„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას იწყებს

„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას იწყებს

access_time2019-02-13 16:37:25

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 11 და 12 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, რომლებზეც სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელება დაანონსდა. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე შეიქმნა, მათი განხორციელება კი უკვე თებერვლიდან დაიწყება.


მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მოსახლეობას სთავაზობს აღნიშნულ ხეობებში არსებული ყველა თემისა და საოჯახო მეურნეობის უზრუნველყოფას მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების (ჯამში 450 ჰექტარამდე) საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებით, რაც “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება. მიწის ნაკვეთის აგეგმვის, აზომვის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და მიწის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ კონსულტაციის ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს.


მექანიზაციის პროექტი მოსახლეობისგან ინდივიდუალური ან ჯგუფური მიმართვის საფუძველზე კომპანიის მხრიდან მძიმე ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, რაც სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეუწყობს ხელს.



მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამა მოწოდებულია, ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიულ გადამზადებაში შეუწყოს ხელი. პროგრამა დააფინანსებს მძიმე ტექნიკის იმ სახეობების ოპერატორთა ტრენინგ-კურსებს, რომლებიც ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას ყველაზე მოთხოვნადი იქნება.


„ნენსკრა ჰიდროს“ მიერ გამართულ საჯარო განხილვებს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. სამივე პროექტი „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.


(NS)




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up