ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტები ინფრასტრუქტურაში -  ჩავარდნილი და გაჭიანურებული პროექტები

ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტები ინფრასტრუქტურაში - ჩავარდნილი და გაჭიანურებული პროექტები

access_time2020-02-18 10:00:26

გაჭიანურებული, შეჩერებული და გადადებული ინფრასტრუქტურული პროექტები, აუთვისებელი თანხები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების ვერშესრულების არაერთი შემთხვევა და სპეციალისტების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებული ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტები სახელმწიფო ტენდერებში - 2020 წლისთვის ინფრასტრუქტურაში არსებული გარღვევების მიმართ დამოკიდებულება და საერთო სურათი კვლავ უცვლელია.


„ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე ტიპის პრობლემა არსებობს, რაც კორუფციის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. დღევანდელ რეალობაშიც კი ვერ მოაბეს თავი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტებს. ადგილობრივები  მსხვილ პროექტებს ვერ აკეთებენ და ქირაობენ სხვა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს, რომელთა ვინაობა შესყიდვებში არ ჩანს და გაუმჭვირვალეა, ანუ ვერ გაიგებ ვინ ასრულებს ამ პროექტს და ვინ მუშაობს ამ საქმეზე. ჩვენ OGP-ის (Open Government Partnership) წევრი ქვეყანა ვართ და სახელმწიფოს ვალდებულებაა,  რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ბიუჯეტის ფულს შეეხება უნდა იყოს გამჭვირვალე.“ - გაუმჭვირვალობა ერთ ერთი პრობლემაა, რომელსაც ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ ხელმძღვანელი ქეთევან ენუქიძე „კომერსანტთან“ ქვეყნის ინფრასტრუქტურული დარგის შეფასებისას ასახელებს.


ენუქიძის თქმით, კომპანიების დისკვალიფიკაცია ტენდერებში გაურკვეველი მიზეზებით და ბუნდოვნად ხდება, არსებობენ ფავორიტები და ამასთანავე ქვეყანაში არ არსებობს პროექტირების წესები, რაც ხშირად ხელს უშლის გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულებაში.


„მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ კომპანიების რაოდენობა ძალიან შემცირებულია. ტექნიკური პარამეტრებით პროექტზე მორგებული კომპანიების რაოდენობა განაპირობებს იმას, რომ ახალი კომპანიების გაჩენა არ ხდება და ძალიან საეჭვოდ ხდება კომპანიების დისკვალიფიკაცია.  იყო შემთხვევაც, რომ კომპანიას ჰქონდა ISO-ს სერთიფიკატი, მაგრამ ვიზუალურად გადაწყვიტეს, რომ არ შეესაბამებოდა ეს კომპანია ტენდერის მოთხოვნებს. სამი კვირის დარეგისტრირებულ კომპანიებს რომ ხელსაყრელ პირობებს უქმნიან ეს სხვა საკითხია,  მაგრამ ფავორიტები არსებობს ფაქტია.


რაც შეეხება ტექნიკური პარამეტრების მორგებას, ჯერ კიდევ 2017 წელს ევროკავშირის წარმომადგენლებაც მიგვითითეს იმაზე, რომ აშკარად ფიქსირდება ტენდერებში პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ შესყიდვა  არის ტექნიკური პარამეტრებით კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული.



ჩვენთან არ არის პროექტირების წესები კარგად შემუშავებული.  როდესაც იწყებს რომელიმე კომპანია რომელიმე ნიადაგზე მუშაობას, მან არ იცის იქ რა ხდება და მერე იბერება ხარჯები. ერთ მშვენიერ დღეს კომპანია აღმოაჩენს, რომ ამ თანხაში, რომელიც მან მოიგო პროექტს ვერ განახორციელებს. არც ერთი მუნიციპალიტეტი თავს არ იკლავს იმაზე ფიქრით, რომ კარგი პროექტები იყოს შემუშავებული.“ - აღნიშნა ქეთევან ენუქიძემ.  


მნიშველოვან ფაქტორად დოლარის კურსის ცვლილებაც და კანონში არარეგულირებული ტენდერის წესებიც მიიჩნევა.  ქეთევან ენუქიძის თქმით, არაერთხელ „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიების ხელმძღვანელები ხელახლა აარსებენ კომპანიებს და კვლავ მონაწილეობენ ტენდერებში.


„როცა  შეუსრულებელ სამუშაოებთან გვაქვს საქმე დოლარის კურსის ცვლილებაც დიდი პრობლემაა. კომპანია იგებს ტენდერს,  მერე ხდება დოლარის ავარდნა და პროდუქცია, რომელიც უნდა შემოიტანონ მერე შეიძლება ამ თანხებში აღარ ჩაჯდეს.


კანონში დიფერენცირებული და  მკაფიოდ გაწერილი არ არის, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს კორუფციის რისკი,  ნეპოტიზმის შემთხვევები.გეუბნებიან,  რომ არანაირი ნეპოტიზმი არ არის და უბრალოდ ტენდერი მოიგო კომპანიამ. კანონი ვერ არეგულირებს ვინ ვისი ნათესავი და დაახლოებული პირია ტენდერებში მონაწილეობისას. ამასაც შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ - ვიღაც ბიზნესშია, ვიღაც ხელისუფლების წარმომადგენელია.  ყველა ცივილიზებულ სახლმწიფოში ამას აქვს თავისი ბერკეტები, ჩვენთან  ამის დამჭერი ბერკეტები არ არის. არის შეთხვევები, როდესაც ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც ჩახსნილია ტენდერებიდან იმიტომ,  რომ ვალდებულებას ვერ ასრულებს, თუმცა, ის სხვა კომპანიას აფუძნებს და სხვა კომპანიით მონაწილეობს.  იყო შემთხვევები, რამდენიმე კომპანიით „შავ სიაში“ მოხვედრილი ადამიანი მაინც ჯიუტად მონაწილეობდა შესყიდვაში. ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო  „რეკონსტრუქცია  21“.“ - აღნიშნავს ენუქიძე. 


რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი ამბობს,  რომ ტენდერის წესები პირდაპირ ირღვევა გამარტივებული  შესყიდვებით, რადგან ასეთ დროს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იღებენ პრივილეგიებს. ენუქიძე შესაბამის მაგალითებსაც ასახელებს,  ერთ-ერთია კახეთის გზატკეცილის დახაზვის ტენდერი, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კამპანიის შემომწირველმა პირმა გაიმარჯვა.


„როცა კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებას ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ცხადდება გამარტივებული შესყიდვა,რომელიც შეიძლება გაბერილი თანხით იყოს ან შეკვეცილი თანხით.  ტენდერის წესი ირღვევა იმიტომ, რომ გამარტივებულ შესყიდვას ცუდად ჩატარებული სამუშაოების გამო იღებს რომელიმე კომპანია, ეს კომპანიები აღმოჩნდებიან ხოლმე ვიღაცასთან დაახლოებულები. მაგალითად,  კახეთის გზატკეცილზე გზა უნდა დაეხაზათ, რომლის ტენდერიც ჩაიშალა. ეს იყო მილიონ ნახევრიანი ტენდერი, ვინც გაიმარჯვა იმ კომპანიამ ვერ განახორციელა. გამარტივებული შეყიდვის დროს კი მოიგო კომპანიამ,  რომლის მფლობელი  დაკავშირებულია ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან.  7 თებერვალს  637 ათას ლარზე გაუფრომდათ ხელშეკრულება 6 თვით, ხოლო მისი მფლობელი არიან  სერგო შუღაროვი და აკაკი ალადაშვილი. სერგო შუღროვი არის 2018 წლის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კამპანიისთვის 60 000 ლარის შემომწირველი. აკაკი ალადაშვილი კი  ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.  აქ შეიძლება დავინახოთ უპასუხისმგებლობა და აშკარა კორუფციის რისკი. ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირ გვიწერია, რომ აქ უნდა იყოს ინფრასტრუქტურული პირობები,  რათა მოხდეს ინვესტირება. მუდმივად არის იმაზე საუბარი, რომ ამ პროექტებისთვის გამოყოფილი უზარმაზარი თანხები  აუთვისებელი რჩება. საბოლოოდ ხდება ისე, რომ ვიღაცას უფორმებენ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულებას, რაც ხშირად იწვევს იმას, რომ კომპანია თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს. ამას ემატება ცვალებადი კურსი და საბოლოო ჯამში ვიღებთ ჩინოვნიკების   გაბერილ  შტატებს, რომლებიც უნდა მართავდნენ ამ პროცესებს, ტყუილად იღებენ ხელფასებს.“ - ამბობს ქეთევან ენუქიძე.  

 

  • აუდიტის დასკვნის თანახმად, 2017-2018 წლებში  ქარელის მუნიციპალიტეტმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, გააფორმა 56 ხელშეკრულება, 6 ჯამური ღირებულებით − 15,254.9 ათასი ლარი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის პროცესი განხორციელდა ხარვეზებით, კერძოდ, ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა დაგვიანებით ან საერთოდ არ დასრულებულა. ამასთანავე, ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობა 2018 წელს მნიშვნელოვნად არის გაუარესებული 2017 წელთან შედარებით.


  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, რომლებიც დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2017-2018 წლების პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, 2017 – 2018 წლებში მუნიციპალიტეტმა სოფელ თამარიანისა და ვარდისუბნის საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია, ასევე სოფელ ზემო ბოლქვში ჭაბურღილისა და საუბნო ქსელის მოწყობის სამუშაოები, გიორგეთის კულტურის სახლის შენობისა და სოფელ ჭაბუკიანში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა.


  • 2018 წელს რიკოთის გზის ორი მონაკვეთის, ხევი-უბისა და შორაპანი-არგვეთას, დაგეგმილი ბიუჯეტი 130 მლნ ლარი იყო. დაზუსტებული ბიუჯეტი 339 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ბიუჯეტის ხარჯმა საბოლოოდ 393 მილიონ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 387 მილიონი გამარჯვებული კომპანიებისთვის ავანსად გადარიცხული თანხა იყო.  2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების უმეტესი ნაწილი საავანსო გადახდებს მოიცავდა, რომლებიც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოებისათვის  იყო გათვალისწინებული.


  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 1 მილიარდ 815 მილიონ ლარს შეადგენდა. ხაზინის ცნობით, 11 თვეში ამ თანხიდან მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო ათვისებული. შესაბამისად, დეკემბერში გასაწევი ხარჯი 811 მილიონ ლარს შეადგენდა. აუთვისებლობის მიზეზად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება სახელდებოდა, დაფიქსირდა უხარისხო გზების დაგების ფაქტები.


  • აუდიტის ანგარიშის მიხედვით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგებული გზები უკვე დაზიანებულია. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა შპსმიმდემისგანშეისყიდა სოფელ ზედა საზანო – 26 მაისის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (471.0 ათასი ლარი), შპსგი-ან 2011”-სგან კი თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (687.5 ათასი ლარი).

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვარს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა,რომ  სექტორში არსებული პრობლემები მოგვარებას საჭიროებს. „ინფრასტრუქტურის ტემპი, ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა“ . საკითხი კი ზამთრის სეზონის დასაწყისში მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურული პრობლემების წარმოქმნამ გაააქტიურა.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up