„ნებისმიერი შემოქმედებითი ნაწარმოების შინაარსის გამო აკრძალვა საბჭოთა კავშირის ეპოქისთვისაა დამახასიათებელი“

„ნებისმიერი შემოქმედებითი ნაწარმოების შინაარსის გამო აკრძალვა საბჭოთა კავშირის ეპოქისთვისაა დამახასიათებელი“

access_time2018-05-16 18:00:00

სასამართლოს შესაძლოა უფლება მიენიჭოს, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები განიხილოს, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს. აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილ კანონპროექტშია საუბარი.

 

„კომერსანტთან“ საუბრისას იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ახლა ამ ნორმის დაბრუნება შორეულ წარსულში ყოფნას ნიშნავს. ხოლო, ნებისმიერი შემოქმედებითი ნაწარმოების შინაარსის გამო აკრძალვა, ეს ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი.

 

„შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ჩვენ ცალკე მუხლი გვაქვს, ზოგადად ის მაინც გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. ეს არ არის აბსოლუტური უფლება, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შემოქმედებითი ნაწარმოები სხვის უფლებას ლახავს სწორედ ამაშია პრობლემა.


ახლა ამ ნორმის დაბრუნება შორეულ წარსულში ყოფნას ნიშნავს. ნებისმიერი შემოქმედებითი ნაწარმოების შინაარსის გამო აკრძალვა ეს ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოს დამახასიათებელია და რა თქმა უნდა, ასეთი სახელმწიფო საბჭოთა კავშირი იყო“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

 

იურისტი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი 1997 წლიდან კანონშია, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმი არ არსებობდა.

 

„აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა კულტურის შესახებ კანონის მე-9 მუხლში ცვლილების განხორციელებას შეეხება. მეცხრე მუხლი ნორმაა, რომელიც 1997 წლიდან კანონშია იძლევა შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობას თუკი ის სხვის უფლებებს ლახავდა.

ზემოთ აღნიშნული ნორმა მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი რედაქცია რაც მოქმედებს კონსტიტუციურ მოთხოვნებთან აბსოლუტურად შუსაბამოა ის ფაქტობრივად ვერ მოქმედებდა, რადგან აღსრულების მექანიზმი არ არსებობდა.  

პრობლემა იმაშია, რომ ნორმა რომელიც მკვდარი იყო უნდა ამოქმედდეს იმიტომ, რომ როგორც განისაზღვრა ეს კომპეტენცია მომავალში სასამართლოს ექნება,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.


 

კანონპროექტით, კულტურის შესახებ საქართველოს კანონში რჩება დღეისათვის ისედაც მოქმედი ჩანაწერი, რომ აიკრძალება შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

 

“დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“

 

ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის განცხადებით, აღნიშნული კანონმდებლობა კრიტიკას გამოიწვევს, როგორც ქვეყნის  შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

 

„ეს სულელური ნაბიჯია შესაძლოა სახელმწიფოს ამით ძალაუფლების ხელში მეტად აღება სურდეს, თუმცა რამდენად მიაღწევს და გამოუვა ეს საკითხავია, რადგან ამ ფორმით კანონმდებლობა უხეშია და ეს კრიტიკას გამოიწვევს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.

ჩვენს კანონმდებლებს კონსტიტუციასთან ექნებათ პრობლემა, რადგან სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება სწორედ კონსტიტუციაშია,“ - განმარტა ღამბაშიძემ.

 

ცვლილება შევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, სადაც სასამართლოებისადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში ემატება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

 

კანონპროექტით, აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში, არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. კანონპროექტის განმარტეითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზებაა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან.

 

კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:

შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს”.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, არსებული კანონმდებლობა კონსტიტუციის ამ ჩანაწერს უნდა შეესაბამებოდეს.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე




ვაშინგტონი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს

ვაშინგტონი  ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს
person access_time2018-05-24 19:03:09
  ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა  ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი საბაჟო ტარიფის შემოღებისთვის ემზადება.   ამ ეტაპზე ეს საკითხი მხოლოდ განხილვის სტადიაშია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ  გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, მსოფლიო ავტომრეწველობაში ნამდვილი გადატრიალება  მოხდება. ეს ცვლილება  სერიოზულ დარტყმას პირველ რიგში იაპონიას და ევროკავშირს მიაყენებს,  რომლებიც  შტატებში ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორები...

2021 წლამდე PlayStation 5 ბაზარზე არ გამოჩნდება

2021 წლამდე PlayStation 5 ბაზარზე არ გამოჩნდება
person access_time2018-05-24 20:00:00
  კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს PlayStation 5-ის ლოდინი კიდევ 3 წლის განმავლობაში მოუწევთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება PlayStation-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ჯონ კოდერამ გააკეთა: „მომდევნო ნაბიჯისთვის 3 წელიწადი დაგვჭირდება,“ აღნიშნა მან.   PS 5-ის წინამორბედი ბაზარზე 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა და მისი გაყიდვები ყოველწლიურად იზრდებოდა. თუმცა PlayStation-ის მფლობელი Sony მიმდინარე წელს იგივე შედეგებს აღარ ელოდება. ამის მიუხედავად,...

ბულგარეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს შეუერთდება

ბულგარეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს შეუერთდება
person access_time2018-05-24 18:30:00
 „ბულგარეთი გეგმვას აგრარული პროდუქციის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური ნაწარმის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშურტის მეშვეობით,“ - განაცხადა ბულგაეთის ტრანსპორტის სამინისტრომ. ინფორმაციას  აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.   „ბულგარეთი მდებარეობს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ტრადიციული სავაჭრო მარშურეტის გზაჯვარედინზე, ქვეყანას გააჩნია განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ძალიან კარგი ორმხრივი და მრავალმხირი...

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება
person access_time2018-05-24 16:30:55
  დღეს, 24 მაისს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. CNBC-ის მიხედვით, შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემებს ირანის ბირთვული შეთანხმება, ევროპისა და რუსეთის ურთიერთობები, უკრაინა და ვაჭრობის საკითხი წარმოადგენენ.   შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, ფონად დასავლეთსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად გაუარესებული ურთიერთობები სდევს.   აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური...

აშშ-ს მიერ ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის გამო რუსეთი საპასუხო სანქციებს ამზადებს

 აშშ-ს მიერ ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის გამო რუსეთი  საპასუხო სანქციებს ამზადებს
person access_time2018-05-24 18:00:46
  რუსეთს შეუძილია შემოიღოს მაღალი საბაჟო ტარიფები ამერიკულ  პროდუქციაზე აშშ-ს მიერ რუსული ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის საპასუხოდ.   „სავარაოდოთ, საუბარია 573 მლნ. დოლარის პროდუქციაზე, რომელიც შემოდის რუსეთში შტატებიდან,“ - ნათქვამია რუსეთის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაგზავნილ...


მსგავსი სიახლეები

up