„New York Stock ინდექსი 7%-ზე მეტად თუ დაეცა, ბირჟა დაიკეტება“ - კორონავირუსის გავლენა საფონდო ბირჟაზე

„New York Stock ინდექსი 7%-ზე მეტად თუ დაეცა, ბირჟა დაიკეტება“ - კორონავირუსის გავლენა საფონდო ბირჟაზე

access_time2020-03-09 14:00:33

ბოლო დღეების განმავლობაში უმსხვილესი საფონდო ბირჟების ინდექსები რადიკალურ კლებას აჩვენებს. პარასკევს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2008 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი დაფიქსირდა საფინანსო ორგანიზაციებისათვის და მოვაჭრეების უმეტესობამ იზარალა.


საფონდო ბირჟის ექსპერტმა ჯაბა დიხამინჯიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ინდექსების კატასტროფული ვარდნა კორონავირუსის გარდა, საუდის არაბეთის მიერ ნავთობის ექსპორტის ფასის დაწევამ გამოიწვია. მისი თქმით, New York Stock ინდექსი 7%-ზე მეტად თუ დავარდა საფონდო ბირჟა დაიკეტება და ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდება, რაც 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ არ მომხდარა.


S&P 500-ის და Dow Jones-ის ინდექსები კატასტროფულად ვარდება ქვემოთ. S&P 500-ის ფიუჩერსი დაახლოებით 5%-ით დაეცა. ასეთი დიდი 145 პუნქტიანი ვარდნა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო და ამას ვუყურებთ დღეს. ეს ძალიან დიდი შიში და იმედგაცრუებაა ინვესტორებისთვის რაც მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული, ერთ-ერთი კორონავირუსია, მეორე კი ის, რომ საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტზე ფასი კატასტროფულად დაწია, დაახლოებით 30%-იანი ვარდნაა, რაც განვითარებადი ქვეყნების რომლებიც ამაზე არიან დამოკიდებული დაღმასვლას გამოიწვევს, ეს საერთო ჯამში ბაზარს დააზარალებს. გარდა ამისა თვითმფრინავები ფაქტიურად ცარიელები დაფრინავენ და ჩვენ ვნახავთ რომ ავიაკომპანიების უმეტესობა ამ კვარტალს წაგებით დაასრულებს, ეს იდეაც აქტიურად მუსირებს, რაც ინვესტორებისთვის ერთგვარი შიშის ფაქტორია. ამიტომ ვფიქრობ, ორგანიზაციებმა ჰეჯირებაზე ან დაზღვევაზე უნდა იზრუნონ. ეს არ იქნება ბოლო ვარდნა და ვვარაუდობ, რომ კიდევ გაგრძელდება. New York Stock ინდექსი 7%-ზე მეტად თუ დავარდა საფონდო ბირჟა დაიკეტება და ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდება. ახლა უკვე 5%-იანი ვარდნა არის, 2%-იც და ბირჟა გაჩერდება. აღსანიშნავია, რომ 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ ბირჟა არ გაჩერებულა, ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს ინდექსების გაუთვალისწინებელად დიდი ვარდნაა,“- განაცხადა ჯაბა დიხამინჯიამ.



აღსანიშნავია, რომ S&P 500 (SPX) ფიუჩერსი კვირას 5% -ით დაეცა. Dow (INDU) ფიუჩერსული მაჩვენებლები 1,200 ქულაზე მეტია, ანუ დაახლოებით 4.9% –ით შემცირდა. Nasdaq Composite (COMP) ფიუჩერსები 4,8% –ით შემცირდა, ხოლო S&P / ASX 200 კი 7.3% -ით შემცირდა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up