2020 წლის პულიცერის პრემია სართაშორისო მოვლენების გაშუქების კატერგორიაში „პუტინის რეჟიმის მტაცებლობის მხილებისთვის“ გაზეთმა New York Times-მა მიიღო. ამის ინფორმაცია პრემიის ვებგვერდზე გავრცელდა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ ჯილდო დიდი რისკის ფასად საინტერესო ისტორიების შეგროვებისთვის დაიმსახურა.
2020 წლის პრემია სულ 8 სტატიას და 8 ვიდეოს გადაეცა. მათ შორისაა Washington Post-ი, Courier-Journal-ი, Herald Press-ი, The New Yorker-ი, Baltimore Sun და სხვა.
პულიცერის პრემია 1917 წლიდან გაიცემა და ჟურნალისტიკის, ლიტერატურის, მუსიკისა და თეატრის სფერობში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. პრემიის ოდენობა 15 000 დოლარია.
Imedinews.ge