„ნენსკრა ჰიდრომ“ 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი დახარჯა

„ნენსკრა ჰიდრომ“ 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი დახარჯა

access_time2019-08-02 19:00:03

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო,,  ჭუბერსა და ნაკრაში სამ ფართომასშტაბიან სოციალურ პროექტს ახორციელებს. პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე ხორციელდება და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა მოსახლეობის დახმარება მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაში, მძიმე ტექნიკაზე წვდომა და პროფესიული გადამზადება.


სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2017 წლიდან დღემდე, სვანეთში განხორციელებულ სოციალურ პროექტებზე 400 000-მდე დოლარი უკვე დახარჯა. როგორც „ნენსკრა ჰიდროში“ განმარტავენ, სოციალური პროექტები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, განათლებისა და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, 2017 წლიდან ხორციელდება.


ნენსკრა ჰიდროს ყველა სოციალური პროექტით ისარგებლა თამარი ვიბლიანის ოჯახმა. ის ქმართან და 4 შვილთან ერთად ხეობაში 25 წელია ცხოვრობს. 4 დან სამი შვილი სტუდენტია და თბილისში ცხოვრობს. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ “ნენსკრა ჰიდრომ” მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. თამარ ვიბლიანს მომავლის იმედი გაუჩნდა და სამომავლოდ საოჯახო სასტუმროს აშენება გადაწყვიტა.




 

კომპანიის ტრაქტორი გამოვიყენე, ჩემს ეზოში ძალიან ბევრი ქვა ეყარა, ერთი ბოლოდან მეორეში ვერ გაიხედავდი, ეს ქვები ამოიღეს და გაიტანეს. შემდეგ ეს ორომები ამოავსეს, ამას ჩემი სახსრებით ვერასდროს გავაკეთებდი. ასევე ერთი წელი ვსწავლობდი ინგლისურს, რომელიც უკვე ჩემ პოლონელ სტუმრებთან გამოვიყენე. ასევე გესტ ჰაუსების გადამზადების პროგრამა იყო ახალციხეში, ეს იყო საოცრება ჩემს ცხოვრებაში. მეუღლე მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამაზე სწავლობს. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული პროექტში და მუშაობენ, მეც მაქვს იმედი, რომ როდესაც პროექტი აქტიურ ფაზაში გადავა მეც დავსაქმდები. არასდროს არ მქონია პროექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ ეს პროექტი დაიწყებოდა სოფელში მომავლის იმედი და პერსპექტივა გაჩნდებოდა“, - განმარტავს თამარი ვიბლიანი.

 

მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით ისარგებლა 64 წლის ლამარა დევდერიანმა. სოფელ ზედა მარღში მცხოვრები მასწავლებელი ამბობს, რომ სოციალურმა პროექტმა მიწის საკუთრების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარა.

 


„ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და როდესაც არქივში წავედი საერთოდ გამქრალი ვიყავი, მიწის აზომვის პროექტი ძალიან დამეხმარა, ნახაზი მომიმზადეს, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ამის გარდა ზამთარში ტექნიკა გამოგვიგზავნეს და გზა გაგვიკვალეს, აქვე პატარა სკოლა მაქვს და ძალიან შეგვიწყო ხელი მე და ბავშებს. პროექტის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, თუ თავის მიწაზე ჰესს არავის ააშენებინებს, ელექტროენერგია საიდან მოვა? რეგისტრაცია სესხის აღებაშიც დამეხმარება, ყანა მაქვს, ბოსტანი მაქვს, სათბურს გავაკეთებ. შემიძლია მოსავალი გავყიდო კიდეც.  ცუდია ის, რომ აქ არაფერი არ არის გზა გვჭირდება, დენიც ზამთარში უმეტესად არ არის, ამ დროს მართლა მისტიური ხდება სოფელი. ძლიან კარგი ადგილია, შეიძლება შვეიცარიის მსგავსი ტურისტული ადგილი მოეწყოს. ნოემბრიდან მარტის ბოლომდე არის დიდი თოვლი. ერთი მილიარდელი რომ იყოს ვინმე , ვინც ამ ადგილს ნახავს როგორ გაუშვებს ხელიდან. საქართველოში კი არის ერთი მილიარდელი მაგრამ იმას სამწუხაროდ ჯერ არ უნახავს, სნოუბორდისთვის და საბაგიროსთვის ესეთი ადგილი საქართველოში არ არის“, - ლამარა დევდერიანმა.


ბაჩო ადამია






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up