Neue Zürcher Zeitung: კორონავირუსის შემდეგ კაცობრიობას შიმშილის პანდემია ელის

Neue Zürcher Zeitung: კორონავირუსის შემდეგ კაცობრიობას შიმშილის პანდემია ელის

access_time2020-04-24 20:00:29

მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა მსოფლიოში 2016 წლიდან იზრდება, დღეს კი, გადაუხდელი ხელფასების და მიწოდების ჯაჭვის დარღვევის გამო, ვითარება მკვეთრად გაუარესდა.სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (WFP) გათვლებით, 2020 წელს, სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების არასათანადო აქტიურობის შემთხვევაში, მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა გაორმაგდება.


დღეს 55 ქვეყანაში 135 მლნ. ადამიანი შიმშილობს. ეს მაჩვენებელი წლების მანძილზე მცირდებოდა, თუმცა, 2016 წლიდან ზრდა განახლდა. 2020 წლის ბოლოსთვის მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა 265 მლნ.-მდე გაიზარდოს. კორონავირუსის პანდემიის გამო ტენდენცია საგრძნობლად ძლიერდება.


გლობალური რეცესიის და პანდემიის ნეგატიური გავლენა რამდენიმე ასპექტში უკიდურესად ნეგატიურ როლს თამაშობს - საზღვრების დაკეტვა, მიწოდების სისტემაში შეფერხებები და მოსავლის აღებისთვის საჭირო მუშახელის მწვავე დეფიციტი. ეს ყველაფერი უკვე არსებული რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას იწვევს.


განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, მოსალოდნელია ფასების ზრდა, რომლის შედეგადაც ღარიბი მოსახლეობა საჭირო კვების პროდუქტებს უფულობის გამო ვერ იყიდის. ამ ტენდენციას გააძლიერებს უმუშევრობაც, რომელიც კრიზისთან ერთად აუცილებლად გაიზრდება.


WFP-ს დირექტორის დევიდ ბიზლის თქმით, შიმშილის პანდემიის საფრთხე აუცილებლად გაიზრდება. მდიდარი ქვეყნების მიერ საკუთარ შიდა პრობლემებზე გადართვა და საერთაშორისო ფინანსური დახმარების გაყინვა ამ საფრთხეს აძლიერებს.„ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნებისთვის სასწრაფო სასურსათო დახმარებისთვის საჭირო 350 მლნ. დოლარიდან, ჩვენ მხოლოდ მეოთხედი გვაქვს“ - განაცხადა მან.



შიმშილის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა აფრიკაში,ხლო აღმოსავლეთში, აზიაში, და ლათინურ ამერიკაში. მოშიმშილეთა თითქმის ნახევარი აფრიკაში ცხოვრობს. ზოგადად კი ყველაზე მძიმე ვითარებაა სამხრეთ სუდანში, სადაც მოსახლეობის 61% შიმშილობს, ასევე იემენში (53%), ავღანეთში (37%), სირიაში (36%), და ვენესუელაში (32%).


WFP-ს მთავარი ეკონომისტის მაქსიმ ტორეროს თქმით, სიტუაციის გამწვავება შედარებით დადებითი სასოფლო-სამეურნეო წლის ფონზე ხდება. მოსავალი საკმაოდ კარგია და თითქოს პრობლემებიც არ უნდა გაჩნდეს, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ პროტექციონიზმი გააძლიერა.


„სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს სასურსათო ექსპორტის შეზღუდვას ან საერთოდ აკრძალვას. ძლიერი სახელმწიფოები კი ცდილობენ გაურკვეველი სიტუაციის გამო, სურსათის რაც შეიძლება დიდი მარაგების შექმნას. ეს კი ძალიან საგანგაშოა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დამოკიდებულები არიან სურსათის იმპორტზე“ - ამბობს ტორერო.


მართლაც, სულ უფრო მეტი საზღვარი იკეტება. მაგალითად, ხორბლის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა ყაზახეთმა, ამ პროდუქტის ექსპორტი საერთოდ აკრძალა, კარტოფილის და ბოსტნეულის კი - შეზღუდა.


ვიეტნამი, ასევე სურსათის მსხვილი ექსპორტიორია, ის უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების შესრულებაზეც კი დროებით უარს ამბობს.ასევე კითხვის ქვეშაა ხილ-ბოსტნეულის მოსავლის მიღება  მდიდარ ქვეყნებში, რადგანაც დაკეტილი საზღვრების გამო, სეზონური მუშები ღარიბი ქვეყნებიდან ვერ ახერხებენ ჩამოსვლას.


WFP-ს აზრით, სულ მალე ღარიბი ქვეყნები რთული არჩევანის წინაშე დადგებიან - კორონავირუსისგან მათი მოქალაქეების დაცვის მიზნით მიღებული მკაცრი ზომების გაგრძელების შემთხვევაში, მოსახლეობის დიდ ნაწილს ნამდვილი შიმშილი ელის.


წყარო: nzz.ch

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up