New York times: ევროზონის ეკონომიკა წლის ბოლოსთვის 4%-ით გაიზრდება

New York times: ევროზონის ეკონომიკა წლის ბოლოსთვის 4%-ით გაიზრდება

access_time2021-05-04 19:00:54

ევროზონის ეკონომიკა 2021 წლის 3 თვეში 0,6%-ით შემცირდა, რაც ახალი რეცესიის საფრთხეს სულ უფრო და უფრო რეალურს ხდის. ამავე დროს, ანალოგიურ პერიოდში აშშ-ს ეკონომიკა 1,6%-ით გაიზარდა და ეს ატლანტიკის ორ მხარეზე შექმნილი ვითარების კონტრასტს ნათლად წარმოაჩენს.



ეკონომიკის სტიმულირების შთამბეჭდავი ზომების და დაჩქარებული ვაქცინაციის წყალობით, ამერიკის მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკა ბოლო 3 თვის მანძილზე სწრაფად იზრდება. ევროკავშირს კი რეცესიის მეორე ტალღამ გადაუარა, ეს სტიმულირებაზე გაცილებით ნაკლები დანახარჯების და წარუმატებელი ვაქცინაციის შედეგია.



თუმცა, მონაცემები მშპ-ს ვარდნის თაობაზე წინა თვეების მდგომარეობას ასახავს, ბოლო პერიოდში კი დამაიმედებელი ნიშნები გამოჩნდა, გერმანიაში და საფრანგეთში პანდემია შესუსტდა, ქარხნებმა მუშაობა განაახლეს, ქალაქების ქუჩებში ადამიანების რაოდენობამ აშკარად იმატა.



გერმანიის ეკონომიკა იანვარ-მარტში 1,7%-ით, ესპანეთის 0,4%-ით, იტალიის კი 0,5%-ით შემცირდა. საფრანგეთის მშპ მოკრძალებული 0,4%-ით გაიზარდა, თუმცა, სამომავლოდ სტატისტიკის გაუარესებაა მოსალოდნელი. აპრილში საფრანგეთის მთავრობამ დაინფიცირების მასშტაბების ზრდის გამო ახალი კარანტინი შემოიღო, რაც ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება.



2020 წელს კარანტინებმა ეკონომიკური აქტიურობის თითქმის მთლიანი შეწყვეტით, ევროკავშირს სერიოზული პრობლემები მოუტანეს. 2021 წლის ლოკდაუნები გაცილებით უფრო მიზნობრივი და დახვეწილია, ხოლო ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების თაობაზე გაცილებით მეტია.



მაგალითად, რესტორნები მთლიანად არ იხურება, მათ ვერანდებზე მუშაობის საშუალება ეძლევა, ხელოსნებმაც მუშაობა განაახლეს უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით.




„ჩვენ ნელა-ნელა ვირუსთან თანაცხოვრებას ვეჩვევით“, - განაცხადა BCA Research-ის სტრატეგმა დხავალ ჯოშიმ.



ექსპერტების უმრავლესობის და ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით წლის დარჩენილი პერიოდის მანძილზე ევროკავშირის ეკონომიკა გაჯანსაღებას განაგრძობს და წლის ბოლოსთვის 4%-ით გაიზრდება.



თუმცა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც ევროპის გამოჯანმრთელება აშშ-ს ჩამორჩება, მკურნალობის განსხვავებული მეთოდების გამო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში აშშ-მ საბიუჯეტო ხარჯები 25%-ით, ხოლო გერმანიამ მხოლოდ 10%-ით გაზარდა.


nytimes.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ევროზონა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up