“ნეპტუნის” დირექტორი: სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი სპორტკომპლექსების განვითარებას

“ნეპტუნის” დირექტორი: სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი სპორტკომპლექსების განვითარებას

access_time2016-03-10 13:39:20

ინტერვიუ სპორტკომპლექს “ნეპტუნის” დირექტორ ეკა დოლიძესთან


– სპორტკომპლექსი “ნეპტუნი”, სხვა ფიტნეს დარბაზებისგან განსხვავებით რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს ერთ სივრცეში. კონკრეტულად, რა მოსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?


- “ნეპტუნი” ნამდვილად გამოირჩევა მომსახურების ფართო არჩევანით. ჩვენს კომპლექსში წარმოდგენილია ორი საცურაო აუზი, რომლებიც ზაფხულობით მოძრავი სახურავის მეშვეობით იხსნება, მშრალი და ორთქლის საუნები, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, სილამაზის სალონი, მასაჟის კაბინეტი, სოლარიუმი, ფიზიოთერაპიის კაბინეტი და კაფე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთან მოსულ სტუმარს ჯანმრთელი და აქტიური  ცხოვრების სტილისთვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი.


– როდის შემოხვედით ბაზარზე, რა ფართზეა განთავსებული კომპლექსი და თუ აპირებთ უახლოეს მომავალში სხვა ფილიალების დამატებას?


- 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ ტერიტორიაზე ყოველთვის ფუნქციონირებდა საცურაო აუზი. 2001 წელს ტერიტორია შეიძინა “სილქროუდ ჯგუფმა”, რომელმაც საცურაო აუზს შეუნარჩუნა პროფილი და განავითარა ინფრასტრუქტურა. დღესდღეობით “ნეპტუნი” განთავსებულია 2500 კვადრატულ მეტრზე. რაც შეეხება სხვა ფილიალების დამატებას, ფიტნეს ბაზარზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, ჩვენ აქტიურად განვიხილავთ გაფართოებისა და სხვა ფილიალების გახსნის შესაძლებლობას.

 

– მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა სპორტდარბაზების აბონემენტის ღირებულება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არც თუ ისე დაბალია. რა მდგომარეობაა ამ კუთხით თქვენთან, რამდენია ერთთვიანი სრული მომსახურების საფასური?



- დაგეთანხმებით. დღეს ბაზარზე მოქმედი დიდი ფიტნეს ცენტრების მომსახურება არცთუ ისე იაფი ჯდება. ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, ისევე როგორც აშშ-ს ბევრ შტატში, სახელმწიფოს მხრიდან ხდება ფიტნეს ცენტრების გარკვეული საგადასახადო სუბსიდირება, რათა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფიტნეს ცენტრებით სარგებლობა. ჩვენთან კი სპორტ-კომპლექსებს საკმაოდ სოლიდური გადასახადების გადახდა უწევს.


რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიამ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების განვითარების მიზნით, დაიწყო იაფი კრედიტების გაცემა, რასაც მივესალმებით, თუმცა, ეს არ არის საკმარის იმისათვის, რომ ფიტნეს ცენტრები გახდეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, სპორტკომპლექსი “ნეპტუნი” მაქსიმალურად ცდილობს ლიბერალური საფასო პოლიტიკის შენარჩუნებას. დღეს პრემიუმ კლასის ცენტრებიდან ჩვენთან ყველაზე  ხელმისაწვდომი ფასებია. სხვადასხვა მომსახურების ფასი მერყეობს თვეში 150 ლარიდან 300 ლარამდე.


–ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემური თემა გახლავთ სპორტდარბაზებში ინსტრუქტორების ნაკლებობა და მათი კვალიფიკაცია. რა მდგომარეობაა ამ კუთხით თქვენს კომპლექსში? 


- ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ინსტრუქტორების პროფესიონალიზმს.   ამიტომ წელიწადში რამდენჯერმე მათ უცხოეთის წამყვან ცენტრებში ვაგზავნით კვალიფიკაციის ასამაღლებლად. “ნეპტუნი” მჭიდროდ თანამშრომლობს კვიპროსის, ესპანეთისა და თურქეთის წამყვან ფიტნესისა და აკვა ფიტნესის ცენტრებთან, რათა შესაბამის ვარჯიშებზე ჩვენი ინსტრუქტორების სერთიფიცირებული და ლიცენზირებული გადამზადება მოვახდინოთ.


– რაც შეეხება კონკურენციას, ბოლო წლებში ამ ბაზარზე რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდა და კონკურენციაც მეტ-ნაკლებად გაიზარდა. როგორ უწევთ კუნკურენციას სხვა მოთამაშეებს, თუ გაქვთ ერთგვარი მარკეტინგული სტრატეგია?


- ჩვენ მივესალმებით ახალი მოთამაშეების გამოჩენას. ჯანსაღი კონკურენცია არასდროს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. სწორედ ამ კონკურენციის ხარჯზე გავზარდეთ მომსახურების ხარისხი და  მომსახურების მრავალფეროვნება.


–  როგორც ამ საქმეში კარგად ჩახედული პერსონა, როგორ შეფასებით ზოგადად ამ ბაზარს. თქვენი აზრით, რამდენად განვითარდა ის ბოლო წლების მანძილზე?


- ტენდენციას თუ შევხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ იზრდება მოთხოვნა ცხოვრების აქტიურ და სპორტულ წესზე. თუნდაც ჩვენი სტატისტიკით, ყოველწლიურად 30-40%-ით იზრდება ახალი მომხმარებლის რაოდენობა. ასევე ყოველწლიურად იზრდება ფიტნეს ვარჯიშების მრავალფეროვნებაც. ჩვენ ვამაყობთ, რომ სპორტკომპლექსი “ნეპტუნი” ლიდერია ფიტნეს ბაზარზე სიახლეების დანერგვაში.

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up