NDI: გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილის - 22%-ის ოჯახის შემოსავალი თვეში 400 ლარს არ აღემატება

NDI: გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილის - 22%-ის ოჯახის შემოსავალი თვეში 400 ლარს არ აღემატება

person access_time2016-07-27 14:30:57

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილის ოჯახის შემოსავალი თვეში 400 ლარს არ აღემატება.

კითხვაზე გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად შემოსავალზე/დანახარჯზე თუ ვისაუბრებთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი -23% - 21% - პასუხობს, რომ შესაბამისად მათი თვიური დანახარჯი და შემოსავალი 401-დან 800- ლარამდე მერყეობს. გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ მათი ოჯახის შემოსავალი და დანახარჯები - 261-400 ლარამდეა, 19%-ის დანახარჯი და 21%-ის შემოსავალი 151-260 ლარია,  800-დან 1200-ლარამდე შემოსავალი და დანახარჯი თვიურად გამოკითხულთა 10%-ს აქვს, 1201-დან 1600-ლარამდე შემოსავალი და დანახარჯი 4%-ს აქვს, ხოლო 1600-ზე მეტი შემოსავალი 4%-ს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის პირველ ადგილს 56%-ით უმუშევრობა იკავებს, მეორე ადგილზეა სიღარიბე 29%-ით, მესამეზე ტერიტორიული მთლიანობა -18%-ით, მეოთხეზე ფასების ზრდა -26%-ით, ხუთეულს ხურავს პენსიები 25%-ით.

კითხვაზე 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორ შეიცვალა მდგომარეობა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა აზრით, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზე მდგომარეობა გაუმჯობესდა- ასე გამოკითხულთა 55% ფიქრობს,  27%-ისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა, 14% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გაუარესებაა.  

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს,  7% მიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, 42% -ის აზრით, სიტუაცია არ შეცვლილა, 48% კი ფიქრობს, რომ მდგომარეობა გაუარესდა.
გამოკითხულთა 86%-ს მიაჩნია, რომ ფასების ზრდის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა, 1% გაუმჯობესებას ხედავს 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით,11% კი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა.


რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, გამოკითხვის მიხედვით, თავს დასაქმებულად 63% მიიჩნევს, დაუსაქმებლად კი - 36%.

 

დღეს გამოქვეყნებული კვლევა NDI-ის დაკვეთით  ორგანიზაცია CRRC-საქართველომ ჩაატარა. საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში 4113  ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,1%-ია. 





შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   „2019 წლის 18 მაისს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up