New York times: ბრიტანეთში ვირუსთან ბრძოლაში მაღალჩინოსნები გამდიდრდნენ

New York times: ბრიტანეთში ვირუსთან ბრძოლაში მაღალჩინოსნები გამდიდრდნენ

access_time2020-12-26 20:00:28

მარტში, როდესაც ბრიტანეთში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მთავრობამ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ტესტების და სხვა სტრატეგიული საქონლის დიდი რაოდენობით შესყიდვა დაიწყო.


მომდევნო თვეებში სახელმწიფო სტრუქტურებმა ათასობით კონტრაქტი გააფორმეს, მათ შორის ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მმართველი კონსერვატიული პარტიის საიდუმლო VIP სიაში ირიცხებოდნენ. სულ 22 მლრდ. დოლარის 1200 კონტრაქტი დაიდო, მათ შორის 11 მლრდ. მიიღეს კომპანიებმა, რომლებსაც მართავენ კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებს ახლობლები ან მეგობრები. ამ თანხის ნაწილი გამოუცდელმა და ცუდი რეპუტაციის მქონე კომპანიებმაც მიიღეს.


საშუალო ზომის და პოლიტიკური კავშირების არმქონე ფირმებს საერთოდ არაფერი ერგოთ.


„მთავრობას სწრაფ და ეფექტურ მოქმედებებზე კარტ-ბლანში ჰქონდა, თუმცა, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის უფლება მათთვის არავის მიუნიჭებია. საუბარია ათობით მილიარდ ფუნტზე და ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ეს ფული როგორ განაწილდა“ - განაცხადა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა და საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის თავჯდომარემ მეგ ჰილიერმა.


შესყიდვების სისტემა მარტში, პანდემიის სწრაფი გავრცელების პერიოდში შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი ყოფილი საინვესტიციო ბანკირი, დღეს კი კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი, ამჟამად ლორდთა პალატის წევრი პოლ დეიტონი გახდა.



8 თვის მანძილზე დეიტონმა მთავრობას მილიარდობით ფუნტის ღირებულების კონტრაქტების დადებაში დაეხმარა, მათ შორის ასობით მილიონი ერგო კომპანიებს, სადაც მას ან პიროვნული კავშირები ან ფინანსური ინტერესები აქვს. გასაჯაროებული კონტრაქტების დახარჯული თანხის მხოლოდ ნაწილია. საგანგებო მდგომარეობის საბაბით მთავრობამ ხელშეკრულებების დიდი ნაწილი პირდაპირი შესყიდვით, ტენდერების გარეშე გააფორმა. სადღეისოდ საზოგადოებისთვის დაფარულია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების თითქმის ნახევარი.


კონტრაქტები მიიღეს პოლიტიკური კავშირების მქონე კომპანიებმა, ზოგიერთს შტატში ყოფილი მინისტრები და სამთავრობო მრჩევლები ჰყავს, ზოგიერთი კი კონსერვატიული პარტიის ყულაბაში დიდ თანხებს რიცხავდა.


6 მლრდ. დოლარი მიიღებს კომპანიებმა, რომლებსაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვაში არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ - მაგალითად, მოდის სახლებმა და მავნებლებთან მებრძოლმა კომპანიებმა. 5 მლრდ.-ზე მეტი სკანდალური რეპუტაციის მქონე, ადამიანის უფლებების დარღვევაში და გადასახადების დაფარვაში მხილებულმა კომპანიებმა მიიღეს.


სულ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი:


  • 646 მლნ. დოლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანია Randox Laboratories-მა მიიღო, რომლის კონსულტანტიცაა ბრიტანეთის მთავრობის მოქმედი მინისტრო ოუენ პატერსონი.
  • Deloitte -მა კონტრაქტი უკანა რიცხვით და ტენდერის გარეშე მიიღო. კომპანია ცნობილია იმით, რომ კონსერვატიული პარტიის ფონდში დიდ თანხებს რიცხავდა.
  • PPE Medpro-მ 274 მლნ. დოლარის კონტრაქტები დაარსებიდან სულ რაღაც 3 კვირაში მიიღო.
  • მავნებლებთან მებრძოლმა კომპანია PestFix-მა470 000 მლნ. დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიამ 600 000-ზე მეტი უვარგისი პიდბადე შეისყიდა.
  • საინტერესოა პიროვნულად პოლ დეიტონის კონტაქტებიც, ის საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის ერთ-ერთი მმართველი იყო, მას ასევე გააჩნია საქმიანი ურთიერთობები კომპანიებთან, რომლებმაც 300 მლნ. დოლარის კონტრაქტები მიიღეს.


არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ ამკომპანიებმა კონტრაქტები პოლ დეიტონთან არსებული კავშირების გამო მიიღეს, თუმცა, ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა. სხვათა შორის ლორდ დეიტონი ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს აქციონერია. დიახ, სწორედ იმ AstraZeneca-ს, რომელიც დღეს ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს.


დეიტონის ჯგუფმა კონტრაქტების მხოლოდ 1% გააფორმა მიმწოდებლებთან, რომლებიც ოფიციალურად, სახელმწიფო არხებით, პირადი ნაცნობობის გარეშე მოქმედებდნენ.


nytimes.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ბრიტანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up