New York times: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკას შეეხება

New York times: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკას შეეხება

access_time2022-01-10 19:00:36

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაიწყებს ომს უკრაინაში და დასავლეთი ამაზე სანქციებით უპასუხებს, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო გეგმავს აკრძალოს რუსეთში იმ საყოფადცხოვრებლო ტექნიკის ექსპორტი, რომელიც შტატებში წარმოებულ ან დამუშავებულ ტექნოლოგიას შეიცავს.

 


ეს თითქმის ყველაფერს შეეხება - ტელეფონებს, კომპიუტერებს, მაცივრებს, გაზქურებს, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს და ა.შ.

 


მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სანქციები შეეხება არა მხოლოდ თავად პროდუქტს, არამდე მის წარმოებაში გამოყენებულ ტექნოლოგიას - ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთში ვერ გაიყიდება არა მხოლოდ შტატებში, არამედ ევროპაში, სამხრეთ კორეაში და ჩინეთში წარმოებული პროდუქცია.

 


1 თვის წინ აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა შექმნა სპეციალური უწყებათშორისი ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებაზე მუშაობს. მასში შედიან ისეთი უწყებების წარმომადგენლები, როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სპეცსამსახურები, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ენერგეტიკის სამინისტრო და ეროვნული უშიშროების სამინისტრო.

 



წინა კვირას თეთრმა სახლმა გააანალიზა ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ აკრძალვებმა რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, თუმცა მთავარ მიზანს ვერ მიაღწიეს - მოსკოვმა უკრაინაზე ზეწოლა არათუ არ შეამცირა, არამედ გაზარდა.

 


ამერიკელი მაღალჩინოსნები განიხილავენ რუსეთის შეყვანას იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომლებზეც ყველაზე მკაცრი სანქციები ვრცელდება - დღეს ასეთი ქვეყანა სულ 4-ა - კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.

 


ინფორმაცია, რომ შესაძლოა სანქციები სმარტფონების ექსპორტს შეეხოს, ჯერ კიდევ დეკემბერში გაავრცელა Reuters-მა.

 


Bloomberg-ის ცნობით კი, შესაძლოა რუსეთს აეკრძალოს რუბლის გაცვლა დოლარზე, ევროზე და ბრიტანულ ფუნტზე.

 


ასევე ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ზომად განიხილება რუსეთის გათიშვა SWIFT-ს საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან.

 


CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელები პოლიტიკოსები და ექსპერტები ასევე განიხილავენ საპასუხო სანქციების შესაძლო რისკს - მათი აზრით, ეს შესაძლოა იყო რუსული კიბერშეტევების გააქტიურება შტატების და ევროპის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურაზე და ასევე გაზის გაძვირება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up