„ნენსკრა ჰესი საქართველოსთვის უნიკალური პროექტია“

„ნენსკრა ჰესი საქართველოსთვის უნიკალური პროექტია“

access_time2017-11-20 17:50:55

სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია ‎K-Water‬-თან ერთად მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება, - ჰესის პოტენციალზე ''საქმიან დილასთან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საუბრობს.

 

- ქალბატონო ნათია, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში ისეთი ინვესტორის მშნიშვნელობას, როგორიც K-Water -ია?

 

- საპარტნიორო ფონდი, ძალიან ამაყია, რომ ასეთი პარტნიორები ჰყავს. ეს არის მეგაკომპანია, რომელზეც კორეაში ელექტროენერგიის მიწოდების 60% მოდის. კომპანიას 20 მილიარდი აშშ დოლარის აქტივები და ძალიან მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვს, მაგრამ საქმე მარტო ამაში არ არის, საქმე ის არის, რომ ეს ძალიან ძველი ტრადიციული კომპანიაა, რომელიც 50 წლის ხდება. მათ ძალიან მდიდარი წყლის ნაგებობების მშენებლობის მართვის ტრადიცია აქვთ. ჩვენ პირველად 2013 წლის მიწურულს შევხვდით ერთმანეთს და მათთან მუშაობის პროცესში ''ნენსკრას განვითარების პროექტის წამყვანი ლაიტმოტივი ყოველთვის უსაფრთხოების თემები იყო, - იქნებოდა ეს ტექნიკური უსაფრთხოება, თუ გარემოს დაცვითი უსაფრთხოება.

 

- საპარტნიორო ფონდმა რა ტიპის გამოცდილება მიიღო ისეთ ინვესტორთან ურთიერთობაში, როგორიც K-Water-ია ?

 

- თვითონ ნენსკრას პროექტი საქართველოსთვის გარკვეულწილად უნიკალურია და ამიტომ თავისთავად ეს გამოცდილების ძალიან დიდი წყაროა. გარდა იმ სიკეთეებისა, რასაც იგი ქვეყანას მოუტანს, ეს საინტერესო პროექტია. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სკოლა იყო, რადგან K-Water-ის გარდა, აღნიშნულ პროექტში იმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ვარსკვლავური ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც საქართველოში წარმოდგენილია.



- რა არის აღნიშნულ ფორმატში პროექტისთვის უნიკალური?

 

- შეიძლება ის საქართველოს ენერგეტიკისთვის იყოს უნიკალური, რადგან ჩვენ ჯერჯერობით BOT სტრუქტურა არ გამოგვიყენებია, მსოფლიოში კი ეს საკმაოდ მიღებული ფორმაა. 36 წლის შემდეგ, სრულიად უფასოდ გამართულ, მუშა მდგომარეობაში ჰესი საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდება. სახელმწიფო ხედავს პერსპექტივას, რომ შემდეგი თაობა ამ დენს ისე მიიღებს, როგორც დღეს ''ენგურისგან იღებს და შედეგად უფრო გაბედულად დაუჭერს მხარს ინვესტორს. რეალურად სახელმწიფოს სიკეთე და ინტერესი აქ უფრო მაღალია.

 

- ამ ყველაფრის მიღმა ბევრი სიკეთეა, რომელსაც ადგილზე რეგიონი იღებს...

 

- ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გავლენას ახდენს სოფლებზე და დასახლებულ პუნქტებზე. ჩვენ ერთობლივად შევეცადეთ, რომ ეს გავლენა მხოლოდ პოზიტიური ყოფილიყო. ლოკაცია ისე არის შერჩეული, რომ დასახლებულ პუნქტებს აცდენილია. ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტი არა მარტო მოუტანს სიკეთეს, არამედ უკვე მოაქვს. პროექტის პრიორიტეტია საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რაც კომერციულადაც მომგებიანია.
აღნიშნული პროექტის განვითარების ერთ-ერთი მნიშნელოვანი შედეგი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება, რადგან უსაფრთხოების გარეშე განვითარება ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და დღეს ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი ძალიან მზარდია.
საქართველოში ბევრი მცირე ელექტროსადგური ვითარდება, ბევრი ინვესტორი გვყავს, მაგრამ მცირე ჰიდროსადგურები ზამთარში ელექტროენერგიის მასიურ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ჩვენი ენერგობაზარი თუნდაც 2/3-ით ერთ კონკრეტულ ჰიდროელექტროსადგურზე - ''ენგურზე არის დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ''ენგურმა რეაბილიტაცია განიცადა და კარგ მუშა მდგომარეობაშია, იგი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და აქედან გამომდინარე მისი მდებარეობაც საკმაოდ პრობლემურია. თუ უახლოეს 5-7 წელიწადში ''ენგურს გვერდში არ ამოუდგა ისეთი ელექტროსადგური, როგორიც ''ნენსკრაა , მაშინ შეიძლება გარკვეული პრობლემები გაჩნდეს და იმპორტზეც მეტად გავხდეთ დამოკიდებული. ''ნენსკრა პირველი მერცხალია და იგი მართლაც კატალიზატორი იქნება სხვა მსხვილი სადგურებისთვის. ''ნენსკრას ალბათ მოყვება ''ხუდონი, ''ნამახვანი ''ონის კასკადი და ქართულ ელექტროენერგეტიკას საფრთხე აღარ დაემუქრება.

 

bm.ge

 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up