ნებისმიერ ჯგუფთან,  რომელიც ქვეყანას და ხალხს უკეთესობას მოუტანს,  რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის მზად ვიქნები - ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე

ნებისმიერ ჯგუფთან, რომელიც ქვეყანას და ხალხს უკეთესობას მოუტანს, რა თქმა უნდა, თანამშრომლებისთვის მზად ვიქნები - ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე

access_time2019-07-09 18:00:55

„რა მიზნები ექნება და რა ნაბიჯებს გადადგამს მამუკა ხაზარაძე, ამაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას, მეც მაინტერესებს.  შევხედავ როგორ იმოქმედებს, რაზე იქნება საუბარი,  აპირებს თუ არა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას, ამ ყველაფერს ალბათ გვაჩვენებს მომავალი. მამუკა ხაზარაძეს დიდი ხანია ვიცნობ  და  წლებია პოლიტიკაში მას არ შემოუდგამს ნაბიჯი,  თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ალბათ საზოგადოებასაც გააცნობს  და იტყვის, რა არის ის ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება მისი მოძრაობა და რის გაკეთებას აპირებს  ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას.



თიბისი ბანკის დამფუძნებელი სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, - ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ ფესბუქის გვერდზე წერს. მისივე განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.



კითხვაზე არის თუ არა მოსალოდნელი მამუკა ხაზარაძის გუნდის წევრების რიგებში ლევან კობერიძის ხილვა, ამაზე თავად დეპუტატი კონკრეტული და ნაადრევი პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა სწორი პოლიტიკური ღირებულებებისა და მართებული გეგმის დანახვის შემთხვევაში ლევან კობერიძე თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.




„მე ჩემი პოლიტიკური გეგმები მაქვს, რომელსაც მივყვები, ჯერჯერობით არც მამუკა ხაზარაძეს გაუკეთებია პოლიტიკური განცხადება . მან გააკეთა განცხადი საზოგადოებრივ მოძრაობის შექმნაზე.  ნებისმიერ ჯგუფთან,  რომელიც ქვეყანას და ხალხს უკეთესობას მოუტანს,  რა თქმა უნდა თანამშრომლებისთვის მზად ვიქნები.  მე ვმოქმედებ ჩემი გეგმის შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს განსაზღვეული პოლიტიკაში მოსვლა , მან ძალიან მკაფიო მესიჯები უნდა გაუგზავნოს საზოგადოებას , ამის შემდეგ მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას . ვარაუდების დრო პოლიტიკაში ნამდვილად არ არის,“ - აცხადებს ლევან კობერიძე



„კომერსანტის“ კითხვაზე შესაძლებელია თუ არა საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის ხილვაც მამუკა ხაზარაძის გუნდის წევრებს შორის, დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ „ეს უნდა ჰკითხოთ თავად გიორგი კვირიკაშვილს.“  



მარიამ მორგოშია




რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up