ნებისმიერი კრიზისი ყველაზე მეტად სამშენებლო ბიზნესს ურტყამს - ივნისის დასაწყისში იპოთეკური სესხების გაცემა 39%-ით შემცირდა

ნებისმიერი კრიზისი ყველაზე მეტად სამშენებლო ბიზნესს ურტყამს - ივნისის დასაწყისში იპოთეკური სესხების გაცემა 39%-ით შემცირდა

access_time2020-06-16 12:30:07

„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული მონაცემების თანახმად, 2020 წლის 6 ივნისის კვირაში გაცემული იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი წ/წ -39%-ს შეადგენს. გაუმჯობესების ეფექტი 2019 წლის ივნისის სუსტი ბაზისით და ამავდროულად გასულ კვირაში მეტი იპოთეკური სესხის გაცემით აიხსნება. მათი ინფორმაციით, გაცემული იპოთეკური სესხები 2020 წლის იანვარ-თებერვალის პერიოდის კვირის საშუალოსთან შედარებით 51%-ით ნაკლები რჩება.



გარდა ამისა, „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, 4 ივნისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი წ/წ -67%-ს შეადგენს. წინა კვირაში იგივე მაჩვენებელი -70% იყო, მინიმალური მაჩვენებელი (წ/წ -97%) აპრილში დაფიქსირდა.



არსებული ვითარების გამოსწორებისთვის, მთავრობა ლარში აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხულ საბანკო გადასახადიდან 4%-ის სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში მოახდენს. საუბარია ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის ბოლომდე დაიდება. გამოდის რომ, თუ მსესხებელი ბანკიდან სესხს წელიწადში 11%-ად აიღებს, მას მხოლოდ 7%-ის გადახდა მოუწევს.

 


„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ეს პროგრამა მისცემს შესაძლებლობას არ დარჩეს უმუშევარი, მინიმუმ 20,000 ადამიანი და ისევ არ დავდგეთ შეჩერებული მშენებლობების პრობლემის წინაშე, რაც 2008-ში უკვე გამოვიარეთ.

 

„მთავრობის გადაწყვეტილება, რაც გამოცხადდა, ქვეყნის ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნებისმიერი კრიზისი ყველაზე მაგრად ურტყამს უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესს. დღევანდელ შემთხვევაშიც, ტურიზმის შემდეგ ყველაზე დიდ დარტყმას უძრავი ქონება მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ეს არის დარგი, რომელშიც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული - შავი მუშიდან დაწყებული არქიტექტორით დამთავრებული, ასევე, ზუსტად ეს დარგი არის ძირითადი და პირველი რგოლი ეკონომიკურ ჯაჭვში - როცა იყიდება ბინა, ამის შემდეგ აქტიურდება უამრავი მომიჯნავე დარგი - დაწყებული ადგილობრივი სამშენებლო მასალების წარმოებით, სარემონტო კომპანიებით, სარემონტო მასალის იმპორტით და დამთავრებული ტექნიკითა და ფარდებით. შესაბამისად, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა სხვა ბიზნესებისთვისაც დიდი სტიმულია, ასევე, სტიმულირების ეს პაკეტი და პროგრამა ხელს შეუწყობს დეველოპერულ სექტორში სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკის ამუშავებას“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

 

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, სახელმწიფოს მიერ ამ დარგში სუბსიდიის გაწევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნესისთვის.

 

„სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ეს დარგი მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და შესაბამისად, მის მხარდასაჭერად შეიმუშავა გეგმა, რომელიც, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, სხვა დარგების სტიმულირებასაც გამოიწვევს. მოქალაქეს, ვინც ბინის შეძენას გადაწყვეტს, საპროცენტო განაკვეთი თუ ექნებოდა, მაგალითად, 12%, ამის ნაცვლად ექნება 8% და ეს ცუდია? ეს არის, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან მათ, ვინც ბინას მაღალი პროცენტის გამო ვერ ყიდულობდა, ახლა ნაკლების გადახდა მოუწევს, ხოლო ამ ტრანზაქციიდან შემოსული გადასახადი, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი. გარდა ზემოჩამოთვლილი ფაქტორებისა, აღნიშნული სტიმულირების პროგრამა, დეველოპერებს მისცემს იმის საშუალებას, რომ გაყიდვების მინიმალური ნიშნული შეინარჩუნოს. რაც გამოიწვევს არა მარტო სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, არამედ ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

 

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, მთავრობის მიერ დევნილის სტატუსის მქონე პირებისთვის ბინების შეძენაზე და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის სოციალური მშენებლობების ქალაქის პერიფერიებში განხორციელება ადგილზე კაპიტალიზაციის ზრდას უწყობს ხელს და ეს ნამდვილად სწორია.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია დევნილების საკითხიც. 5-6 წლის წინათ იყო ინიციატივა, რომ აპირებდნენ დევნილებისთვის ცალკე სახლების აშენებას, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ. ეს არ არის სწორი, რომ დევნილებისთვის ცალკე „გეტო“ გავაკეთოთ, რადგან ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და სხვა მოქალაქეებთან ერთად უნდა ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, მთავრობის განცხადება, რომ გაუყიდავი ბინების ნაწილს თავად შეიძენს, მნიშვნელოვანია. ფასი, რომელსაც სახელმწიფო ამ შემთხვევაში გადაიხდის, არ არის მისაღები ცენტრალურ უბნებში მომუშავე კომპანიებისთვის, შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა, რომ პერიფერიებში განვითარდეს მშენებლობები და იქ ადგილის კაპიტალიზაცია გაიზარდოს, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია ცენტრალური უბნების განტვირთვისთვის“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up