New York times: კორონავირუსით სიკვდილიანობა არ აღემატება 3%-ს

New York times: კორონავირუსით სიკვდილიანობა არ აღემატება 3%-ს

access_time2020-02-09 20:00:54

სანამ ახალი კორონავირუსი აგრძელებს გავრცელებას ჩინეთში, უკვე გაჩნდა ახალი კვლევები, რომლებიც ასახავენ ამ პათოგენური მიკროორგანიზმის ქცევას, და ასევე საკვანძო ფაქტორებს, რომლებზეც დამოკიდებულია მისი გავრცელების ტემპები.

 

იმის მიუხედავად, რომ ვირუსი წარმოადგენს დიდ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ჩინეთს გარეთ მცხოვრებთათვის, რისკები ძალიან დაბალია  - მაგალითად, ჩვეულებრივი გრიპის სეზონური ეპიდემიები ბევრად უფრო საშიშია.

 

მაშ, რას წარმოადგენს ახალი ვირუსი, და რამდენად საშიშია ის გლობალურ მასშტაბებში?

 

1.რამდენად გადამდებია უხანის პროვინციის ვირუსი?

 

სავარაუდოდ, ის ზომიერად გადამდებია.

 

ზოგადად, ნებისმიერი ინფექციური დაავადების გავრცელების მასშტაბები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ადვილად გადადის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე. მეცნიერებმა დაითვალეს, რომ უხანის კორონავირუსით დაავადებული ერთი ადამიანი, ეფექტური შეკავების ზომების გარეშე გადასცემს თავის ავადმყოფობას 1,5-3,5 ადამიანს.

 

კორონავირუსი ისეთივე გადამდებია, როგორც მწვავე გრიპი, რომელიც გავრცელდა ჩინეთში 2003 წელს, და მოკლა 774 ადამიანი. ის გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, თუმცა, სითხის მიკროწვეთები, რომლებიც გამოიყოფა ლაპარაკის, ხველების, ან დაცემინების დროს, არ გადაადგილდება ჰაერში და ვარდება მიწაზე.

 

სწორედ ამიტომ, კორონავირუსი გაცილებით უფრო ნაკლებად გადამდებია ვიდრე, მაგალითად, წითელა, ჩუტყვავილა, ან ტუბერკულიოზი, რომლის ვირუსებს შეუძლიათ გადაადგილება ჰაერში ასობით მეტრზე.

 

თუმცა უხანის ვირუსი ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე შიდსი ამ ჰეპატიტი, რომლებიც არ გადადიან ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით.

 

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად  - 5 ადამიანს შეუძლია საბოლოო ჯამში გადადოს ინფექცია 369 ადამიანს. ერთი შეხედვით ეს არაა ძალიან ბევრი, თუმცა ეს მეტია,  ვიდრე იგივე ჩინეთში უკვე ხსენებული მწვავე გრიპის  გავრცელების ტემპები.

 

ამჟამად ბევრია დამოკიდებული მთავრობების და ჯანდაცვის სისტემების მოქმედებების სისწრაფეზე და ეფექტურობაზე.

 

ამ ეტაპზე ჩინეთის ფარგლებს გარეთ უხანის ვირუსით დაავადების შემთხვევები ძალიან ცოტა, თუმცა, შტატებში უკვე დაფიქსირდა დაავადების რამდენიმე ფაქტი ადამიანებს შორის, ვინც არ იყო ჩინეთში.

 

2. რამდენად სასიკვდილოა ჩინური ვირუსი

 

სავარაუდოდ სიკვდილიანობა არ აღემატება 3%-ს - ეგ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო ჩინეთში მწვავე გრიპის ეპიდემიის დროს.

 


ვირუსის ლეტალურობის ობიექტური შეფასება ძალიან რთულია, რადგანაც საწყის სტადიაზე გამოვლინდება დაავადების მძიმე შემთხვევები, და ადამიანები, ვისაც ჰქონდათ უფრო რბილი სიმპტომატიკა, საერთოდ არც წასულან საავადმყოფოებში. სავარაუდოდ, მათ შორის ბევრმა არც იცის, რომ გადაიტანა კორონავირუსი.

 

ამიტომ, შესაძლოა დაავადებების შემთხვევები იყო მეტი, ვიდრე ოფიციალურად დაფიქსირდა.

 

ამავე დროს, არაა გამორიცხული, რომ ოფიციალური ციფრები აღმოჩნდეს რეალურზე დაბალი - ჩინეთის პროვინციაში, სადაც სამედიცინო მომსახურება არაა ისეთ ეფექტური, როგორც დიდ ქალაქებში, ბევრი დაავადებული არც მისულა საავადამყოფოში.

 

31 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულებს შორის საშუალოდ გარდაიცვალა 40 ინფიცირებულიდან მხოლოდ 1, თანაც მათი უმრავლესობა იყო მოხუცი, და მათ ჰქონდათ სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან.

 

3. რამდენი დრო გადის სიმპტომების გამოჩენამდე?

სავარაუდოდ, 2-14 დღეს ვირუსი მოქმედებს შეუმჩნევლად.

 

ეს მეტია, ვიდრე, მაგალითად, გრიპის შემთხევაში, რომლის საინკუბაციო პერიოდიც გრძელდება 2-3 დღე.

 

კორონავირუსის შედარებით ხანგძლივი საინკუბაციო პერიოდი ართულებს ის პრევენციას - ადამიანს, რომელიც არ იცის, რომ არის ვირუსის მატარებელი, შეუძლია დააავადოს გაცილებით უფრო მეტი ადამიანი ისე, რომ თვითონ არაფერი იცოდეს.

 

თუმცა, ჯერ უცნობია, რამდენად გადამდებია უხანის ვირუსი დაავადების ფარული სტადიის დროს, და მოქმედებს თუ არა დაავადების სიმძიმე ინფექციის გადადების ეფექტურობაზე.

 

4. სად წავიდნენ ინფიცირებულები?

 

კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ისიც, რომ ქალაქი უხანი არის ჩინეთის მსხვილი სატრანსპორტო ცენტრი.’

 

უხანი არის ადგილი, სადაც ინფექციის შეჩერება ძალიან რთულია. ქალაქში ცხოვრობს 11 მლნ. ადამიანი, საშუალოდ  დღეში 3500 მგზავრი დაფრინავს უხანიდან ჩინეთის და სხვა ქვეყნების დიდ ქალაქებში. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი ძირითადად დაფიქსირდა სწორედ იმ ქალაქებში, სადაც არის პირდაპირი ავიამიმოსვლა უხანთან.

 

2003 წელს, მწვავე გრიპის ეპიდემიის დროს, ჩინეთს არ გააჩნდა ასეთი სატრანსპორტო კავშირები ქვეყნის შიგნით და უცხოეთთან, ამას ემატება მიგრანტი მუშების დიდი რაოდენობა, რომლების აქტიურად გადაადგილდებიან სხვადასხვა ქვეყნებში. სწორედ ის ქმნის კორონავირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელების დიდი საფრთხეს - მათ შორის აფრიკის ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა, და სადაც მძვინვარებს მუდმივი ეკონომიკური კრიზისი - მაგალითად, ზიმბაბვეში, სადაც ჩინეთი ახორციელებს მსხვილ პროექტებს.

 

2003 წელთან შედარებით ჩინეთის რკინიგზის და აეროპორტების მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 4-ჯერ. ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა სატრანსპორტო მიმოსვლა უხანთან, თუმცა ეს ზომა დაგვიანებულია - ვირუსის გამოჩენიდან აკრძალვის შემოღებამდე ქალაქიდან გავიდა 5 მლნ. მგზავრი, მათ შორის ბევრი უცხოელი და ტრანზიტორი.

 

5. რამდენად ეფექტური იქნება პრევენციული ზომები?

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა ჩინეთის ხელისუფლების ქმედებები, თუმცა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უხანთან სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვა არაა საკმარისი.

 

მოგვიანებით მთავრობა, დახურა უხანის ბაზარი, სადაც იყიდება შინაური მფრინველები, ზღვის პროდუქტები და ველური ცხოველები, შემდეგ შეწყდა ველური ცხოველებით ვაჭრობა მთელს ჩინეთში, შემდეგ დაიხურა სკოლები, ხოლო ჩინელ ტურისტებს აეკრძალათ უცხოეთში მოგზაურობა.

 

სხვა ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებმა დაიწყეს აეროპორტებში მგზავრების შემოწმება, და იმ ადამიანთა იზოლირებამ ვისაც დაუდგინდება კორონავირუსის სიმპტომები.

 

ქვეყნების უმრავლესობამ აკრძალეს ავიამიმოსვლა ჩინეთთან და ასევე შეწყვიტეს ვიზების გაცემა ჩინეთის მოქალაქეებისთვის.

 

6. რამდენი დროა საჭირო ვაქცინის შესაქმნელად?

 სავარაუდოდ, დაახლოებით 1 წელი.

 

2003 წელს ჩინეთში მწვავე გრიპის ეპიდემიის შემდეგ, მეცნიერებს დასჭირდათ 20 თვე ვაქცინის დამუშავებაზე, 2015 წელს ზიკას ვირუსის დროს ეს პერიოდში შემცირდა 6 თვემდე.

 

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დაგროვილი გამოცდილების წყალობით, ვაქცინა შეიქნება კიდევ უფრო სწრაფად.

 

მათ უკვე შეისწავლეს კორონავირუსის გენომი და აღმოაჩინეს საკვანძო ცილები.

 

„თუ არ მოხდება არაფერი მოულოდნელი, ჩვენ დავიწყებთ კვლევების პირველ ფაზას უახლოესი 3 თვის მანძილზე“ - განაცხადა აშშ-ს ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუციმ.

 

თუმცა, მისი თქმით, პირველადი ცდების შემდეგ დაიწყება სრულფასოვანი ტესტირება, რომელსაც დასჭირდება როგორც მინიმუმ, რამდენიმე თვე.

 

უკეთეს შემთხვევაში, ფართო მასებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი 1 წელიწადში იქნება. 


თეგები:
New York times



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up