New York Times: რომელი ქვეყნა იქნება ტრიუმფატორი პოსტპანდემიურ მსოფლიოში

New York Times: რომელი ქვეყნა იქნება ტრიუმფატორი პოსტპანდემიურ მსოფლიოში

access_time2020-07-21 19:30:08

წარმოგიდგენათ დასავლეთის მაღალგანვითარებული ქვეყანა, სადაც კორონავირუსი მოგვიანებით გამოჩნდა, სახელმწიფომ კი სწრაფი და წინმსწრები მოქმედება დაიწყო?

 

სახელმწიფომ ამ ქვეყანაში ტესტირების და კონტაქტების დადგენის ეფექტური სისტემა ჩამოაყალიბა და საბოლოო ჯამში იქ სიკვდილიანობა დასავლეთის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი იყო.

 

ვირუსის გავრცელების შენელებასთან ერთად ამ ქვეყანამ წერტილოვანი თვითიზოლაციის რეჟიმის შემოიღო და ამით უმუშევრობის ზრდა მინიმუმამდე დაიყვანა.

 

ეს ქვეყანა არის გერმანია ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით. პანდემიის დროს საკუთარი სახელმწიფოებრიობის საუკეთესო თვისებები სხვებზე მეტად სწორედ გერმანიამ გამოავლინა. ამიტომაც, სავარაუდოდ, მისი მსხვილი ეკონომიკა პანდემიის შემდეგაც აყვავებული იქნება.

 

კორონავირუსმა ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისის დროს დაწყებული ეროვნული ეკონომიკების მეტი ავტონომიურობისკენ სვლის ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა. ეროვნული მთავრობები ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს სულ უფრო და უფრო მკვეთრად აკონტროლებენ.

 

კერძოდ, ისინი საგარეო ვალის მოცულობას ეკონომიკის აღდგენისთვის ზრდიან და ასევე იმიგრაციას და საგარეო ვაჭრობას ზღუდავენ.

 

ინტენსიურად მხოლოდ ვირტუალურ სამყაროსთან დაკავშირებული ეკონომიკის დარგები ვითარდება, რადგანაც ადამიანები ინტერნეთში მუშაობენ, ვაჭრობენ და ერთობიან.

 

ბერლინის პოზიციებს ისიც აძლიერებს, რომ ტექნოლოგიური ლიდერობის მიუხედავად, აშშ-ს და ჩინეთს ძალიან დიდი ვალები დაუგროვდათ, ხოლო მათ მთავრობების კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი ნაბიჯების გადადგმის გამო აკრიტიკებენ.


 

სავარაუდოდ, სწორედ გერმანია იქნება კორონა-რბოლის გამარჯვებული. რეაქციამ პანდემიაზე ქვეყნის მთავარი უპირატესობები გამოავლინა - ეფექტური მთავრობა, დავალიანების დაბალი მაჩვენებელი და უმაღლესი კლასის ეკონომიკა, რომლის რეპუტაციაც მსოფლიო ვაჭრობის შემცირების პირობებში გერმანულ ექსპორტს იცავს.

 

გერმანიაში მუშათა დიდმა უმრავლესობამ სამსახურის შენარჩუნება მოახერხა - მთავრობის მიერ არასრული დასაქმების სისტემის შექმნის წყალობით, რომელიც ბიზნეს-კომპანიებისთვის დოტაციების გამოყოფას ითვალისწინებს.

 

გერმანიამ ამ და სხვა სოციალური სისტემების შენარჩუნება და განვითარება მოახერხა განთქმული გერმანული ხელმომჭირნეობის წყალობით.

 

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ანგელა მერკელი ევროკავშირს მკაცრი ეკონომიის ზომების რეალიზებისკენ მოუწოდებდა, მას ყველა დასცინოდა. თუმცა, დრო მიდის და დღეს მას უკვე არავინ დასცინის.

 

პანდემიაში გერმანია პროფიციტული ბიუჯეტით შევიდა და ამიტომაც იზოლაციის რეჟიმზე გადასულ ეკონომიკას დიდი მხარდაჭერა გაუწია - უმუშევრად დარჩენილი ოჯახებს შემწეობას უხდიან, ბიზნესს გადასახადები შეუმცირდა და იაფი კრედიტები გამოეყო.

 

გერმანია პანდემიის ეკონომიკური შედეგების დაძლევისთვის მშპ-ს 55%ის ოდენობის თანხას გამოყოფს, რაც 4-ჯერ მეტია მშპ-სთან მიმართებით რომელიც შტატების მთავრობამ გაიმეტა.

 

ბერლინმა კრიზისის დასაძლევად სერიოზული ფინანსური დახმარება მეზობელ ქვეყნებსაც გამოუყო - ისინი დიდი ხანია წუწუნებენ, რომ გერმანელების სიძუნწე მთლიანად ევროკავშირს აზარალებს.

 

გერმანია ექსპორტზე ზედმეტად დამოკიდებული ქვეყანაა, რაც საკმაოდ საშიშია გლობალური კრიზისის პირობებში, ამიტომაც ბერლინი თავის ინდუსტრიის, მაგალითად, მანქანათმშენებლობის მოდერნიზებაზე მუშაობს. კერძოდ, ახალი რეგულაციები ავტომრეწველობას ელექტრომობილების წარმოებისკენ უბიძგებს.

 

გერმანია დაგვიანებით, მაგრამ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლას იწყებს - სამეცნიერო კვლევებზე ბერლინი, ისევე როგორს ამერიკა, მშპ-ს 3%-ს ხარჯავს და მას ასევე სილიკონის ველის ტიპის ეკოსისტემის შექმნის გეგმებიც აქვს.

 

გერმანიის მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმა სტარტაპებისთვის  56 მლრდ. დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხები ხელოვნური ინტელექტის და სხვა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდება.

 

პანდემია ხელს ციფრული ტექნოლოგიების ზრდას უწყობს,  და პარალელურად დეგლობალიზაციის, და ასევე საგარეო ვალების მატების პრობლემებს ამძაფრებს, თუმცა, გერმანია ცალკე დგას  - მას ამ ტიპის პრობლემები ნაკლები აქვს, ხოლო მთავრობას მათი დაძლევის უნარი გააჩნია.


 წყარო:New York Times

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up