New-Yorker: ამერიკაში პოსტსაარჩევნო გაურკვევლობა კრიტიკულ ფორმას იღებს

New-Yorker: ამერიკაში პოსტსაარჩევნო გაურკვევლობა კრიტიკულ ფორმას იღებს

access_time2020-11-05 20:00:47

თვეების მანძილზე ჯო ბაიდენმა თავისი საარჩევნო პროგრამა ერთი და იგივე თეზისის უთვალავ ვარიაციაზე ააგო - „ხმა მომეცით და ამ სიგიჟეს და არაკომპეტენტურობას დავასრულებთ“.

 

თუმცა, ბაიდენი შეცდა. არჩევნები ტრამპის ლამაზი და ელეგანტური ნოკაუტით არ დასრულდება. სხვაობა მათ შედეგებს შორის იმდენად მცირეა, რომ ბაიდენს დაუმთავრებელი იურიდიული ბატალიების დასრულება გაუჭირდება - ეს ბატალიები კი აუცილებლად იქნება, ტრამპმა ამის შესახებ უკვე განაცხადა.

 

მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების ნებისმიერი შედეგები, საკუთარი გამარჯვების გარდა, უკანონოდ წინასწარ გამოაცხადა. ჯერ კიდევ ხმის მიცემის პროცედურის დათვლის დასრულებამდე მან არჩევნები თაღლითობად შეაფასა.

 

სიტყვა „თაღლითობა“-ს ის აქტიურად იყენებს ჯერ კიდევ აგვისტოდან -  მან ეს ტერმინი არჩევნებთან მიმართებით უკვე თითქმის 200-ჯერ გამოიყენა.

 

არჩევნები დასრულდა, როგორც მოიქცევა ტრამპი, რომელმაც თავის მომხრეებს გამარჯვება უკვე რამდენიმეჯერ მიულოცა? როგორც მან თავად განაცხადა, ის აშშ- უზენაეს სასამართლოში არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

 

არადა, საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. ტრამპის ახირებების და არაკომპეტენტურობის 4 წლის შემდეგ ქვეყანა ღრმა კრიზისში აღმოჩნდა  - კორონავირუსის საშინელმა პანდემიამ და მძიმე ეკონომიკურმა ვარდნამ 2002 წელს ამერიკა დააჩოქა.

 

საბოლოო ჯამში, საქმე მხოლოდ იმაშია არაა, რამდენად პატიოსანი იყო არჩევნები. საუბარია ღრმად პოლარიზებულ და გახლეჩილ ქვეყანაზე. ტრამპის დაუმთავრებელმა ექსპერიმენტებმა მისთვის სასურველი შედეგებს მიაღწიეს - ეს შედეგი კი გაყოფილი ზესახელმწიფოა, რომელსაც თავისი დემოკრატიის უკვე აღარ სჯერა.

 


ჩვენ ვხედავთ ქალაქებს, სადაც არჩევნების შემდეგ არეულობას ელიან  - როგორც ეს მესამე სამყაროს ქვეყნებში ხდება, მაგრამ არასდროს არ ხდებოდა შტატებში. დღეს კი ეს - ამერიკაა. ტრამპის ამერიკა, რომელსაც ჩვენ არც ვიცნობდით.

 

ტრამპის და რესპუბლიკელების სტრატეგია ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო ნათელი - ხმების დათვლის პროცესისთვის ხელის შეშლა, და არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე ლაპარაკი. საარჩევნო ბრძოლის სასამართლოში გადატანა და რაც შეიძლება მეტი საჩივრის შეტანა.

 

ამ სტრატეგიას არც თავად ტრამპი მალავდა, და ხმამაღლა ლაპარაკობდა იმაზე რაზეც სხვები დუმილს ამჯობინებენ.

 

სასამართლოებში საქმე როგორც უნდა წავიდეს, ტრამპი მოსალოდნელი არასტაბილურობის ქარიშხალის ცენტრში იქნება, რომელიც ინაუგურაციამდე არ დასრულდება.

 

ტრამპს შურისძიება სწყურია, და ის საკუთარ გარემოცვაში დიდი წმენდას დაიწყებს. მან ერთხელ ეს უკვე გააკეთა  - რესპუბლიკური პარტიის შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2018 წელს,  როდესაც შურისძიების გამო საკუთარი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი დაითხოვა.

 

მას ქვეყნისთვის დარჩენილ თვეებში დამატებითი ადმინისტრაციული კატაკლიზმების შექმნა შეუძლია,  და ამის გაკეთება უკვე დღეს შეუძლია.

 

სიმართლე იმაშია, რომ ქვეყნის მართვის ყველა ეტაპზე ის მზად იყო ისეთი რამის სათქმელად და გასაკეთებლად, რაც მანამდე ამერიკული პოლიტიკისთვის წარმოუდგენელი იყო - მაგალითად, ტრამპი მხარს დიქტატორებს უჭერდა, ისეთებს, როგორც ვლადიმერ პუტინი, ის უცხო ქვეყნების ლიდერების ბაიდენის წინაამღდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვდა.

 

ის იმდენს იტყუებოდა, რომ Washington post-მა 20 000 მისი განცხადება შეაგროვა, რომელიც აშკარა ტყუილს ან მოვლენების დამახინჯებას შეიცავდა. მან კორონავირუსის ეპიდემიის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო, იმის მიუხედავად, რომ ინფექციამ უკვე 200 000-ზე მეტი ამერიკელი იმსხვერპლა.

 

საკითხავი ის კი არაა,  ტრამპი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის რამდენად შორს წავა - ეს უკვე აშკარაა მისი განცხადებებიდან. საკითხავი ისაა,  დარჩა თუ არა ამერიკაში ვინმე ისეთი ძლევამოსილი, რომ ის შეაჩეროს.

 

ამერიკა პოსტსაარჩევნო გაურკვევლობის საშიშ ხანაში შედის...

 

newyorker.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up