Nestle-სა და  IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება  არ შედგა

Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება არ შედგა

access_time2019-02-04 14:00:36

Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება არ შედგა. რამდენიმე თვის წინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, IDS Borjomi-ის ყიდვას Nestle ან Coca-Cola აპირებდა.  როგორც „კომერსანტს“ წყარომ განუცხადა, ბოლო პერიოდში Nestle-მ IDS ბორჯომს Coca-Cola-ზე მეტი თანხა შესთავაზა, ამიტომ გადაწყვეტილი იყო, რომ ბიზნესგარიგება Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის მოხდებოდა. თუმცა, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ პროცესი შეჩერდა.


 “კომერსანტი ცდილობს ინფორმაცია გადაამოწმოს IDS ბორჯომში, რომელსაც მიღებისანავე შემოგთავაზებთ.


გრძელდება თუ არა კონსულტაციები Coca-Cola-სთან, ამის გასარკვევად „კომერსანტი“ coca-cola bottlers Georgia-ს პრეზიდენტ თემურ ჭყონიას დაუკავშირდა. გასული წლის ბოლოს აღნიშნული ბიზნესგარიგების არსებობა „კომერსანტთან“  სწორედ ჭყონიამ დაადასტურა. ამ ეტაპზე ბიზნესმენთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 


როგორც ცნობილია, რუსული გამოცემა „Коммерсантъ“-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით 2018 წლის ოქტომბერში წერდა, რომ „ალფა გრუპი“, რომელსაც ეკუთვნის მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi, მოლაპარაკებებს აწარმოებდა შვეიცარულ კომპანია Nestle -სთან კომპანიის შესაძლო გაყიდვის თაობაზე.


თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი ინფორმაცია ამ თემაზე - მეორე წყარო საინვესტიციო წრეებიდან, ამტკიცებდა, რომ „ბორჯომის“ ყიდვით დაინტერესებული იყო coca-cola -ც. სამივე კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარ კომენტარზე უარს ამბობდა.



IDS Borjomi-ო პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბუტილირებული წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. ის ფლობს 9 ქარხანას საქართველოში, რუსეთში და უკრაინაში. მის საკუთრებაშია ბრენდები - Bორჯომი, «Святой источник», და «Моршинская». 2017 წელს კომპანიის გაყიდვებმა 1,5 მლრდ. ლიტრს მიაღწია.


„ალფა გრუპმა“ IDS Borjomi 2013 წელს, ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების კუთვნილი ფონდ Salford Capital Partners Inc.,-სგან შეიძინა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით „ალფა-გრუპი“ ფლობს IDS Borjomi-ის 55,8%-ს, პატარკაციშვილის მემკვიდრეები - 37,2%-ს, დანარჩენი ეკუთვნის წვრილ აქციონერებს საქათველოში, რუსეთში, და უკრანიაში.


Prosperity Capital Management--ის დირექტორი ალექსეი კრივიშაპკო მიიჩნევდა, რომ IDS Borjomi შესაძლებელია ღირდეს 630 მლნ. დოლარი. ბოლო წლებში კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და არაა გამორიცხული, რომ სწორედ გასაყიდად მზადება იყო დაკავშრებული ბაზარზე პოზიციების გაძლიერებასთან.


საკონსულტაციო კომპანია Nielsen -ში  IDS Borjomi -ის, როგორც ბუტილირებული წყლის რუსული ბაზრის უპირობო ლიდერს ისე აფასებდნენ. 2017-2018 წლებში მხოლოდ «Святой источник» -ის გაყიდვები რაოდენობრივ ჭრილში 35%-ით, ხოლო თანხობრივად- 36%-ით გაიზარდა, რასაც კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალმა ფასმა შეუწყო ხელი.


გაზეთის წყაროს ინფრომაციით, Nestle -ს და Coca-Cola -ს აქვთ სტრატეგიული ინტერესი ბუტილირებული წყლის ბაზრისადმი, რომელზეც მუშაობს IDშ Bორჯომი, რადგანაც ის ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი აქტიურად იზრდებოდა.


Euromonitor -ის პროგნოზით, რუსეთის ბუტილირებული წყლოს ბაზრის ბრუნვა 2018 წელს 187 მლრდ. რუბლს მიაღწევს.სადღეისოდ Nestle არ აწარმოებს ბუტილირებულ სასმელებს რუსეთში და სავარაუდოდ ამ ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up