საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის მიუხედავად, ჩინეთიდან მანათებისა და წერილების მიღება უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრმა Facebook-ზე გაავრცელა.
„ჩინეთიდან ამანათების მიმღები პირები არ არიან ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ცნობილია, რომ კორონავირუსი დიდხანს ვერ ძლებს ისეთ ზედაპირზე, როგორიცაა წერილი ან ამანათი“, - წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ქვეყანაში დაბრუნდნენ. საქართველოში პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.