„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებგვერდი შექმნა

„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებგვერდი შექმნა

access_time2020-06-12 17:17:29

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებგვერდი - www.chubekhevi.ge შექმნა.


ორენოვანი ვებ-გვერდი „ნენსკრა ჰიდროს“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და მესტიის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ უცნობი ადგილების - ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ ქართველი და უცხოელი დამსვენებლების ინფორმირებას ისახავს მიზნად.


ვებ-გვერდის დასახელება - „ჩუბეხევი“ ისტორიული სახელია ზემო სვანეთის იმ ორი ხეობისა, სადაც ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციული ერთეულები მდებარეობს.



ვებ-გვერდზე ამჟამად განთავსებულია ინფორმაცია ჭუბერსა (ნენსკრას ხეობა) და ნაკრაში არსებული 16 საოჯახო სასტუმროს შესახებ. ამ საიტის მეშვეობით ჩუბეხევში დასვენების მსურველებს შეუძლიათ, ვებ-გვერდზევე შეარჩიონ და დაჯავშნონ სასურველი სასტუმრო. გარდა ამისა, ვებ-გვერდის მეშვეობით დამსვენებლები მიიღებენ ინფორმაციას იმ უნიკალური ადგილების შესახებ, რომლებიც ხეობებში სტუმრობისას უნდა მოინახულონ. ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ადგილობრივი სერტიფიცირებული გიდების საკონტაქტო ინფორმაცია. ბლოგის ნაწილში კი გამოქვეყნებულია საინტერესო სტატიები ჩუბეხევის ისტორიისა და ლეგენდების, გამორჩეული ჩუბეხეველების, იქაური ტურისტული ადგილებისა და სვანური სამზარეულოს შესახებ.


საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „სტუმრად ჩუბეხევში“ „ნენსკრა ჰიდრომ“ 2019 წლის ივლისიდან, ტურიზმის მხარდამჭერი პროექტის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო. მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა: მომზადდა და გავრცელდა არაერთი სიუჟეტი, ვიდეოკლიპი, ფოტომასალა და სტატია ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა FACEBOOK-გვერდი, რომელიც დამსვენებლებს ჩუბეხევში მეგობრული ენითა და შთამბეჭდავი სურათებით ეპატიჟება.


„წელს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა ტურიზმის სექტორი ყველაზე მეტად დააზარალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ვებ-გვერდის საშუალებით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელოთ საინფორმაციო კამპანია, გავაცნოთ საზოგადოებას სვანეთის ეს ულამაზესი მხარე და შიდა ტურიზმის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. აღნიშნული კამპანიის გარდა, „ნენსკრა ჰიდრომ“ ჭუბერსა და ნაკრაში არაერთი სოციალური პროექტი განახორციელა, მათ შორის - ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად: ინგლისური ენისა და კომპიუტერის, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროს მართვის კურსების, ასევე მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობისა და შიდა ინფრასტურქტურის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.


(NS)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up