NDI-ის კვლევა: ივნისის მოვლენებზე  მოსახლეობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიიჩნევს, რომ “გადამეტებული ძალა” იყო გამოყენებული

NDI-ის კვლევა: ივნისის მოვლენებზე მოსახლეობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მიიჩნევს, რომ “გადამეტებული ძალა” იყო გამოყენებული

access_time2019-09-19 10:45:20

 ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებას. ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება. საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა. თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას კვლავაც უმეტესად დადებითად აფასებენ.


“გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასება გაუარესდა, რაც სავარაუდოდ, მოსახლეობის მიერ ქვეყნის მიმართულებისა და ეკონომიკის ცუდ შეფასებასთან არის დაკავშირებული,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა. - “როგორც სამშაბათს გამართულმა კვლევის პრეზენტაციამ აჩვენა, საზოგადოება ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას
მთავრობას აკისრებს.”


მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (92 პროცენტი) 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია და, ღია კითხვაში, 55 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას (43 პროცენტი), მაშინ მოქმედ შს მინისტრ გიორგი გახარიას (9 პროცენტი), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას (1-1 პროცენტი) აკისრებს. ასევე, მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 8 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე
პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.


გარდა ამისა, ვისაც 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია, მათგან 68 პროცენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენა. მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ და ფიქრობს, რომ მთავრობამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 71 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ მიმართ, ვინც გადამეტებული ძალა გამოიყენა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 46 პროცენტი ეთანხმება, ხოლო 39 პროცენტი არ ეთანხმება გიორგი გახრიას გადადგომის მოთხოვნას.


“საზოგადოება 20 ივნისის მოვლენებსა და შემდგომ საპროტესტო აქციებზე მთავრობის პასუხით არ არის კმაყოფილი და პასუხისმგებლობას ძირითადად ხელისფულებას აკისრებს.” - განაცხადა თორნტონმა. - “არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სათანადო ზომები გაატაროს და პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც აქციისმონაწილეების მიმართ ძალადობა ჩაიდინა. ეს აუცილებელია, რათა მოსახლეობასჰქონდეს რწმენა, რომ ხელისუფლებას შესწევს უნარი მომავალში საპროტესტო აქციებს მშვიდობიანად გაუმკლავდეს.”



მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 19 პროცენტი - მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას”, 9 პროცენტი ოპოზიციურ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 4-4 პროცენტი “ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს” ასახელებს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეების 59 პროცენტი წავიდოდა ხმის მისაცემად, თუმცა მოსახლეობის 57 პროცენტს, ამ მომენტისთვის, არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის შემოხაზავდა.


NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.


„კომერსანტი“

თეგები:
NDI



„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია "თიბისი ბანკის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ცვლილება უკვე აისახა...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
access_time2020-01-25 15:00:06
“სამი წლის წინ ვცხოვრობდით ჩვენთვის მშვიდად, რაც მოგვყავდა...

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა

Bloomberg: კორონავირუსმა ჩინური ბიზნესი დააზარალა
access_time2020-01-25 13:30:14
  ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, შეამცირა ინვესტორების ენთუზიაზმი ჩინური საფონდო ბაზრისადმი, რომელიც ბოლო თვეებში სწრაფად იზრდებოდა.   დანაკარგებს ძირითადად ითვლიან სამომხმარებლო ბაზრის მოთამაშეები, ტუროპერატორები, და ავიაკომპანიები.   საფონდო ინდექსი FTSE China A50, რომელიც ასახავს ჩინეთის 50 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციას, 22 იანვარს შემცირდა 1,7%-ით, რაც არის ბოლო 6 თვის ყველაზე ძლიერი...


მსგავსი სიახლეები

up