New York times - ათ წელიწადზე მეტია, რუსეთი ეპიდემიების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

New York times - ათ წელიწადზე მეტია, რუსეთი ეპიდემიების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

access_time2020-04-14 20:30:04

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ათ წელიწადზე მეტია, ეპიდემიების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კრემლი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს ყალბი ამბების გავრცელებით აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს მიმართ უნდობლობა გაზარდოს.

 

ჟურნალისტების ცნობით, რუსეთი ავრცელებდა დეზინფორმაციას ე,წ. ღორის გრიპის, ასევე ებოლას შესახებ და ახლა „კოვიდ-19“-ის შემთხვევაშიც ანალოგიურად იქცევა.

 

„ნიუ იორკ თაიმსი“ მიიჩნევს, რომ ამ კამპანიის ინიციატორი ვლადიმერ პუტინია.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახური შიდსს რასობრივ იარაღს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ ეს დაავადება ამერიკელმა სამხედროებმა ფერადკანიანი მოქალაქეების გასანადგურებლად შექმნეს. რუსეთმა საბჭოთა კავშირის შემდეგ აღიარა, რომ ეს ინფორმაცია ყალბი იყო.

 

2009 წლის ივნისში, კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ეთერში რამდენჯერმე გამოვიდა ამერიკელი ჟურნალისტი, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, უეინ მედსენი, რომელიც ამტკიცებდა რომ ე,წ, ღორის გრიპი ამერიკულ სამხედრო სამეცინიერო ლაბორატორიაშია შექმნილი.

 

2014 წელს ლიბერიულმა გაზეთმა გაავრცელა ცნობა, რომ ვირუსი ებოლა აშშ-ის ბიოლოგიური იარაღია და ვირუსის გავრცელების მიზანია, რომ აშშ-მა აფრიკის კონტინენტზე სამხედრო დომინირებას მიაღწიოს. ანალოგიური შინაარსის რეპორტაჟი აჩვენა რუსულმა ტელეკომპანია „რაშა თუდეიმ“.

 

ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, ეპიდემიების შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობენ რუსეთის „ტროლებიც“, რომელბიც ებოლას ეპიდემიის დროს ყალბ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდნენ.

 

გამოცემა ამტკიცებს, რომ რუსეთი ასევე ცდილობს, აშშ-ის მოქალაქეებზე ზემოქმედებას, რათა მათ ვაქცინებისა და აცრების მიმართ უნდობლობა გაუჩნდეთ.

 

„რუსეთის ფედერალური მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ცნობას, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს“ – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

 

ამერიკული გაზეთთან ინეტრვიუში ექსპერტები აცხადებენ, რომ მოსკოვის მიზანს, დასავლეთის ქვეყნების საზოგადოების უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს.

 

„კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შიდსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგად, აშშ-ის აფროამერიკელი მოქალაქეების უმეტესობა სამკურნალო დაწესებულებებს აღარ მიმართავდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

 

1tv.ge


თეგები:
რუსეთი



ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...


მსგავსი სიახლეები

up