„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

access_time2020-07-09 17:25:58

„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან 1“ აღმოჩნდა.


შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. პროდუქტები, სადაც  დარღვევები  აღმოჩნდა, არის ცხარე საწებელი ჯაკომო,ტომატის კეტჩუპი კალვე,აჯიკა ნენა და სხვა. 


მათი ინფორმაციით, სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.



„ანალოგიური კვლევების შედეგები 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის მარტშიც გამოვაქვეყნეთ. აღნიშნული კვლევებით, არასაკვები საღებავები 9 ნიმუშში აღმოჩნდა. იხილეთ ბმულები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ აგვისტოში გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული).


ჩვენი კვლევის 2020 წლის მარტის შედეგების გამოცხადების შემდეგაც სეს-მა მეწარმეებს ბაზრიდან ამოაღებინა დაბინძურებული სურსათის პარტიები და მათი რეალიზაცია აუკრძალა.


თუმცა, როგორც ვხედავთ, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა (მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში, განმეორებით) მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად“-აცხადებენ ორგანიზაციაში. 





თეგები:
Momxmarebeli.ge



გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან

გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან
access_time2020-08-14 10:00:13
გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას მიიყვანა. „კომერსანტთან“ საუბრისას ღვინის მაღაზია „ალაზანის“ დირექტორმა გიორგი ნადირაშვილმა გაყიდვების 80%-იან კლებაზე ისაუბრა. „გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ახალი გახსნილები ვიყავით, მაღაზია საკუთარი თავის...

„ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 3-ჯერ გაიზარდა

„ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 3-ჯერ გაიზარდა
access_time2020-08-14 11:10:12
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 26,481,681 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში კი 8,063,569 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ბაზისბანკის“ ზარალმა -12,888,958 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი...

20th Century Fox არსებობას წყვეტს

20th Century Fox არსებობას წყვეტს
access_time2020-08-13 18:40:33
გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი 20th Century Fox ოფიციალურად აღარ არსებობს. როგორც Disney-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მათი ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიის, 20th Century Fox Television-ის რებრენდინგს იწყებენ. ახალი სახელი კი Fox-ისა და Century-ს გარეშე დარჩენილი 20th Television-ი იქნება. Disney-მ, რომელმაც გასულ წელს Fox-ის აქტივების შესაძენად $71 მილიარდიანი შეთანხმებები გააუქმა, ჯერ კიდევ იანვარში Fox-ის სახელის გამოყენებაზე უარი თქვა...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-13 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წელს დაახლოებით 55 ათასი ტონა თხილის მოსავალი იქნება, რაც ქვეყანას ნახევარი მილიარდის შემოსავალს მოუტანს - გიორგი თოდუა წელს თხილის ჩასაბარებელი ფასი სავარაუდოდ 4 ლარიდან 4,5 ლარამდე იქნება, ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს თხილის...

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
access_time2020-08-13 12:55:55
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ...


მსგავსი სიახლეები

up