NDI-ის მიერ თებერვალში ჩატარებული კვლევის თანახმად, სატელეფონო ინტერვიუს სახით 2024 რესპოდენტი გამოიკითხა. მოსახლეობა უმთავრეს პრობლემებად პანდემიასა და ეკონომიკური ვარდნას ასახელებს. გამოკითხულთა უმრავლესობა იწონებს მთავრობის სტრატეგიას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, თუმცა ვაქცინის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. 35%-მა განაცხადა რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, ბევრად უფრო მეტი - 53% კი აცრაზე უარს აცხადებს.
გამოკითხულ პირთა 13%-მა პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამსახური დაკარგა, 12%-ს კი ხელფასი ან სხვა შემოსავალი შეუმცირდა. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრად დარჩენილ პირთა დახმარება მიზერული იყო, ერთჯერადი 300 ლარი თვითდასაქმებულებისთვის და თვეში 200 ლარი დაქირავებით დასაქმებულებისთვის, იმ პირთა ნახევარმა, რომლებმაც აღნიშნული დახმარება მიიღეს, განაცხადეს რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა საკმარისი იყო.
გამოკითხულთა უმრავლესობას სურს რომ პარლამენტმა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, თუმცა პარლამენტისა და პარლამენტარების მიმართ ნდობა არ გააჩნია.
იმ პირებიდან რომლებიც ვაქცინას უნდობლობას უცხადებენ, 48% ვაქცინის ხარისხს იწუნებს, 20% კი ფიქრობს რომ კოვიდს აუცრელადაც მოიხდის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოკითხვა თებერვალში ჩატარდა, იქამდე, სანამ საქართველოში ვაქცინაცია დაიწყებოდა.