"ნეთანიაჰუმ 30-ჯერ დამირეკა, ერთხელ ღამის 3-ზეც" – Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი

access_time2021-05-08 10:42:29

Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ Israel's Channel 12-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანიამ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკვლევ ქვეყნად ისრაელი შეარჩია. ბურლამ ამის ერთერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას 30-ჯერ დაურეკა, მათ შორის, ერთხელ ღამის 3 საათზეც. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

როგორც ბურლამ განმარტა, ძირითადად, ორი მიზეზი იყო – ერთი, ისრაელი შედარებით მცირე სახელმწიფოა და, მეორე, მოქალაქეების 99%-ზე ჯანმრთელობის ელექტრონულ მონაცემებს ფლობენ. თუმცა, ბურლას თქმით, მთავარი, რამაც საბოლოოდ გადახარა ისრები ისრაელის სასარგებლოდ, პრემიერმინისტრის შეუპოვრობა გახლდათ, რასაც ბურლა "აკვიატებად" მოიხსენიებს. 

"30-ჯერ დამირეკა. ის მეკითხებოდა სხვადასხვა ვარიანტზე, რა მონაცემები გაგვაჩნდა. და მე ვეუბნებოდი, "პრემიერმინისტრო, ღამის 3 საათია". და ის მპასუხობდა, "არა, არა, ნუ ღელავ, მითხარი". ან დამირეკავდა იმისთვის, რომ ეკითხა ბავშვების [ვაქცინაციის] შესახებ, "სკოლების აცრა მჭირდება". ან იმისთვის, რომ ეკითხა ორსულ ქალებზე. შესაბამისად, მან დამარწმუნა, გულწრფელად, რომ ყველაფერს გააკეთებდა". – თქვა ბურლამ.

ისრაელს მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 6 მაისის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 62.59% აცრილია ერთი დოზით მაინც. ქვეყანაში დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქებაც. 18 აპრილიდან ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. 

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა 2020 წლის დეკემბერში დაიწყეს. ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინით იცრებიან. 


თებერვალში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, COVID-19-ით დაავადების რისკი 95.8%-ით შემცირდა იმ ადამიანებში, რომლებმაც Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს.

ისრაელში ამჟამად ემზადებიან, რომ აცრან 12-15 წლის ბავშვებიც. მათ აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც აშშ-ს საკვებისა და წამლების მარეგულირებელი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინას დაამტკიცებს.

ისრაელში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, Pfizer-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის წინააღმდეგ აცრა 96.7%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. გარდა ამისა, კვლევით დგინდება, რომ Pfizer-ის ვაქცინას 97.5%-იანი ეფექტიანობა აქვს Covid-19-ით გამოწვეული მძიმე გართულებების წინააღმდეგ. 

tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up