ნენსი პელოსი ტაიბეიში ჩავიდა

ნენსი პელოსი ტაიბეიში ჩავიდა

access_time2022-08-02 18:45:21

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში დაეშვა. ამ ვიზიტით, პელოსი გახდა აშშ-ის პალატის პირველი სპიკერი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანს ეწვია.


მანამდე ჩინეთი მას აფრთხილებდა ტავანში არ ჩასულიყო. პარალელურად ჩინეთმა რეგიონში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, რომლებიც მათ შორის მდებარე ტაივანის სრუტესთან განალაგა.


ნენსი პელოსისადმი მისალმებები გამოჩნდა ტაივანის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, ტაიბეი 101-ის ფასადზე. 


პელოსის ტაივანში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთის მთავრობამ 100-მდე ტაივანური ბრენდი და მათი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აშკარა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, რომელიც ამავდროულად ატარებს ერთგვარ სიმბოლურ მნიშვნელობას და მიუთითებს იმაზე, რომ კომუნისტური მთავრობა ტაივანში ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტით კმაყოფილი არ არის.


აკრძალული კომპანიების უდიდესი ნაწილი კვების პროდუქტების სექტორშია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ჩაის, ტკბილეულის, თაფლის, ფუნთუშეულისა და ზღვის პროდუქტების ბრენდები.


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ მსოფლიომ იცის, რომ აშშ-ის პროვოკაციამ ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია და აშშ-მა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.



მისი თქმით, აშშ-ის კონგრესმა, როგორც აშშ-ის მთავრობის ნაწილმა, მკაცრად უნდა დაიცვას აშშ-ის მთავრობის მიერ აღიარებული საგარეო პოლიტიკა.



თავის მხრივ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის აქვს უფლება ეწვიოს ტაივანს. 
უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს ბრიფინგზე უთხრა, რომ ტაივანში პელოსის შესაძლო ვიზიტი არანაირად არ ცვლის აშშ-ის პოლიტიკას.



კირბის თქმით, ჩინეთი ბოლო დღეებში უპასუხისმგებლო რიტორიკით გამოდის ამ პოტენციური ვიზიტის თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ტაივანის გარშემო არსებული დაძაბულობა განიხილეს 28 ივლისს, სატელეფონო საუბარში, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საუბრის შინაარსის პეკინის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეტენზიას ამ კუნძულზე, რომელსაც უკვე ათწლეულებია დემოკრატიული მთავრობა ჰყავს. ცეცხლს ვინც ეთამაშება, ცეცხლშივე დაიწვება - ამბობს ჩინეთის პრეზიდენტი ამ დოკუმენტში.


ჩინეთი ტაივანს, რომელიც თვითმმართველი დემოკრატიაა, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩინეთის მხრიდან ამერიკის დაშინებას.


ნენსი პელოსი აზიური ტურის ფარგლებში ორშაბათს სინგაპურში ჩავიდა, სამშაბათს კი მალაიზიაში. მისი შემდეგი გაჩერება ტაივანია, სადაც ის ოთხშაბათს ქვეყნის პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ინფორმაცია ოფიციალურად არაა დადასტურებული, თუმცა ამერიკული გამოცემები წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ტაიპეიში მალე ჩავა.


კვირის დასაწყისში ტაივანის სრუტესთან ჩინეთმა არამარტო სამხედრო თვითმფრინავები, არამედ სამხედრო გემებიც განალაგა. სამხედრო თვითმფრინავები იქ საკონტროლო პროვოკაციულ გაფრენებს დღესაც აწარმოებდნენ. სააგენტო როიტერს ადგილობრივი წყარო ატყობინებს, რომ თვითმფრინავებმა ამ დროისთვის ტერიტორია დატოვეს, მაგრამ გემები ჯერ კიდევ სრუტეში არიან.


ტაივანის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში მტრის საფრთხის გათვალისწინებით, რეგიონში ძალებს განალაგებს.


ჩინეთი აშშ-ის ოფიციალური პირების ტაივანში ვიზიტს განიხილავს, როგორც კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე ბანაკისთვის წამახალისებელი სიგნალის გაგზავნას.


შეერთებულ აცხადებს, რომ რჩება “ერთი ჩინეთის” პოლიტიკის ერთგული, რომელიც ვაშინგტონის განმარტებით, ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებულ უთახნმოებაში სტრატეგიული ბუნდოვანების შენარჩუნებას გულიხმობს. ვაშინგტონი ინარჩუნებს არაოფიციალურ ურთიერთობას ტაივანთან და უწევს მას სამხედრო დახმარებას.


მასალის მომზადებისას გამოყენებულია წყაროები: ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება. Ria, bm.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up