“ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია“

“ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლისას, რძის პროდუქტი იმუნური სისტემის მთავარი გამაძლიერებელი კომპონენტია“

access_time2020-04-15 15:30:13

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოსცა რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია რძის პროდუქტების მიღება, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რძის პროდუქტების მოხმარების ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა როლი უკავია რძის ნაწარმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში.




ორგანიზაციის ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.


ეს დოკუმენტი შეიცავს 5 მთავარ რეკომენდაციას:


1. რეკომენდებულია დღეში 300 გრ რძის დალევა, ან მისი სხვა რძის პროდუქტით ჩანაცვლება (მაგალითად,30 გრ ყველის მიღება);
2. აუცილებელია გაიზარდოს ფერმენტირებული რძის პროდუქტების - ჩვენს შემთხვევაში მაწვნის, როგორც კეფირისა და იოგურტის ალტერნატივის მიღება, ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით.
3. ლაქტოზის ნაწილობრივი აუტანლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ულაქტოზო, ან რძემჟავის პროდუქტებზე გადასვლა. მთავარია, ამ ჯგუფის ნაწარმზე სრულად უარი არ ითქვას და რაღაც დოზით იქნას მიღებული.
4. შეეცადეთ მიიღოთ რძის პროდუქტები დღეში რამდენჯერმე, რომლებიც შეიცავენ უამრავ პრებიოტიკსა და პრობიოტიკს. ამ შემთხვევაში, იდეალური პროდუქტია მაწონი, რომელიც ორგანიზმს ფერმენტის წარმოქმნასა და ლაქტოზის დამუშავებაში ეხმარება.
5. რძისა და რძის პროდუქტის მიღების ნორმა ორსული ქალებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა სტანდარტულზე მაღალი იყოს. მაგალითად, 500 გრ რძე, ან მისი ალტერნატიული პროდუქტით ჩანაცვლება. (ხაჭო, ყველი, კეფირი და ა.შ.)



რძის ნაწარმი არის პროტეინის, ვიტამინ A და B2-ს, კალციუმის, ცილისა და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა ნივთიერებების მიღების წყარო. რძე,ასევე, შეიცავს იმუნოგლობულინს, ლაქტოფერინს, ლაქტალბუმინს და გლიკოპეპტიდებს. ეს ელემენტები ეხმარებიან სხეულს იმუნომოდულატორული პროცესების ამოქმედებაში, ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა იმუნურ უჯრედებზე და ხელს უშლიან ვირუსის გავრცელებას.


ამრიგად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ექსპერტთა რეკომენდაციები რძის ნაწარმის როლზე ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.




რძის პროდუქტის ყოველდღიურად მიღება, ჯანსაღი კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მაღალი იმუნური წინააღმდეგობის ქონა ახალ კორონა ვირუსთან საბრძოლველად.


გარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებისა,აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენი ექიმების მითითებებიც.საქართველოში წამყვანი ენდოკრინოლოგი,ლაშა უჩავა გვირჩევს:



(R)


თეგები:
ლაშა უჩავა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up