New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

access_time2019-03-22 21:00:46

Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული.


The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს.


ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის მკითხველების დაკარგვა. New York Times-ის ახალი ამბების გამოწერა ყოველთვიურად 15 აშშ დოლარი ღირს, ტომპსონის თქმით, ის არ აპირებს ეს შემოსავალი სხვა პლატფორმასთან შეერთების სანაცვლოდ დათმოს.


გასულ წელს Times-მა ციფრული გამოწერებით 700 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა, რომელიც ახლოსაა კომპანიის 2020 წლის ყოველწლიური ციფრული გაყიდვების გეგმასთან(800მლნ აშშ დოლარი). Apple-ი ელექტრონული მკითხველებისგან მიღებული შემოსავლების 50%-ს მიიღებს. ასევე ანაწილებს ბალანსს ყველა გამომცემლობებს შორის მომხმარებლების მიერ წაკითხული მასალების შესაბამისად. ეს შეთანხმება ყველაზე ცნობილ ამერიკულ გამომცემლობებს უკმაყოფილების მიზეზს უქმნის.


მარკ ტომპსნის თქმით, გამომცემლობები საკუთარ პროდუქტზე კონტროლის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან. მან სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას აღნიშნა, „ჩვენ საეჭვოდ მიგვაჩნია იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენი მასალები ჩვენმა მკითხველმა შესაძლოა სადმე სხვაგან იპოვოს, არ მოგვწონს ჩვენი ჟურნალისტიკის ათქვეფა სხვა გამომცემლობებთან.“



მანვე აღნიშნა, რომ როდესაც Apple News პირველადი ბრენდი გახდება , ისინი თავიანთ ახალ ამბებს შექმნიან. Apple-მა უკვე მოაწერა ხელი Wall Street Journal-თან , თუმცა ჯერჯერობით უცნობია სხვა მთავარი გამომცემლობების გადაწყვეტილება.


წყარო: Reuters.com 

მარიამ მორგოშია 


თეგები:
Apple



Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? - „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? -   „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“
access_time2019-07-23 10:00:18
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან ერთად  ყველაზე უარყოფით შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას - მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ქვეყნის მთავარი მარეგულირებელის საქმიანობას ბიზნესი, მით უფრო ლარის მორიგი...


მსგავსი სიახლეები

up