New York Times: სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი ფერმერების მკვლელობები გახშირდა

New York Times: სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი ფერმერების მკვლელობები გახშირდა

access_time2020-10-29 20:00:48

ქალაქ იოჰანესბურგის პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გარეუბანში, საკუთარ სახლში თეთრკანიანი ფერმერი მოკლეს. დაკავებულია 2 შავკანიანი ახალგაზრდა. ისინი რაიონში მოქმედი ბანდის წევრები არიან და მათი ძირითადი საქმიანობა საქონლის ქურდობა იყო. ამ მკვლელობის მიზეზი არა რასობრივი ზიზღი, არამედ კრიმინალი აღმოჩნდა.


თუმცა, ამ შემთხვევამ სამხრეთ აფრიკაში არსებული რასობრივი კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა.


რასობრივი სეგრეგაცია სამხრეთ აფრიკაში 30 წლის წინ შეწყდა, თუმცა, დაძაბულობა განსაკუთრებით მაღალია აგრარულ რეგიონებში, სადაც თეთრკანიანები მიწების დიდ ნაწილს ფლობენ, ხოლო შავკანიანებს მხოლოდ იაფ სამუშაო ძალად იყენებენ.


თეთრკანიანი ფერმერები სამხრეთ აფრიკის მთავრობას მკვლელების და ყაჩაღების არაოფიციალურ წახალისებაში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ასეთი შემთხვევები არის „თეთრების გენოციდი“, რომლის მიზანიცაა თეთრკანიანი ფერმერების გაძევება ქვეყნიდან. თუმცა, საპირისპირო აზრიც არსებობს - 2019 წელს სამხრეთ აფრიკაში 21 325 მკვლელობა მოხდა და მსხვერპლთა შორის მხოლოდ 49 თეთრია, დანარჩენები - შავკანიანები იყვნენ.


სამხრეთ აფრიკის 58-მილიონიანი მოსახლეობის 9% თეთრკანიანი კოლონისტების შთამომავლები არიან.


ფერმერების თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შედეგად ვითარება ქვეყანაში უკიდურესად გაუარესდა და ყველაზე მეტად ეს მათ დაეტყოთ.



„ადრე ბანდიტები ძირითადად მაგიდებიდან საჭმელს იპარავდნენ, დღეს კი უკვე გვკლავენ“ - განაცხადა ფერმერმა დერეკ მაიერმა.


თუმცა, შავკანიანი პოლიტიკური კომენტატორის ხანი მუგანანეს თქმით, თეთრი ფერმერები შექმნილ სიტუაციას ადეკვატურად ვერ აფასებენ.


„ისინი მთლიან სურათს ვერ ხედავენ, სამხრეთ აფრიკაში ღრმა კრიზისია და კრიმინალების სამიზნე ყველაა - შავიც და თეთრიც“ - განაცხადა მან.


თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არაა. დღეს ერთი-ერთი საპარლამენტო პარტიის აქტივისტებს შორის პოპულარულია 70-ანი წლებში გავრცელებული სიმღერა „მოკალი ბური“ - სწორედ ბურები, ჰოლანდიელი კოლონიზატორები შთამომავლები არიან სამხრეთ აფრიკის თეთრი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ პარტიას „ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლები“ ჰქვია და მისი პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედია თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწების ჩამორთმევა. სამხრეთ აფრიკის პარლამენტში მას 10%-ზე მეტი აქვს, 44 დეპუტატი 400-დან.


2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამხრეთ აფრიკაში სასოფლო სამეურნეო მიწების 70% თეთრები ფლობენ და ეს მიწა მათ წინაპრებმა ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას ასობით წლის წინ ძალით წაართვეს.


სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ თეთრკანიანი ფერმერების მკვლელობები კატეგორიულად დაგმო, თუმცა, განაცხადა, რომ ეს არის არა რასობრივი დანაშაული და ეთნიკური წმენდის მცდელობა, არამედ ჩვეულებრივი კრიმინალი. მისი თქმით, იმავე დღეს, როდესაც მოკლეს თეთრი ფერმერი, სიცოცხლეს 3 შავი ახალგაზრდაც გამოასალმეს. მაგრამ თავად თეთრი უმცირესობის წარმომადგენლები ასე არ მიიჩნევენ, მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია AntiForum-ის ხელმძღვანელის ერნსტ რეტის თქმით, ფერმერებს კლავენ იმისთვის, რომ აიძულონ ისინი დატოვონ სამხრეთ აფრიკა.


„მთავრობა თეთრკანიანების უფლებებს საერთოდ არ იცავს. აშკარაა, რომ ეს საკითხი მათთვის პრიორიტეტული არაა“ - მიიჩნევს ის.


nytimes.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ფერმერები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up