Nestle-მ Starbucks-ის ყავის გაყიდვაზე სამუდამო უფლება მიიღო

Nestle-მ Starbucks-ის ყავის გაყიდვაზე სამუდამო უფლება მიიღო

access_time2018-08-30 13:18:20

კომპანიებმა Nestle-მ და Starbucks-მა დაასრულეს შეთანხმება, რომელიც შვეიცარულ კომპანიას უვადოდ აძლევს უფლებას, გაყიდოს ამ ამერიკული ყავახანის მიერ წარმოებული ყავა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.


როგორც Nestle-ს საიტზე წერია, აღნიშნული ხელშეკრულების შედეგად კომპანიები დაიწყებენ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სახის ყავის სორტირების მიმართულებით, ასევე ხსნადი ყავებისა და ყავის კაფსულების მიმართულებით. „თანამშრომლობა იძლევა საშუალებას, გამოვიყენოთ ის გამოცდილება და შესაძლებლობები, რომელიც ორივე კომპანიას გააჩნია ახალი პროდუქციის შექმნაში და ყავის ხაზის გაფართოებაში“ - წერია განცხადებაში.



შეგახსენებთ, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება 7,15 მილიარდ დოლარად გაფორმდა, ამავე შეთანხმებით
Nestle -ში სამუშაოდ გადავა Starbucks-ის 500 თანამშრომელი. ლიცენზია ვრცელდება ყავის სამ ბრენდზე — Nescafe, Nespresso და Starbucks-ზე. Nestle-ში იმედოვნებენ, რომ ხელშეკრულება დადებითად აისახება მის შემოსავლებზე და მისი პროდუქციის მომხმარებლების პოტენციურ ზრდაზე.


თეგები:
Nestle-მ Starbucks



სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს
access_time2019-11-18 16:19:11
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, — თქვა მან. ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული. on.ge

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...


მსგავსი სიახლეები

up