„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

access_time2020-02-29 11:00:59

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები, რომელიც  ქვეყანაში კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელებასთან დაკავშირებით არსებობს „კომერსანტი“ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ესაუბრა:

 

 

ლაშა უჩავა ამბობს, რომ მასიური პანიკის საფუძველი არ არის: იმუნიტეტისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრება, რომელშიც იგულისხმება ყველა მიკრო და მაკრო ელემენტის მიღება, რომელიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს -  ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები და საკვები ნუტრიენტები. ე.წ. დიეტებზე ყოფნისგან დასუსტებული ორგანიზმი ბევრად უფრო ადვილად მიმღებია აღნიშნული ვირუსის. სწორედ ამიტომ ყოველდღიურ რაციონში ჩართული უნდა იყოს : რძის პროდუქტები, ხილი,  ბოსტნეული და ხორცი. ბუნებრივი რძეში იგულისხმება პასტერიზებული რძე, რომელიც ნებისმიერი სახის,ისედაც ყოველღიურ რაციონს  აუცილებლი პროდუქტია.

 

 

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა „კომერსანტთან“ კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელ მექანიზმად კვების რაციონის რეგულირების გარდა, ფიზიკური აქტივობის აუცილებლობაზეც საუბრობს. ძირითადი რეკომენდაციები კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით პირადი ჰიგიენის დაცვა და იმუნიტეტის გაძლიერებაა.

 

 


მისი თქმით, მასიური პანიკის საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული პირბადეები, რომელთა დეფიციტიც რამდენიმე დღეა აფთიაქებში შეიქმნა ამ აჟიოტაჟის გამო, არ წარმოადგენს ვირუსისგან თავის დაცვის უპირობო გარანტიას და მიიჩნევს, რომ იმუნური სისტემის ამაღლებაზე ზრუნვა უფრო ძლიერი ბერკეტია ამ მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად.

 

ის პირბადეები, რომელზეც ატეხილია ჟიოტაჟი , სამწუხაროდ არ არის იმის ერთადერთი გარანტი, რომ კორონავირუსი არ დაგვმართება.  თვითონ ვირუსი იმდენად პატარა ნაწილაკია,  შესაძლებელია მოხვდეს ამ პირბადეშიც კი. უმრავლესობამ პირბადის სწორად გამოყენება არ იცის.  არ იციან, თუ რომელი მხრიდან უნდა გაიკეთონ, ზოგჯერ დადიან პირბადით და ზედა სასუნთქი ორგანო თავისუფალია. თუ იმ პირბადეებზე ვისაუბრებთ, რომელიც დღეს ბაზარზეა უნდა ვიცოდეთ, რომ  მათ სჭირდებათ დღის განმავლობაში რამდნჯერმე გამოცვლა, სასურველია 2 საათში ერთხელ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირბადე ეკეთოს იმას, ვინც დაინფიცირებულია და არა იმას ვინც დაინფიცირებული არ არის, რადგან სუფთა ჰაერის მიღება ბევრად უფრო საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის, ვინაიდან მეტაბოლიზმი და იმუნიური სისტემა იყოს აქტიური.“ - ამბობს ენდოკრინოლოგი.

 

ლაშა უჩავა მიიჩნევს, რომ წინა წლებთან შედარებით ინფორმაციულობის დონე საზოგადოებაში ბევრად უფრო მაღალია, რაც რისკს ამცირებს.

 

„სტატისტიკურ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, წინა წლებთან შედარებით, როდესაც H1N1 ტიპის ვირუსი იყო გავრცელებული, დღევანდელი მონაცემებით  პანიკის საფუძველი არ არის. მაგრამ სოფლიო სტატისტიკზე თუ ვისაუბრებთ, ინფორმაციის მოწოდება ამ ეტაპზე ბევრად უფრო მაღალ დონეზეა. საკვებ პროდუქტებთან და ნიღბებთან მიმრთებაში რაც ხდება, არ შეესაბამება იმ საშიშროებას, რაც არსებობს. უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომ იმუნური სისტემა იყოს მძლავრი და გამკლავება მოხდეს აღნიშნულ ვირუსთან. მსოფლიოში ბევრი დადასტურებული შემთხვევაა, როცა ყოველგვარი პრეპარატის გარეშე მოხდა ვირუსის დამარცხება და ეს დამოკიდებულია სწორედ რომ ჩვენს ძლიერ ორგანიზმზე.


ძირითადი რეკომენდაციები იქნება პირდი ჰიგიენის დაცვა, ასევე უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე  და სხვა ადამიანებსაც დავუტოვოთ საკვები პროდუქტები და პირბადეები. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორ  კვებას, ფიზიკურ აქტივობას და წყალს - ეს ერ-ერთი გარანტია, რომ ორგანიზმი იყოს ძლიერი.“ - ამბობს ენდოკრინოლოგი.

 

 მარიამ მორგოშია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up