პარლამენტის დამოუკდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოკლედ დღეის მდგომარეობით ჭორაობა და მითქმა-მოთქმა უფრო მოგვწონს ეტყობა ვიდრე კონკრეტულ ფაქტებზე და მონაცემებზე მსჯელობა - არავის კვლევებს არ ვერჩი მაგრამ, ბაქრაძეს უფრო მეტი რეიტინგი აქვს თუ კალაძეს მაგაზე მეტად მგონია რომ მშპ , ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ინფლაცია, ჯანდაცვის პოლიტიკა, უსაფრთხოების მაჩვენებლები, უმუშევრობის მაჩვენებელი, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში, შობადობის მაჩვენებელი, ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებელი, განათლების ხარისხის და ა.შ მონაცემებზე უნდა იყოს ცხარე კამათი მედიაშიც, პოლიტიკოსებშიც და ექსპერტებშიც. ერთი ქვეყანა მითხარით ევროპაში სადაც რომელიმე პოლიტიკური ხასიათის კვლევაზე ასეთი აჟიოტაჟია ხოლმე ატეხილი ...
პს. ისე ერთი ფაქტია - NDI -ს კვლევამ აჩვენა მოსახლეობის განწყობა რომ უმრავლესობას არც ნაცები და ( ერთად ყველა) და არც ოცნება არ უნდათ ... მათ ჯამურად მოსახლეობის მხოლოდ 40% უჭერს მხარს..“-წერს კობერიძე.