„ნენსკრა ჰესი არის ადგილობრივი გენერაციის წყარო - ელექტროენერგია მოხმარდება საქართველოს და დარჩება საქართველოში“

„ნენსკრა ჰესი არის ადგილობრივი გენერაციის წყარო - ელექტროენერგია მოხმარდება საქართველოს და დარჩება საქართველოში“

access_time2019-12-30 13:45:12

რადიო „კომერსანტზე“ „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ 2019 წელს  პროექტის მიმდინარეობა შეაჯამა და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა. თეიმურაზ კოპაძის თქმით, 2020 წლის დასაწყისში ხელშეკრულება გაფორმდება ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან და  „ნენსკრა ჰესის“ ძირითადი სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება. 2019 წელს უკვე განხორციელდა 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია.


როგორც ცნობილია, ნენსკრა ჰესი“ წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც შენდება სვანეთში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში. სადგურის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი და წლის განმავლობაში საქართველოს დამატებით  მისცემს 1,2 მილიარდ  კვტ/სთ ელექტროენერგიას.


2019 წელი რთული წელი იყო, ვინაიდან ძირითადი სამშენებლო კომპანია გავიდა პროექტიდან. ამის გამო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით  ხელახალი ტენდერი ჩავატარეთ. წლის ბოლოსთვის უკვე გვყავს პოტენციური გამარჯვებული, მომავალი წლის იანვრიდან  გვექნება საშუალება, რომ ყველა დეტალი გავასაჯაროოთ. ტენდერის შედეგად გამოიკვეთა სამი პრეტენდენტი, მათგან ერთ-ერთმა საუკეთესო წინადადება შემოგვთავაზა-აცხადებს კოპაძე.


მისივე მტკიცებით, ტენდერის პარალელურად, მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ქართული სამშენებლო კონსორციუმთან ერთად დღესაც მიმდინარეობს, შენდება 9 ხიდი და 40 კმ-მდე გზის მონაკვეთი, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოწყობა. ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ძირითად სამუშაოებზე გადასვლა, სავარაუდოდ, ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება. საუბარია, 120 მეტრის სიმაღლის კაშხალზე, 30 კმ-მდე გვირაბებზე და ძალოვან კვანძზე.


მისი თქმით,  პირველადი გენერაცია 2024 წელს დაიწყება.„ ნენსკრა ჰესის“ ჯამური ინვესტიცია 600 მილიონ დოლარს შეადგენს. თეიმურაზ კოპაძის განცხადებით, უკვე 2020 წელს 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.


კომპანიამ 2019 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 4 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა რაც მესტიის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და მოხმარდება მომავალში ჭუბერისა და ნაკრას რეგიონს.  2019 წელს ჩვენ განვახროციელეთ 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიციარაც მოიცავდა, როგორც კვლევით, ისე მოსამზადებელ სამუშაოებს. 2020 წლის განმავლობაში დავიწყებთ ყველა ძირითადი კვანძის მშენებლობას, მათ შორის, ძირითადი გვირაბის, კაშხლის ფუნდამენტის, ბეტონის ქარხნებისა და სხვა დამხმარე საშუალებების მშენებლობას. 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი გვაქვს,დავიწყოთ პირველი გვირაბის სამუშაოები, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.



დაპროექტების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია. ამ ნაწილში ჩართული გვყავდა გამოცდილი საერთაშორისო ორგანიზაციები შვეიცარიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ვმუშაობდით ქართველ სპეციალისტებთან ერთად და შეიქმნა ერთიანი დოკუმენტი, რომელიც საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს და გაეცნოს. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი გარემოსდაცვითი ყველა რისკი და ამ რისკების მინიმიზაციის ღონისძიებები,- ამბობს თეიმურაზ კოპაძე.


რაც შეეხება ტარიფების საკითხს, კოპაძის განმარტებით, „ნენსკრა ჰესის“   ძირითად ფუნქციას იმპორტირებული ტარიფის ჩანაცვლება წარმოადგენს და ფუნქციონირებაში სახელმწიფოს მონაწილეობა და კონტროლი დიდია.

 

საუბარია,როგორც სამშენებლო, ისე ოპერირების ეტაპზე. „ნენსკრა ჰესის“ პროექტი განსხვავებულია სხვა ჰიდროელექტროსადგურების პროექტებისგან. ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ კიდევ ერთი მოქნილი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, მთავრობა ტარიფის დონის რეგულირებას პროექტის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებს. რაც შეეხება  გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, ეს იქნება მინიმალური.


ჰესის ძირითად ფუნქციას იმპორტირებული ტარიფის ჩანაცვლება წარმოადგენს და იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფთან შედარებით, ნენსკრას“ ტარიფი ყოველთვის კონკურენტუნარიანი იქნება. ნენსკრა ჰესი“ არის ადგილობრივი გენერაციის წყარო, მოხმარდება საქართველოს და დარჩება საქართველოში. ელექტროენერგია ქვეყნიდან იმ შემთხვევაში გავა თუ, 2024-2025 წლებში გვექნება ჭარბი გენერაცია, თუ არადა, იგი ქვეყანას მოხმარდება,- აღნიშნავს თეიმურაზ კოპაძე.


მან გადაცემაში ისაუბრა სოციალური მიმართულებებით განხორციელებულ პროექტებზეც.  კერძოდ,, უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია ადგილობრივ ამბულატორიის შენობას და სრულდება კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სამუშაოები.


ჩვენ სოციალური მიმართულებები ორ ეტაპად დავყავით. პირველ ეტაპზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებითა და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, დავიწყეთ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 2019 წელს  სრულად ჩავუტარეთ რეაბილიტაცია ადგილობრივი ამბულატორიის შენობას და  ის   თანამედროვე ტექნიკით აღვჭურვეთ. უკვე სრულდება სამუშაოები და ადგილობრივი მოსახლეობა  მომავალი წლიდან   კულტურის სახლისა და სპორტ დარბაზის კომპლექსით ისარგებლებს.


ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტები, გვაქვს ინგლისური ენისა და კომპიუტერის  შემსწავლელი კურსები. განვახორციელეთ მძიმე ტექნიკით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფის პროექტი. დავასრულეთ მიწის აღრიცხვისა და აღწერის პროგრამა და ნენსკრას ხეობაში 90%-მდე მიწის ნაკვეთი უკვე აღწერილია და მომზადებულია საჯარო რეესტრში წარსადგენად. წლის მიწურულს დავიწყეთ სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ჩავრთეთ ადგილობრივი ახალგაზდობა, ისინი ჩვენს თანამშრომლებთან ერთად, მათივე ინტერესების შესაბამისად, სხვადასხვა დეპარტამენტებში განაწილდნენ და აქვთ ყოველდღიურად შეხება იმ საქმეებთან,რასაც ჩვენ ვაკეთებთ.


ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა და იმ რისკებისა და შიშების განეიტრალება, რომელიც წლების განმავლობაში შეიქმნა. ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობის 50% ჩართულია სამუშაოებში, ისინი თვითონ აშენებენ და ხედავენ, როდის, რა სტანდარტითა და რა მიზნით შენდება ნენსკრა ჰესი, - ამბობს თეიმურაზ კოპაძე.


პროექტის ფარგლებში განხორციელებული სოციალური პროგრამების მეორე ეტაპი  ხეობის მდგრად განვითარებაზე ზრუნვას ეხება. რისთვისაც, ნენსკრა უზრუნველყოფს ადგილბრივი მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას. მომავალი წლიდან, თეიმურაზ კოპაძის განცხადებით, ნენსკრა სოციალური პროგრამების ამ მიმართულებაზე უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად დაიწყებს მუშაობას. იგეგმება სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, ტრენინგები, ფინანსური მონაწილეობა. უკვე არსებობს საპილოტე პროდუქტიც.







„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up