საქართველოში ბიზნესისთვის დაბალპროცენტიანი რესურსი არ არსებობს-ბიზნესმენები ევროპულ ბიზნეს ასოციაციას პასუხობენ

საქართველოში ბიზნესისთვის დაბალპროცენტიანი რესურსი არ არსებობს-ბიზნესმენები ევროპულ ბიზნეს ასოციაციას პასუხობენ

access_time2020-06-11 10:30:44

ქვეყანაში ბიზნეს სესხებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობასა და მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე საუბარი არაერთხელ ყოფილა, აღნიშნულს „კომერსანტთან“  ბიზნესის არაერთი წარმომადგენელი და საბანკო სფეროს სპეციალისტიც ადასტურებდა. რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს სექტორისთვის ფუნდამენტური პრობლემები საქართველოს ბიზნეს სექტორის ფეხზე დადგომის შემაფერხებელ ფაქტორებად იქნა განხილული ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის,  ჯონ ბრაეკეველდტის მიერ.


„გვაქვს ბევრი მტკიცებულება, რომ დაფინანსება, რომელიც შემოდის ქვეყანაში, მიდის კომერციულ ბანკებში. აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტები კი მას არ გასცემენ  მცირე და საშუალო  სექტორზე (SME), ანუ იმათზე, ვისაც ეს სჭირდება. სესხებზე ამჟამად არსებული პროცენტების გათვალისწინებით, შეუძლებელია დაგეგმო ბიზნესი. ევროპაში ეს განაკვეთი 0.5-დან 5%-მდე მერყეობს. საქართველოში კი როცა გაქვს 20%-იანი სესხი, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება მიიღოს, განსაკურებით პირველ წლებში“ – აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ბიზნესმენები ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ბიზნესისთვის სესხები და არსებული საპროცენტი განაკვეთები იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს როგორც დაფუძნება, ისე ოპერირება და განვითარება? 


 „ბიზნესისთვის სესხებზე  მაღალი საპროცენტო განაკვეთი ბანკების ბრალი არაა, ეს არის ზოგადად საინვესტიციო გარემოს ბრალი - ბაზარი ადგენს საპროცენტო განაკვეთს და ეს არ არის ბანკების ერთპიროვნული გადაწყვეტილება.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ისაუბრა.  



მისი  აზრით, 20 პროცენტამდე ბიზნესსესხი, როგორც მოგების წინაღობა, ბაზრის პრინციპების შედეგია. სესხის განაკვეთი საქათველოში ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ეროვნული ვალუტა და კონკურენციის ბაზარი.


„ზოგადად სესხის ხელმისაწვდომობის პრობლემა  ნომერ პირველია ჩვენს ქვეყანაში, ეს პერიოდი აუცილებლად დაგვიდგება, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ. ძალიან ბევრი ბიზნესი გაჩერებული იყო და მათი ამოქმედების მნიშვნელოვანი კომპონენტი თანხებია. საიდან უნდა მიიღოს ბიზნესმა ეს თანხები?  სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შემოღების მიზანია ბიზნესს გაუადვილდეს ბანკიდან თანხების მიღება. საქართველოში ბიზნესისთვის მიზანმიმართული დაბალპროცენტიანი რესურსი არ არსებობს. ხსენებული პროგრამის პირობებში კი სახელმწიფოს მხრიდან გარანტად ყოფნა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, ძალიან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ბანკს ძვირი რესურსი აქვს.  ჯერ არ გვაქვს საინვესტიციო რეიტინგი, გვაქვს საერთაშორისო კომპანიების მიერ შეფასებული საკრედიტო რეიტინგი.  ის ფინანსური რესურსი რაც ბანკს აქვს, არის ძვირადღირებული. გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. ანუ, ყველაფერი აკუმულირდება პროცენტში, ამიტომ არის უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჩვენთან, ვიდრე ევროპაში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,  რომ დიდი კონკურენციაა საბანკო სექტორში ბაზარზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 20 პროცენტამდე სესხის განაკვეთი არ არის ხელოვნურად გაზრდილი.“- განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია საკუთარი სფეროდან გამომდინარე განმარტავს, რომ ბიზნესისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ბანკებს, რადგან მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ოპერირების გაგრძელება.


„20%-იანი სესხი ბიზნესისთვის კატასტროფაა. საქართველოს რეალობა მთლად ამხელა არ არის, მაგრამ ბევრი არ უკლია, ჩვენთან სესხი ლარში 14-დან 18 პროცენტამდე მერყეობს.


ძალიან რთულია ასეთ მაღალპროცენტიანი სესხით არსებობა ბიზნესისთვის.  ლარი ახლა სტაბილურობისკენ მიდის, თუმცა, ეს რამდენად გრძელვადიანია, ვერ გეტყვით. ამის საშუალებას ვალუტის პრეისტორია ნამდვილად არ გვაძლევს.  ბოლო 7 წლის განმავლობაში  ლარის უარყოფითი მაჩვენებელი ნეგატიურად აისახება წარმოებაზეც და დისტრიბუციაზეც. სადისტრიბუციო კომპანიებს თუ ვალდებულება გასასტუმრებელი აქვთ დოლარში ან ევროში, ასევე ბანკიდან აქვთ სესხი აღებული უცხოურ ვალუტაში, ეს საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის. ჩვენი სფერო წლიდან წლამდე ზარალდება,  არის შემთხვევები როცა მოგებაზეც ვერ გადიან კომპანიები.  ამ შემთხვევაში, ბიზნესი სარგებელს მხოლოდ ბანკებიდან ნახულობს. ბანკების პროცენტი, მითუმეტეს ახლა, კატასტროფულად რომ გაიზარდა, ფაქტია. თუმცა, რომ არა ბანკების მხარდაჭერა, ამ სიტუაციაში ბიზნესი უბრალოდ გაქრებოდა.  ნებისმიერი ბიზნესის სახელით შემიძლია ვისაუბრო, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა ოპერირების გაგრძელება,“ - აცხადებს ბიზნესმენი ივა ჭყონია.


მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up