New York Times საქართველოს სამთო კურორტების შესახებ წერს

New York Times საქართველოს სამთო კურორტების შესახებ წერს

access_time2018-12-01 14:59:31

„როკი მაუნთინი, ალპები და კავკასია? ეს არის ქვეყანა ლამაზი მთებით, ხარისხიანი თოვლით, უგემრიელესი კერძებით და სტუმართმოყვარე ხალხით. საქართველო სამომავლო გეგმებზე ზრუნავს და ქართველებმა ახლა უნდა გადაწყვიტონ თუ როგორ განავითარონ ტურისტული ინდუსტრია.“- წერს ჟურნალისტი გაბრიელ ლეი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და შთაბეჭდილბები New York Times-ის მკითხველს გაუზიარა. 

„საქართველოში სასრიალოდ წავედი. ეს ქვეყანა მიმზიდველია კავკასიონის მთებით და სამთო კურორტებით, სასრიალო ტრასები გადატვირთული არ არის. ვინც საქართველოს იცნობს, ამ ქვეყანას ყველა დიდი სითბოთი იგონებს. ეს არის ეგზოტიკური, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა, გემრიელი სამზარეულოთი და მდიდარი ისტორიით“, - წერს ჟურნალისტი.

გუდაური 

„გუდაური საქართველოს უდიდესი სამთო კურორტია, რომელიც თბილისიდან საათნახევრის სავალზე მდებარეობს. ამ კურორტზე ჩემს მეგობარ ჯეფრისთან და ჩემ შვედ სიძესთან ოლასთან ერთად გავემგზავრე. ჯეფრი მეცნიერი და მოყვარული მოთხილამურეა, ოლა კი სნოუბორდისტი და ფოტოგრაფი“ - იხსენებს გაბრიელ ლეი.

სტატიის ავტორი აღწერს გუდაურის სათხილამურო ტრასებს, საბაგიროებს, კვების ობიექტებს. ჟურნალისტის თქმით კურორტზე ძალიან ბევრი ტურისტია და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება.

„აქ ბევრი რუსი ტურისტია, ჩვენ შევხვდით ჰელისკის ავსტრალიელთა ჯგუფს, ვნახეთ ჩინელ ვიზიტორთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, ბრიტანულ-ავსტრალიურ ოჯახთან ერთად საბაგიროთი ვიმგზავრეთ, ისინი დუბაიში ცხოვრობენ და რამდენიმე წელია საქართველოში ჩამოდიან. აქ მოხვედრა კი ძალიან მარტივია, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველომდე თვითმფრინავით მგზავრობას სულ 3 საათი უნდა. 

საქართველო არცთუი სე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ამ ქვეყანას შედარებით მცირე გამოცდილება აქვს საერთაშორისო არენაზე და ძლიერი მეზობლები ჰყავს, რომლებიც ყოველთვის კარგად არ იქცევიან. 

მსოფლიოში გამორჩეული საქართველო ტურისტებს ძალიან იზიდავს. მოგზაურთა რიცხვის ზრდასთან ერთად საქართველო ყალიბდება ტურისტულ მიმართულებად, ეს ქვეყანა დიდ იმედებს ამყარებს მთებზე, სამთო კურორტებზე. 


გუდაურში ძირითადად ახალი აპარტამენტები, სასტუმროები, რესტრონები და ბარებია. ჩვენ სტეფანწმინდაში დავრჩით, რომელიც გუდაურიდან 40 წუთის სავალზეა. სასტუმროს აივნიდან პირქუში მყინვარწვერი და ნისლში ამოზრდილი თოვლით დაფარული ათობით მწვერვალი გამოჩნდა.

ბაკურიანი

საქართველოში მოგზაურობისას მცირე კავკასიონის მთებში მდებარე სამთო კურორტის ბაკურიანის მონახულებაც გადავწყვიტეთ. ეს კურორტი თბილისიდან საათნახევრის მანძილზე მდებარეობს, ბაკურიანის არქიტექტურა ხის შენობების და საბჭოთა სტილის საცხოვრებელი სახლების ნაზავს წარმოადგენს. აქ ნახავთ ძველ, მაგრამ ძალიან ლამაზ ხის სახლებს. აქ არის როგორც გასაქირაველი კოტეჯები, ასევე დიდი სასტუმროებიც, მთავარი სათხილამურო ტრასები კოხტა და დიდველია, აქვეა ახალი საბაგიროც, რომელიც კოხტას და მიტარბს ერთმანეთთან აკავშირებს. 

შუადღისას საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს ეკა ჩაგელიშვილს, კოლეგებთან ნინი ნინუასთან და ანიტა გაბაშვილთან ერთად შევხვდი. ისინი ბაკურიანში შეჯიბრს ატარებდნენ. ტურნირებს ყოველწლიურად მართავენ. 27 წლის ნინი პროფესიონალი მოთხილამურე იყო, 18 წლის ანიტა კი ეკას შვილია. ისინი სამთო კურორტებზე რეგულარულად მოგზურობენ და ღონისძიებებს მართავენ, წვრთვიან ახალგაზრდებს, ეძებენ საქართველოს მომავალ ჩემპიონებს და ახალი თაობის მენეჯერებს. მათი საქმიანობა როგორც ახალი ინიციტივების განხორცილებას, ასევე სოციალურ პროექტს მოიცავს... 

„ამ სოფლებში ბავშვები ნამდვილად უშიშრები არიან, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ისინი მოვამზადოთ, რომ შემდეგ ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობა მიიღონ და მედლები მოიპოვონ. ჩვენ გვაქვს რესურსები და ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ხალხი.“- ამბობს ეკა. 

ლამაზი ტყეების და კარგი სასრიალო ტრასების ფონზე ბაკურიანი მშვენიერი ადგილია. აქ მაღალი ხარიხის თოვლი 5 თვის განმავლობაში ნარჩუნდება, აქვეა რამდენიმე კარგი ადგილი, სადაც შეგიძლიათ საჭმელი მიირთვათ და დალიოთ. ბაკურიანში პირველად გავსინჯე ჭაჭა, ქართული არაყი, დავაგემოვნე ქართული კერძები, ჩაშუშული ხორცი, აჭარული ხაჭაპური, ასევე კერძები ძლიერი სუნელებით. გავსინჯე ნახევრად ტკბილი საფერავი, რომელიც სტალინის საყვარელი ღვინო იყო და იმედგაცრუებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ. 

საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობის ბოლო ღამეს სივრცითი მოწყობის დამგეგმავს და სამთო ექსპერტს, გიორგი გოცირიძეს შევხვდი. გოცირიძე მთავრობასთან ერთად ახალი სათხილამურო ტერიტორიების ათვისებაზე მუშაობს. მისი თქმით დასავლეთ საქართველოში ძალიან ბევრი, წარმოუდგენლად მაგარი სამთო კურორტია, სადაც თოვლის ხარისხი საუკეთესოა, მაგრამ ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო იქ ბევრი მოთხილამური ვერ მიდის. ინფრასტრუქტურის სიმცირის გამო სოფლები უკაცრიელდება. არადა ამის გამოსწორება შეიძლება. საქართველოს ტერიტორორიების 60 % სამთო, სათხიმალურო სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა, მაგრამ ბალანსი ფრთხილად უნდა იყოს დაცული.“

სტატია გიორგი გოცირიძის შემდეგი ფრაზით სრულდება: „ზამთრის სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ფრთხილი ხედვა უნდა გვქონდეს. არამხოლოდ საბაგიროები, სასტუმროები და გზები უნდა ავაშენოთ, არამედ ჩვენ უნდა აღვზარდოთ ბავშვები, მომავალი თაობა, ახალი მოთხილამურეები.“


imedinews 




დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up