NDI-ის კვლევა: მოქალაქეების 60 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება

NDI-ის კვლევა: მოქალაქეების 60 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება

access_time2021-01-25 14:30:00

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას NDI ავრცელებს.



მოქალაქეები მთავრობას პანდემიის ეფექტურ მართვას უწონებენ, თუმცა პანდემიის მომავალი მაინც აშფოთებთ. ისინი ლიდერებისგან, მათ შორის ახლადარჩეული პარლამენტისგან, ამ გამომწვევებთან გამკლავებას მოელიან.



ახალი კვლევა, წინა წლების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობის
მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32 პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა.



“უკვე წლებია, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთან მიმართებაში, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს. ისინი ცხადად გამოხატავენ სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის
დირექტორმა.



ჯანდაცვა კიდევ ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდ პრობლემებად წამლების საფასურსა (56 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრს კორონავირუსი რომ დაუდგინდეთ, იციან როგორ მიიღონ სამედიცინო დახმარება (86 პროცენტი), როგორ უმკურნალონ კორონავირუსს სახლის პირობებში (77 პროცენტი) და სად გაიკეთონ ტესტი უფასოდ ან ხელისაწვდომ ფასად (65 პროცენტი).



მოქალაქეების უმრავლესობა (60 პროცენტი) ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება, რაც სავარაუდოდ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებით შეფასებაზე აისახა.



თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. მეტიც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს.



“როგორც ჩანს, მთავრობის ძალისხმევამ, მოქალაქეების ინფორმირებულობა უზრუნველყო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მნიშვნელოვანი მესიჯები გაევრცელებინა, დადებითი შედეგი გამოიღო. მომავალში, კანონმდებლები და პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღებით უნდა მოეკიდონ და პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ. მათ ისეთი მესიჯები უნდა შეიმუშავონ, რომლებიც გლობალური პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ეკონომიკური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ საზოგადოების ნდობას გაამყარებენ,” განაცხადა ალან გილამმა.



მოსახლეობა პრობლემების გადაჭრას ახლადარჩეული ლიდერებისგან მოელის. უახლესი გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შეფასება გაუმჯობესდა: მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა კარგად (15 პროცენტი) ან საშუალოდ (36 პროცენტი) შეაფასა, რაც 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს ეჭვი ეპარებათ, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოაგვარებს (41 პროცენტი არ მოელის, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს), ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართავს (მოსახლეობის მეოთხედი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტი მოქალაქეებს, ხოლო მესამედის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქტიურად ჩართავს მათ საქმიანობაში) და ეთიკურად მოიქცევა (მხოლოდ 36 პროცენტი ეთანხება ამ მოსაზრებას). უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა (82 პროცენტი) და პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა (76 პროცენტი) საჭირო. ასე ფიქრობენ მოქალაქეები პარტიული კუთვნილების მიუხედავად.



“ახალი მოწვევის პარლამენტს მოსახლეობაში ნდობის გაჩენის პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობაც ახალ პარლამენტს ეკისრება,” - განაცხადა ალან გილამმა.



NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





თეგები:
კვლევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up