ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს

access_time2021-05-15 14:00:10

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“  სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ ლიბერალური ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის პირობებში აღრიცხვის პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნეტო აღრიცხვა მასიურად ხელმისაწვდომი პროგრამაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ როგორც მცირე კომერციულ და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო სუბიექტებისთვის განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს.

 

„საკანონმდებლო დონეზე ტერმინი ნეტო აღრიცხვა არ გამოიყენება, ის არის სხვადასხვა რეგულაციების და ტერმინოლოგიის სქემების ერთობლიობა. პირველ რიგში ის ეფუძნება კანონის ჩარჩოს საფუძვლებს, რომელიც განსაზღვრავს მიკრო სიმძლავრის ელექტრო სადგურს, რაც კანონის მიხედვით არის საბოლოო მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, უკავშირდება გამანაწილებელ ქსელს და მისი დადგმული სიმძლავრე 500 კილოვატს აღემატება. ამ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ მიკრო ელექტრო სადგურით, პირველ რიგში დაიკმაყოფილონ საკუთარი მოხმარება, ხოლო ჭარბი ენერგია გასცენ ქსელში და მოახდინონ  გაქვითვა და ანგარიშწორება,  სწორედ ეს არის ამ რეგულაციის ძირითადი არსი და ეს ორი სიტყვა ნეტო  აღრიცხვა ძალიან კარგად ახასიათებს  ამ პროცესს“, - აღნიშნა ზვიად  გაჩეჩილაძემ.


გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოში დღეს მოქმედი რეგულაცია 90-იან წლებში დასავლეთის გარკვეულ ქვეყნებში გამოყენებულ რეგულაციას ეფუძნება, რომელიც პირველ რიგში საკუთარი მოხმარების  დაკმაყოფილებას, ხოლო შემდეგ ჭარბი ენერგიის ქსელში გაცემას გულისხმობს.


 

„საქართველოში საანგარიშო პერიოდი ერთ თვეს გულისხმობს, პირველ რიგში გაიქვითება საკუთარი მოხმარება, შემდეგ ჭარბი ენერგია გადადის მომდევნო თვის ქვითარში, რის შემდეგადაც ხდება ამ ჭარბი ენერგიის მომავალი თვის ენერგიასთან გაქვითვა. ეს არის ის მიდგომა, რომელიც ენერგიის დროში ღირებულებას ან საათობრივ ფასწარმოქმნას არ ითვალისწინებს და ხდება კილოვატ- საათის კილოვატ-საათში გაქვითვა. ეს მეთოდოლოგია ჩვენი ნეტო აღრიცხვის საფუძველია, რომელიც მომხმარებლისთვის საკმაოდ მიმზიდველია, რადგან მათ შეუძლიათ  ძვირიანი ენერგიის გაქვითვა, მიუხედავად იმისა როდის აწარმოებენ და მოიხმარენ ენერგიას.

თუ ჩვენ განხილვაში გვექნება მზის ელექტრო სადგური, რომლიც ძირითადად ზაფხულის პერიოდში აწარმოებს  ენერგიას, შეიძლება იმ პერიოდში ქსელში ცოტა მეტი სიჭარბეც არის, მაგრამ ჭარბი კილოვატ-საათები შეიძლება ზამთრის პერიოდში  გაიქვითოს, რაც მომხმარებლისთვის ცალსახად ძალიან მიმზიდველია.“ -  აღნიშნა ზვიად გაჩეჩილაძემ.

 






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up