამოცხადებული ნდობა და ხშირად მათი ჩართულობა ყოველდღიურობაში სამუშაო პროცესს განსაკუთრებულს, საინტერესოს ხდის.



ეხლაც, საყოველთაო პანდემიის პირობებშიც კომპანია არათუ კარგავს თავის მუხტს, არამედ ქმედებებს აძლიერებს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთრი ბიზნესი, თანამშრომლები და კლიენტი კომპანიები შესაძლო რისკებისგან.



დისტანციური მუშაობის პირობებში მან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „Move on Georgia“ წამოიწყო საზოგადოების და ბიზნესების ცოდნის გაღრმავებისა და უფასო მხარდაჭერისათვის. უკვე 500-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა უფასო სასწავლო ვებინარებზე და 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო საჩუქრად Nexia TA-ს სერვისებიდან უფასო საკონსულტაციო მომსახურებები.


ასევე, ამ კრიზისულ პერიოდში Nexia TA, როგორც Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი, ცდილობს წაახალისოს კომპანიები და Office 365 E1 პაკეტის 6 თვით უფასო დანერგვას უზრუნველყოფს.


განსაკუთრებული მნიშვნელობის გახდა სერვისი „ბუღალტერია მარტივად“, რაც დაბალბიუჯეტიან კომპანიებსა და ორგანიზაციებს შანსს აძლევს საერთაშორისო კლასის მომსახურება ერთი თანამშრომლის მომსახურებაზე დაბალ ფასად მიიღონ და თავი განსაკუთრებით დაცულად იგრძნონ.


ბიზნესში გამოიკვეთა მოთხოვნა იურიდიულ მიმართულებაზე, რასაც Nexia TA Legal მიმარულება ისე უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს სამართლიანობის განცდა, როგორც დამსაქმებლის ისე დასაქმებულისთვის.


კრიზისის პერიოდშივე Nexia TA-ს მიმართულებებს დაემატა ბიზნესის ოპტიმიზაციის მიმართულება, რომლის საბოლოო შედეგიც ბიზნესებისთვის დროითი რესურის მნიშვნელოვანი დაზოგვა და, რაც მთავარია, ფინანსური ეფექტურობის მიღწევაა.


კომპანიაში მომავლის ხედვა ოპტიმისტურია, აქ ფიქრობენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, სადაც სახელმწიფო და ბიზნესი ერთიანდება, კრიზისი შესაძლოა მნიშვნელოვანი შემობრუნების წერტილადაც იქცეს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობის პროცესის წარმართვა ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და სახელმწიფოს შორის.


Nexia TA არის კომპანია, სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.


Nexia TA - უფრო ახლოს თქვენთან.


რემდენიმე ფაქტი Nexia TA-ზე:


  • 2017 წელს კომპანიამ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის მიიღო ტიტული - „წლის კომპანია“.
  • 2018 წელს Nexia TA გახდა ერთადერთი კომპანია აუდიტორულ სფეროში საქართველოდან, რომელმაც #1 საბუღალტრო გამოცემის - IAB-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში - Accounting Capacity Building Champion 2018
  •  2019 წელს Nexia TA საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში პასუხისმგებელი დამსაქმებელი.
  •  2019 წელს Nexia TA-მ შემოსავლების განსაკუთრებული 54%-იანი ზრდა აჩვენა და თითქმის 7 მილიონი შეადგინა. მხოლოდ ბუღალტერიის აუთსორსინგის მიმართულებამ 80%-იანი ზრდა დააფიქსირა. ასევე, უნდა აღინიშნოს იურიდიული მიმართულების Nexia TA Legal-ის და ბიზნეს საკონსულტაციო 400%-აინი ზრდა და უსწრაფესი წარმატება.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up