NDI- ის კვლევის შედეგებზე: მსგავსი დეგრადაცია და ვარდნა არც ერთ მთავრობას ჰქონია.

NDI- ის კვლევის შედეგებზე: მსგავსი დეგრადაცია და ვარდნა არც ერთ მთავრობას ჰქონია.

access_time2019-09-17 14:43:34

„ ეკონომიკა, ინფლაცია, უმუშევრობა დღეს მოსახლეობის მთავარი გამოწვევაა. ეს პრობლემები რომ ძალიან გაიზარდა, იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა ვერ მუშაობს და არც ის იცის, ქვეყანაში რა მდგომარეობაა რეალურად. ამიტომ, ის მონაცემები, რაც NDI -ის კვლევებში გამოწვევებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, აბსოლუტურ რეალობას ასახავს, რადგან მსგავსი დეგრადაცია და ვარდნა არც ერთ მთავრობას ჰქონია.


კვლევით გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა, ამას შეიძლება უფრო მეტიც ფიქრობდეს და ერიდება დაფიქსირება.
63% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ვითარება ცუდია, ეს კი იმისი მანიშნებელია, რომ კატასტროფულად ცუდი მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ არის ქვეყნიდან გადინება მაღალი.


დემოგრაფიული თვალსაზრისითაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა გვაქვს. ამ პერსპექტივით, ჩვენ ქვეყანაში არც დემოგრაფიას უწერია გაუმჯობესება და არც ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.



რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ყველა ინიციატივას, რომელიც განახორციელეს, მოსახლეობა სიკეთედ ვერ აღიქვამს, ასე რომ, აქაც ურთულესი ვითარებაა და სწორედ ეს აისახა გამოკითხვაში. „  აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი  დავით ჭიჭინაძე.





ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში
access_time2020-07-09 14:30:05
„დელფინარიუმი თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივნისს გაიხსნა, ამჟამად მსურველებს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ვმასპინძლობთ, 16:00 საათზე, სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დავამატებთ წარმოდგენებს. ბილეთის ფასი არ შეცვლილა.ამ ეტაპზე, ტრადიციულად, სრული ანშლაგია, თუმცა...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...


მსგავსი სიახლეები

up