ნდობის ფაქტორი: როგორ უნდა დაიბრუნონ ევროპისა და აშშ-ს მთავრობებმა ინვესტორების კეთილგანწყობა

ნდობის ფაქტორი: როგორ უნდა დაიბრუნონ ევროპისა და აშშ-ს მთავრობებმა ინვესტორების კეთილგანწყობა

access_time2020-03-24 20:30:57

თუ აშშ და ევროპის ქვეყნების მთავრობები უახლოეს კვირებში ვერ შეძლებენ ინვესტორების დარწმუნებას იმაში, რომ სიტუაცია კონტროლქვეშაა, საფონდო ბირჟა ახალ ანტირეკორდს დაამყარებს. მაგრამ თუ ინვესტორების ნდობის დაბრუნება მოხერხდება, ჩვენ დავინახავთ ბაზრების მკვეთრ აღმასვლას - ამის შესახებ Forbes-თან ინვესტიციების ონლაინ სკოლის Index-ის დამფუძნებელი საუბრობს.


საფონდო ბაზარი ნაკლებად არის ფინანსური აქტივობების შეფასების ზუსტი ინსტრუმენტი, მაგრამ მკვეთრად ასახავს ინვესტორების ნდობას მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ. 2020 წელს ეს ნდობა უმოკლეს ვადებში დაიმსხვრა, თანაც გლობალური მასშტაბით. შედეგად, ჩვენ ვხედავთ მსოფლიო ისტორიაში საფონდო ბირჟის უსწრაფეს ვარდნას.


ინვესტორების დაკარგული ნდობა ხელისუფლების მიმართ მსოფლიომ 2008 წელსაც იხილა, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებამ ფინანსურ სისტემას მხარდაჭერა არ აღმოუჩინა და შედეგად, უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Lehman Brothers-ი გაკოტრდა. წელს ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ამერიკელი და ევროპელი მთავრობების დაგვიანებული რეაქცია აღმოჩნდა. აშშ-მ და ევროპამ ვერ მოახერხეს დროულად შეეზღუდათ ადამიანების გადაადგილება, შედეგად, ვირუსი უკონტროლო გავრცელებას დაექვემდებარა.  წარმოიშვა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის რეალური საშიშროება სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის გამო.  


სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომელიც უმოკლეს დროში ვირუსის გავრცელებისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა და პარალელურად ეკონომიკა ზარალდება, ბაზარი სრულიად ახალ ფსკერს მიაღწევს. რაც უფრო კომპლექსური და ლოგიკური იქნება ეს გადაწყვეტილებები, მით მალე შეძლებენ ინვესტორების ნდობის დაბრუნებას მთავრობები და საფონდო ბაზარი მზარდ მაჩვენებელს დაუბრუნდება.


კონკრეტულად რა ზომები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ინვესტორების  ნდობა დაიბრუნოს ევროპამ და ამერიკამ?


  1. ვირუსსზე უმოკლეს დროში გამარჯვების სისტემური გეგმა, რომელიც გამორიცხავს პანდემიის მეორე ტალღას.


ინვესტორებს არ აქვთ ილუზია რომ ვაქცინა გადაარჩენს მსოფლიოს, რადგანაც სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის მიწურულამდე ვერ შემუშავდება. ამიტომაც მთელი იმედები ხელისუფლებაზეა დამყარებული. მკაცრი ზომები, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო, ინვესტორებისთვის დამაჯერებელია, რადგანაც მათი წყალობით ჩინეთი ნორმალურ ცხოვრებას 6-კვირიანი კარანტინის შემდეგ დაუბრუნდა.


თუმცა, დასავლეთის ქმედებები კითხვის ნიშნებს ბადებს. კერძოდ, არის საშიშროება, რომ რიგი საკარანტინო ღონისძიება, რომელიც ლოკალურ ხასიათს ატარებს, ვერ ახდენს ვირუსის გავრცელების აღმოფხვრას ბოლომდე და უბრალოდ ანელებს მის განვითარებას. ამიტომ ახალი გავრცელების რისკი რჩება იმავე ქალაქში ან მის მეზობლად.  ასეთ შემთხვევაში საკარანტინო ზომები ისევ და ისევ გახდება აუცილებელი და ასე დაუსრულებლად.


ზოგადად, კარანტინების ჯაჭვმა, რომელიც 6-9 თვემდე გრძელდება შეიძლება ეკონომიკა ისეთ რეცესიაში მოაქციოს, როგორიც  2008 - 2009 წლებში არ ყოფილა.  საინვესტიციო ბანკები აშშ-ში ეკონომიკის ვარდნას მეორე კვარტალში 14-30 პროცენტით პროგნოზირებენ.  ასეთი კვარტალური ვარდნა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის წლებშიც კი არ ყოფილა. ხოლო, თუ შემდეგ კვარტლებშიც ეკონომიკური აქტივობა ახალი კარანტინების გამო დაეცემა, მაშინ კომპანიების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გაკოტრდება.


გადაწყვეტილება, რომელიც სავარაუდოდ ინვესტორებს დააკმაყოფილებს უნდა იყოს კომპლექსური, შესაძლო რისკებისგან თავის დაზღვევის კუთხით და ეს  ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში. თუ აშშ-სა და ევროპის მთავრობების გადაწყვეტილებები 6 თვემდე გაიწელება  ან მეორე ტალღის საშიშროება კვლავ იარსებებს, ინვესტორების ნდობა ფაქტობრივად ნულს გაუტოლდება.



2. კომპლექსური გეგმა ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომელიც გამორიცხავს მასობრივი გაკოტრებისა და უმუშევრობის რისკებს


ამ დრომდე აშშ-სა და ევროპის მთავრობები ეკონომიკისა და საფონდო ბაზრის მხარდაჭერას ძირითადად მონეტარული მეთოდებით ცდილობდნენ, ანუ ფინანსურ სექტორში თანხის შეზიდვით. კერძოდ, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ პროცენტი გაანულა და  საფონდო ბაზრიდან მასობრივად სახელმწიფო და იპოთეკური ობლიგაციების შესყიდვა დაიწყო.


ეს ყველაფერი მასშტაბური , მაგრამ ინვესტორებისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ზომების უმეტესობა მიღებული იყო 2008 წლის კრიზისის მოტივებზე. 2008 წელს იგივე ზომები ადეკვატური იყო, რადგან ზუსტადაც, რომ უხარისხო აქტივები და საფონდო სექტორის ვალდებულებების მაღალი მაჩვენებელი გახდა კრიზისის მიზეზი. ახლა კი კრიზისის საფუძველი თითქმის ყველა დარგში ეკონომიკური აქტივობის რადიკალური ვარდნაა, მათ შორის ავიაგადაზიდვების, ტურიზმის, რესტორნების, მანქანათმშენებლობის დარგებში. ბანკებისთვის ფულის მიწოდება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს , რადგან ბანკები არ არიან მზად რესურსები პრობლემური დარგების დაკრედიტებაში გადაისროლონ. შედეგად ფინანსირება საბოლოო მომხმარებლამდე ვერ აღწევს.


მონეტარულ სტიმულირებასთან ერთად აშშ-ს კონგრესი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ეკონომიკის გაჯანსაღებას ემსახურება. სტიმულირების პაკეტის მოცულობა კი კოლოსალურია: ის შედგება 2 ტრილიონი აშშ დოლარისგან, ეს არის ამერიკის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტი. ღონისძიებები მოიცავს კრედიტებს მცირე ბიზნესებისთვის ხელფასების გადასახდელად, უმუშევრებისთვის დახმარების გაზრდას, სუბსიდიებს  დაზარალებული კომპანიებისთვის, როგორიცაა, ავიაგადაზიდვების სექტორი. ასევე პაკეტში შედის სამედიცინო აღჭურვილობისთვის განკუთვნილი თანხები და პლიუს ამას უპრეცედენტო გადაწყვეტილება- ერთჯერადი 500 დოლარის ოდენობის დახმარება ყოველ ბავშვზე და 1200 დოლარის ოდენობის თანხა ყოველ ზრდასრულ ამერიკელზე, რომლის შემოსავალი წელიწადში 75 000 დოლარს არ აღემატება.


ამ კანონპროექტის მიღება გარკვეულ პერიოდში ხალხს მართლაც რომ დაეხმარება, მათ ვინც დაკარგეს სამსახურები, ასევე კომპანიებს, ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული დარგებიდან. თუმცა გაკოტრებების შანსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მაინც მაღალი რჩება.


მოგების შემცირების გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი ქირისა და ბანკის გადასახადს ვერ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დახმარება ხელფასების გადახდას უზრუნველყოფს. მასობრივი დავალიანებები კომერციული უძრავი ქონების მფლობელებისთვის პრობლემებს შექმნის, მომწოდებლებისთვის თანხის შეყოვნება და არ გადახდა საწარმოო ჯაჭვს დაარღვევს და მთელს ქვეყანაში დეფოლტის ტალღას გამოიწვევს, რომელიც ძლიერად დაარტყამს კაპიტალის ბაზარსა და საბანკო სისტემას.


ასევე ბევრი მსხვილი საწარმოს გაკოტრების რისკი უცვლელი დარჩება. საუბარია, იმ კომპანიებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მეტნაკლებად დაზარალებულ დარგებს, თუმცა, ზარალს განიცდიან კარანტინის გამო. დეფოლტის შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ კარანტინის მოხსნის შემდეგ ჩვეულ რეჟმში ფუნქციონირებას. მილიონობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს და ეკონომიკური გავლენა ხალხზე უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე საკარანტინო ზომები.


ეკონომიკის გაძლიერების მექანიზმი, რომელიც ინვესტორებს ნდობას შეუნარჩუნებს, სწორედ ამ რისკებს უნდა ითვალისწინებდეს. მაგალითად, აშშ-ს ხელისუფლებას შეეძლო ყველა კერძო და კორპორატიულ კრედიტის გადახდა შეეთავაზებინა კომპანიებისთვის მომდევნო 3 თვის მანძილზე. ამით ბიუჯეტზე მიყენებული წნეხიც ნაკლები იქნება. კომერციული უძრავი ქონების და ფართების მფლობელებისთვის ასეთი სახელმწიფო გარანტია  გამქირავებლებს დაყოვნებისა და ფასდაკლების საშუალებასაც მისცემს.


3. მეცნიერულად დადასტურებული დაანგარიშება ვირუსის გავრცელების უკონტროლო შედეგების შესახებ


ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ყველაზე ცუდი სცენარის მკვეთრი სურათი ჰქონდეთ. როგორი იქნება დაავადებების და სიკვდილიანობის რეალური მასშტაბები, თუ ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლს ვეღარ დაექვემდებარება..


ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ვირუსოლოგის პროგნოზები მათემატიკურ ან ემოციურ საფუძვლებს ეყრდნობა, მათი შეფასებით მილიარდოობით ადამიანი დაავადდება და მილიონობით სიკვდილიანობის ფაქტი დაფიქსირდება. ამ შეფასებებში არ არის გათვალისწინებული დამატებითი ფაქტორები.


პირველ რიგში არ არის იმის მონაცემები და კონტროლი, თუ რომელ ქვეყანაში რამდენმა ადამიანმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი უსიმპტომოდ და აღმოაჩნდა იმუნიტეტი. საბოლოოდ შეიძლება გაირკვეს რომ ასეთი ძალიან ბევრია. ასეთი რამ მასობრივი ტესტირების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს.


მეორეც, აუცილებელია ვირუსის პოტენიცური მუტაციის გათვალისწინებაც თუ ის მილიონობით ადამიანზე გავრცელდა..

 

24 მარტის მონაცემებით, საფონდო ბირჟის მაჩვენებელი 35 პროცენტამდე შემცირდა, Index-ის თქმით, ეს ნამდვილი კრიზისის ინდიკატორია. თუმცა, თუ წინა კრიზისების ისტორიას მოვიშველიებთ, აშკარა ხდება, რომ მასშტაბი შეიძლება 50 პროცენტი ან მეტიც გახდეს.


თუ აშშ და ევროპის მთავრობები ვერ დაარწმუნებენ ინვესტორებს, რომ სიტუაცია კონტროდლება და ეკონომიკური ქაოსისგან თავის არიდება შესაძლებელია, მაშინ საფონდო ბაზარი ახალ ანტირეკორდს დაამყარებს. თუ პირიქით მოხდება , მაშინ ისეთივე სწრაფ ზრდას დაინახავს მსოფლიო, როგორიც დაღმასვლა იყო.


 Forbes.ru

მოამზადა მარიამ მორგოშიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up