“NEW ROAD“-ის 10 მილიონიანი ინვესტიცია ოზურგეთში - „ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წინსვლას“

“NEW ROAD“-ის 10 მილიონიანი ინვესტიცია ოზურგეთში - „ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წინსვლას“

access_time2018-07-11 23:05:17

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სოფელ დვაბზუს მოსახლეობის ნაწილის მიერ შეტანილ განცხადებას, რომლის თანახმად, სოფელში ასფალტის ქარხნის აშენება “ეკოლოგოგიურ პრობლემებს წარმოშობს და გარემოსა და მოსახლეობის მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს“ საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ.

საკითხის განხილვის მიზნით, განმცახდებლების მოთხოვნის შესაბამისად, გაიმართა ინფრასტრუქტურის კომისიის რიგგარეშე სხდომა, სოფელ დვაბზუსა და ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატების შემდეგ, კი ადგილზე, ქარხანაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილი და მხარის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილიც იმყოფებოდნენ.

სოფელ დვაბზუში, შპს “NEW ROAD“-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა რამდენიმე ხნის წინ აშენდა. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ქარხანაში 44 ადამიანია დასაქმებული. როგორც ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარში ქარხნის გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი აღნიშნავს „: new road“-ის ასფალტბეტონის ქარხანა ერთ–ერთი უნიკალური საწარმოა კავკასიაში და ის აღჭურვილია უახლოესი გერმანული დანადგარებით. გვაქვს შეასაბამისი სერტიფიკატებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ საწარმო არის უმაღლესი, ევროსტანდარტების შესაბამისი და არ ახდენს მავნე ზემოქმედებას“.

„ეს არის 10 მილიონის ღირებულების პროექტი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება არის მისასალმებელი, ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წინსვლას. მნიშვნელოვანია თითოეული მაცხოვრებლის აზრი, ამიტომ კომისიის სხდომაზე, შემდეგ ადგილზე გავეცანით სიტუაციას. ვფიქრობთ, მსგავსი საკითხები კომპეტენტურმა პირებმა უნდა შეისწავლონ და კვალიფიციური განმარტებებიც მათ უნდა გააკეთონ, სწორედ ამის საფუძვლეზე უნდა მოხდეს ადგილობრივების სწორი ინფორმირება“ – აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა.

საკითხი შესაბამისმა სტრუქტურებმა მოიკვლიეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებაში, რომლიც გამოქვეყნებულია, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დაფაზე, ნათქვამია:  „ საწარმოს ფუნქციონირების შედეგად , საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ატმოსფერულ ჰაერზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.“


აქვე აღნიშნულია ხმაურის დონესთან დაკავშირებით: „ საწარმოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირების შემთხვევაში უახლოეს საცხოვრებელ სახლებთან ხმაურის დონე არ აღემატება 38დბა-ს.” „ გრუნტის დაბინძურება კი მოსალოდნელია მხოლოდ გაუთვალისწიენებელ და ავარიულ შემთხვვებში“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, „შპს New Road-ის ასფალტის საწარმო და ინერტული მასალების სამხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლოატაციის პროექტზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ.

საკრებულო და შესაბამისი დარგობრივი კომისია,მოსახლეობასთან უშალო კომუნიკაციით სამომავლოდაც მიადევნებს თვალს აღნიშნულ საკითხს.


bfm.ge






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up