Netflix-ის ხელმომწერთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა

Netflix-ის ხელმომწერთა რაოდენობამ 200 მილიონს გადააჭარბა

access_time2021-01-20 21:30:00

სტრიმინგ-სერვისის Netflix-ის ფასიანი ხელმომწერების რიცხვი პირველად გასცდა 200 მილიონს. ამის შესახებ The Times-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს.



იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მეოთხე კვარტალში Netflix-ის ხელმომწერები გახდნენ, 8,5 მილიონი შეადგინა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში სერვისით მოსარგებლეთა რაოდენობა 37 მილიონით გაიზარდა.



ამასთან, კომპანიის შემოსავლები 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 20,15 მილიარდით, თითქმის 25 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მისი სუფთა მოგება 1,87 მილიარდით გაიზარდა და 2,76 მილიარდი დოლარი შეადგინა. The Times-ის ცნობით, ამ ციფრებმა ინვესტორები გაახარეს, აქციების ფასი კი 12,2 პროცენტით გაიზარდა და Netflix-ის ერთ ცალ აქციაზე 561,76 დოლარი შეადგინა.



სულ კი ამ სერვისის ხელმომწერთა რაოდენობა ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა და 111 მილიონიდან 204 მილიონამდე გაიზარდა. საშუალო შემოსავალი თითო ხელმომწერიდან კი 9,88 დოლარიდან 11,02 დოლარამდე გაიზარდა.




გამოცემის ცნობით, კომპანიის ასეთი წარმატება გამოწვეულია ნოემბერში გამოსულმა სერიალ The Crown-ის მეოთხე სეზონმა, რომელიც ეძღვნება ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორეს და მის ოჯახს. ამერიკული კომპანიის თანამშრომლები კი ასევე ხაზს უსვამენ დეკემბერში გამოსულ სერიალს Bridgerton, რომელიც ასახავს ამ გვარის მქონე ოჯახის ცხოვრებას რეგენტის ეპოქაში (1811-1820 წწ). უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ოქტომბერში გამოსულმა მინისერიალმა The Queen's Gambit: გამოსვლიდან პირველ 28 დღეში ის 62-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა, რაც ის აქცია ყველაზე პოპუალრულ მინისერიალად ონლაინ-კინოთეატრის არსებობის განმავლობაში.



შეგახსენებთ, Netflix 1997 წელს დაფუძნდა. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლოს-გატოსში (კალიფორნია). 2013 წლიდან Netflix იღებს საკუთარ ფილმებს, სერიალებს და ტელეგადაცემებს. კომპანია სტრიმინგ-სერვისს 190-მდე ქვეყანაში სთავაზობს მომხმარებელს.




BPN.GE







თეგები:
Netflix



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up